ხვალის (4 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (4 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (4 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 3-03-2012, 13:21, ნანახია: 500

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (4 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - შეიცვლება მუდმივი თანამგზავრის გემოვნება და ჩანაფიქრი. საყვარელი ადამიანი განმარტოებას მოისურვებს ან უკმაყოფილო იქნება თქვენი საქციელით. მოსალოდნელია ძველი უთანხმოების გამწვავება მეუღლესთან და მშობლებთან. შეუფერებელი მომენტია ერთობლივი ცხოვრების დაწყებისთვის. მოერიდეთ სტუმრების დაპატიჟებასაც.

კურო - დღეს გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და მოკრძალებულობა. ნაკლებად საუკეთესო მომენტია მფლანგველობის, ასევე გრძნობების თავისუფალი და ღია გამოხატვისთვის. ნუ იჩქარებთ საკუთარი თავის წარმოჩენას, რადგან მალე უკეთესი შესაძლებლობა მოგეცემათ. მოერიდეთ კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფუფუნების საგნების შეძენას. ხმაურიან კომპანიში ყოფნას განმარტოება ამჯობინეთ.

ტყუპები - უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ მაღაზიაში ვიზიტს. რადგან მოიმატებს უვარგისი ან ვადაგასული საქონლის შეძენის ალბათობა. უარი თქვით კალორიულ კერძებზე, მოგიწევთ ბავშვების სურვილების შეზღუდვაც. რომანტიკულ ურთიერთობაში მოსალოდნელია იძულებითი პაუზა.

კირჩხიბი - დღეს არასასურველია პრინციპულად ახალი წამოწყებები. მოერიდეთ ზედმეტად აქტიურ ცხოვრებას და გაუკონტროლებელ ემოციების ამოფრქვევას, ასევე დათრგუნულობას და დეპრესიულ აზრებს. გადაჭარბებულად შეაფასებთ ოჯახურ და სხვა სახის უსიამოვნებას, ზედმეტად დაბალ შეფასებას მისცემთ საკუთარ გარეგნობას ან სამომავლო პერსპექტივას. სულიერი მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ჩვეული საქმიანობა.

ლომი - დღეს ძალიან გაგიჭირდებათ გულწრფელობა და უშუალო ქცევა. თუ ცხოვრებაში ცუდი მომენტი გაქვთ, გამორთეთ ტელეფონი და დღე განმარტოებით გაატარეთ, თუმცა არ აყვეთ ნეგატიურ აზრებს და ემოციებს, რათა არ გააუარესოთ საკუთარი მდგომარეობა. შეარჩიეთ ისეთი გარემო, რომელიც დადებით გრძნობებს გამოიწვევს.

ქალწული - დღეს გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და ზომიერება. გარშემომყოფებისგან, მათ შორის ახლობლებისგან ბევრს ნუ ელოდებით. შეძლებთ ურთიერთობაში არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებას, თუ არ მოატყუებთ პარტნიორს და თავს ზღაპრებით არ მოიტყუებთ. მოერიდეთ გადაცივებას, დიდ დატვირთვას, დეპრესიულ განწყობას, დროულად იზრუნეთ სახლში წესრიგის დამყარებაზე.

სასწორი - დღეს გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და ზომიერება. გარშემომყოფებისგან, მათ შორის ახლობლებისგან ბევრს ნუ ელოდებით. შეძლებთ ურთიერთობაში არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებას, თუ არ მოატყუებთ პარტნიორს და თავს ზღაპრებით არ მოიტყუებთ. მოერიდეთ გადაცივებას, დიდ დატვირთვას, დეპრესიულ განწყობას, დროულად იზრუნეთ სახლში წესრიგის დამყარებაზე.

ღრიანკალი - დღეს მოერიდეთ შორეული მოგზაურობის დაწყებას, რადგან გაგიჭირდებათ უჩვეულო გარემოსთან შეგუება. ნუ ეცდებით უცხოელებთან, შორეულ ნათესავებთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას. დაუბრუნდებით ძველ ეჭვებს და იმედგაცრუებას, რაც დაკავშირებულია ფილოსოფიას, პოლიტიკას, ოჯახს, სიყვარულს, ქორწინებას, რელიგიასთან.

მშვილდოსანი - დღეს იმოქმედებთ ღრმად დაფარული ემოციების გავლენით. გაგიჩნდებათ შიში ან აუხსნელი ცუდი წინათგრძნობა. დარწმუნებული არ იქნებით მეგობრების წესრიგიანობაში ან გაგიჩნდებათ ეჭვი ახლობელი ადამიანის საიმედოობაში. ნაკლებად ხელსაყრელი დროა ფინანსური ანგარიშების, ინტიმური ურთიერთობის, სახლსა და ოჯახში კარდინალური გარდაქმნებისთვის.

თხის რქა - დღევანდელ დღეს ენდეთ ინტუიციას და ბევრ საქმეს მარტივად და თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტთ. ჰარმონიას მხოლოდ საკუთარ თავთან მიაღწევთ.

მერწყული - თქვენი ემოციები ნაკლებად დაემთხვევა მოვლენების ლოგიკას. ის რაც თქვენი გონებისთვის მართებულია, გულისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. გაჩნდება ყოფითი უხერხულობა ან გამწვავდება ქრონიკული დაავადება. ნათესავებთან ურთიერთობაში დაუბრუნდებით ძველ პრობლემებს. მათთან ურთიერთობისას იხელმძღვანელეთ ვალდებულების გრძნობით და პასუხისმგებლობით, და არა სულიერი დამოკიდებულებით.

თევზები - ნაკლებად შესაფერისი დღეა რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის. პრობლემური იქნება ტრადიციული რიტუალების დაცვის და ორიგინალური ყურადღების გამოვლენის შეთავსება. რაც უფრო ძლიერი იქნება თქვენი გრძნობები, მით უფრო გაგიჭირდებათ მათი გამოხატვა. გულწრფელი მიჯაჭვულობას თან ახლავს სურვილების გულწრფელად გამოთქმის შიში. ნაკლებად შესაფერისი მომენტია საჩუქრების გადაცემისთვის.


ხვალის (4 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews