ხვალის (1-ლი მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (1-ლი მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (1-ლი მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 29-02-2012, 06:15, ნანახია: 534

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (1-ლი მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ნაკლებად შესაფერისი დროა ექიმთან ვიზიტისთვის, გამგზავრებისთვის, განსაკუთრებით დაღლილობის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, რადგან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება. მოიმატებს კოლეგებთან კონფლიქტების ალბათობა. არასასურველია ბიზნესის დაწყება, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებას ან რაიმე დახმარების გაწევასთან. გადადეთ სამუშაოზე მოწყობა, კარგად შეადარეთ შემოთავაზებული ვაკანსიები.

კურო - დღეს წარმატების აუცილებელი პირობა იქნება ტაქტიკის ცვლის და გარემოსთან შეგუების უნარი. მცირე სამწუხარო გართულება, რომელიც წარსულში იწყება, გააფუჭებს ურთიერთობას საქმიან პარტნიორთან ან საყვარელ ადამიანთან. მთავარი მარცხის თავიდან ასაცილებლად შეეგუეთ წვრილმან მარცხს. გადადეთ მსხვილი ფინანსური გარიგება.

ტყუპები - დღეს გამწვავდება უთანხმოება სხვა ადამიანებთან. მოსალოდნელია კამათი შინაურებთან, კონფლიქტი თანამშრომლებთან, ასევე უსიამოვნო ურთიერთობა სხვადასხვა სამსახურის და სერვისის წარმომადგენლებთან. მიმდინარე მოვლენებზე თქვენი ემოციური რეაქცია გააუარესებს მდგომარეობას. ახალი საქმეების დაწყებისას მოერიდეთ ტრავმებს და მოწამვლას, აკურატულად მოეპყარით ტექნიკას.

კირჩხიბი - დღეს თქვენ მტერი იქნება ფარული ნერვიულობა. თავდაუჯერებლობის შემთხვევაში გასცემთ საიდუმლოს ან ჩაშლით დაწყებულ საქმეს. თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, რადგან გარშემო მრავალი გამაღიზიანებელი არსებობს. თავს შეგახსენებთ ძველი ტრავმის, კამათის ან ავადმყოფობის შედეგები. ნაკლებად შესაფერისი მომენტია საქმიანი წამოწყებისთვის. გამოიჩინეთ სიფრთხილე გზაში.

ლომი - დღის განმავლობაში შენარჩუნდება სხვა ადამიანებთან უთანხმოების ალბათობა. თავს შეგახსენებთ ძველი კამათი. მოერიდეთ ახალი მეგობრების გაჩენას, რადგან მათთან ურთიერთობა ცუდად დასრულდება. უარი თქვით დაუგეგმავ მოგზაურობაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, რაიმე ჯგუფურ აქციებს და წამოწყებებში მონაწილეობაზე, ახალ საზოგადოებაში გაწევრიანებაზე.

ქალწული - დღეს გაძლიერდება აღგზნებადობა. წინდახედულობა და აქტიურობა გახდება თქვენი წარმატების საწინდარიც და პრობლემების წყაროც. მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ გადაღლილობას. სამუშაოს თავი არ აარიდოთ, მხოლოდ ხშირად შეისვენეთ. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

სასწორი - დღეს ერთი შეხედვით ხელსაყრელი სიტუაცია პრობლემას შეგიქმნით. მეორე მხრივ უსიამოვნო მოვლენებიც კი გააფართოვებს თქვენ თვალსაწიერს. გადაუდებელი მოლაპარაკების ჩატარებამდე წინასწარ მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ხელსაყრელი დღეა შეცდომებზე სამუშაოდ, მათ აღმოჩენას და აღმოფხვრაში დაგეხმარებათ დაკვირვებულობა.

ღრიანკალი - დღევანდელი დღის მოვლენების ფესვები შორეულ წარსულში მიდის, თუმცა მოქმედება მომავლის გათვალისწინებით მოგიწევთ. რთული ამოცანების მოგვარებისთვის გამოიჩინეთ მეტი კონტაქტურობა, აქტიურობა და ოპერატიულობა. მოგიწევთ უფსკრულის პირას სიარული, გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რ ადგან ისინი სასურველ ეფექტს არ მოიტანს. არასასურველია საგადასახადო და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მშვილდოსანი - სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ ცნობისმოყვარეობა, რადგან ამგვარად შეეხებით სხვების ინტერესებს და გააფუჭებთ მშვიდობიან ურთიერთობას გარშემომყოფებთან. მშვიდად მიიღეთ მწვავე კრიტიკა. არ აყვეთ პროვოკაციას პარტნიორის, კლიენტის, უფროსის ან მოწინააღმდეგის მხრიდან. თქვენი და სხვა ადამიანების გაბრაზება ხანმოკლე იქნება.

თხის რქა - დღეს რეკომენდებული არ არის ახალ სამუშაო ადგილზე მოწყობა და ექიმთან ვიზიტი. შემოთავაზებული მომსახურება მაღალხარისხიანი არ იქნება. მოერიდეთ მუდმივი დამხმარეების ძიება. გელოდებათ მუშაობის დაძაბული გრაფიკი, საწარმოო ან ყოფითი შეფერხება, რასაც დაუდევრობა გამოიწვევს. ბევრ სულიერ ენერგიას წაგართმევთ წვრილმანი არაპრინციპული პრობლემები კოლეგებთან.

მერწყული - დღეს შემოქმედებითი შემართება ცვალებადი იქნება, ხოლო სპონტანური მოქმედების შედეგებს შესწორება დასჭირდება. თავი შეიკავეთ აზარტული თამაშების, საგადასახადო ინსპექციაში ან სადაზღვევო ორგანიზაციაში ვიზიტისგან. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების მიზეზი გახდება ძველი პრობლემები. ბავშვები იჭირვეულებენ წვრილმანების გამო. გასართობი ღონისძიება ან ინტიმური შეხვედრა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.

თევზები - დღეს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ. ცოლ-ქმრული ურთიერთობას, ოჯახურ, საქმიან კავშირებს ჩრდილს მიაყენებს ძველი უთანხმოება. მოსალოდნელია ყოფითი უსიამოვნება. პარტნიორის ან კონკურენტის საქციელი ნეგატიურად აისახება პირადულ ცხოვრებაზე. მოერიდეთ ხელშეკრულების დადებას და ახალი საქმეების დაწყებას, ასევე სტრესებს და გადაღლილობას, რჩევების კითხვას და ინფორმაციის ძიებას, რადგან საკმარისი ცოდნა უკვე გაგაჩნიათ.


ხვალის (1-ლი მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews