ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 2-03-2012, 05:20, ნანახია: 449

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - კარგი დროა სადილის ან ვახშმისთვის ვიწრო ოჯახურ წრეში. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ღონისძიების და წვეულების ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით მუსიკის თანხლებით. სუფრასთან ურთიერთობა შეუმჩნევლად გადაიზრდება მოგონებების საღამოში, მიმდინარე პრობლემების განხილვაში ან ოჯახის ძველი ფოტოქრონიკის დათვალიერებაში. უარს ნუ იტყვით მშობლებისგან დახმარების მიღებაზე.

კურო - დღეს შეგიძლიათ გაემგზავროთ მოკლე მოგზაურობაში ოჯახურ საქმეებზე ან გამოიჩინოთ ინტერესი შინაურების პრობლემების მიმართ. თუ გსურთ ოჯახურ სფეროში საკუთარი ავტორიტეტის გამყარება, ჩაფიქრებულის განხორციელებას ადრიანად შეუდექით. ხელსაყრელი დროა ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

ტყუპები - დღეს მომატებული ყურადღება დაუთმეთ კვების პრობლემებს. არ დაინანოთ ფული საკვებზე, რადგან ნაკლებად შესაფერისი დროა მკაცრი დიეტებისთვის. უარი არ თქვათ საყვარელ სასუსნავზე, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. შოპინგი მეტად დიდ თანხებს წაიღებს, თუმცა შენაძენი სანანებლად არ გაგიხდებათ. მოსალოდნელია დამატებითი ფინანსირება.

კირჩხიბი - დღეს გელოდებათ სულიერი აღმაფრენა, გაგიჩნდებათ რომანტიკული ოცნება ან პატრიოტული იდეები, გაძლიერდება ინტერესი მუსიკის, ფსიქოლოგიის, ემიგრანტული ან უცხოური კულტურის მიმართ, მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყველანაირად ეცადეთ მხნეობის, ენერგიის და ოპტიმიზმის შენარჩუნებას, მათ შორის ზომიერი ფიზიკური დატვირთვით.

ლომი - დღეს აუცილებელია არამარტო აღფრთოვანება, აპლოდისმენტები, არამედ ზრუნვა, ალერსი და სულიერი თანაგრძნობა. დააფასეთ თქვენთვის თავდადებული ადამიანები-ახლო ნათესავები, ბავშვები ან მშობლები. გაითვალისწინეთ ტრადიციული რიტუალები, რომელიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, ამგვარად მიაღწევთ ურთიერთგაგებას შინაურებთან. სიამოვნებით ისაუზმებთ ოჯახურ წრეში ან ივახშმებთ მყუდრო რესტორანში.

ქალწული - თქვენი სამომავლო გეგმები განსხვავებული იქნება სხვა ადამიანების გეგმებისგან. ყურადღებით მოეკიდეთ ნათესავების მოთხოვნილებას და ჩვევებს. საპასუხოდ მიიღებთ შესანიშნავ დამხმარეს, რომელიც მზად იქნება იზრუნოს თქვენზე და შეასრულოს თქვენი თხოვნა. შინაგანი წინათგრძნობა გიკარნახებთ ბევრ საინტერესო რამეს, ამიტომ ნუ შემოიფარგლებით მშრალი ლოგიკური დასკვნებით.

სასწორი - დღეს გაგიჭირდებათ საკუთარი პრობლემების მოგვარება, ერთპიროვნული ორგანიზატორის და ლიდერის როლის მორგება. დღის წესრიგში დადგება მშობლებთან ურთიერთობა, ოჯახური პროექტები, ყოფითი რეალიები.. ოჯახის წევრს თქვენი კონკრეტული დახმარება დასჭირდება.

ღრიანკალი - ეცადეთ სრულად გამოიყენოთ დღევანდელი შესაძლებლობები. ხელსაყრელი დროა ძველ გატაცებებთან დაბრუნების, კრეატიული ჩანაფიქრების დამუშავების და განხორციელებისთვის, ასევე რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის. დღეს შესაძლოა შეხვდეთ შორს მაცხოვრებელ საყვარელ ადამიანს და შესანიშნავად გაატაროთ დრო.

მშვილდოსანი - დღეს მეტად მნიშვნელოვანია სულიერი კომფორტი და ოჯახური კეთილდღეობა, რომლისთვისაც მოგიწევთ ფარული მსხვერპლის გაღება, რასაც ვერავინ გაიგებს. ოჯახურ ბიუჯეტში წვლილის შესატანად ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის მოქმედება დილიდანვე დაიწყეთ. დღის წესრიგში აღმოჩნდება ინტიმურ ცხოვრებას ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები.

თხის რქა - ნუ ეცდებით პარტნიორის გადასწრებას, რადგან ის თქვენზე უკეთესად გრძნობს შექმნილი სიტუაციის წვრილმანებს. მშობლებს და მეუღლეს შორის არჩევანი გააკეთეთ რომანტიკული ურთიერთობის და მასთან დაკავშირებული ღირებულების სასარგებლოდ. მოცემულ მომენტში მეუღლე თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ნაკლებად შესაფერისი დროა საყვარელი ადამიანის ოჯახისთვის გასაცნობად.

მერწყული - ოჯახური გეგმები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სხვა ადამიანების ჩანაფიქრები. დღეს მოაგვარეთ დიდი ხნის გადადებული საქმეები-საჩუქრის შეძენა, წვრილმანი რემონტი, დაპირების შესრულება. მსუბუქ უძლურებას -გაციებას, უძილობას-უმკურნალეთ ტრადიციული ხალხური მეთოდებით.

თევზები - თქვენი თავდაჯერებულობა მოიმატებს, ამიტომ შეძლებთ ნებისმიერი დარტყმის მშვიდად მიღებას. შესანიშნავი დროა დასვენების, სასიყვარულო შეხვედრის, ბავშვებთან ურთიერთობის, შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. შინაგანი ხმა უშეცდომოდ გიკარნახებთ საჭირო ტაქტიკას. მაგ. შეძლებთ მეუღლესთან ან ბავშვთან ურთიერთობის გამოსწორებას.


ხვალის (3 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews