ხვალის (6 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (6 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (6 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 5-03-2012, 10:00, ნანახია: 437

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (6 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს სასიყვარულო ურთიერთობის დადებითად განვითარების აუცილებელი პირობა იქნება წესრიგიანობა და თავშეკავებულობა. თქვენთვის სიმპატიურ ადამიანს კისერზე ნუ ჩამოეკიდებით, შეინარჩუნეთ საკუთარი ღირსების გრძნობა. დროში გამოცდილი მყარი კავშირი იურიდიულად გააფორმეთ. სერიოზულად დაფიქრდით საკუთარი შესაძლებლობის გამოყენას ან ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე.

კურო - დღევანდელი ატმოსფერო გიბიძგებთ რეალობის შემოქმედებითი აღქმისკენ. სამყაროს ბავშვების ან მშობლის თვალებით შეხედავთ, შინაურების მიმართ გამოიჩინეთ დამატებითი პასუხისმგებლობა. მოგიწევთ ოჯახის უფროსი წევრებისთვის დახმარების გაწევა ან უმცროს თაობაზე ზრუნვა. რუტინული საქმის ნაწილი სახლში შეასრულეთ.

ტყუპები - ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შემოქმედებითად მიუდექით. ამავე დროს დაგჭირდებათ ორგანიზაციული უნარები, მოგიწევთ მიღებული ცნობების სისტემატიზირება ან ბავშვების საქციელის გაკონტროლება. პირადულ ცხოვრებაში კაშკაშა გრძნობები და რომანტიკული შთაგონება შეუთავსდება შორსმჭვრეტელობას. ნაკლებად დაიჭერთ საქმეს არასაიმედო, ქარაფშუტა ადამიანებთან.

კირჩხიბი - დღეს ოჯახური და პროფესიული საქმეები განუყოფელია ფინანსური საკითხებისგან. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მატერიალური სახსრების სამართლიან განაწილებას და კომუნალური მომსახურების გადახდას. დროა დაფიქრდეთ სახლის რემონტზე. საცხოვრებლის ყიდვისას გაითვალისწინეთ შენობის შეფასებას, საიმედო შუამავალს ან გამოცდილი იურისტის ძიებასთან დაკავშირებული ნიუანსები.

ლომი - დღეს რეკომენდებული არ არის ქცევის მიღებული წესებისგან გადახვევა, მათ შორის პროფესიულ გარემოში. ხელსაყრელი მომენტია სამსახურებრივი ინსტრუქციის ან მოქმედი კანონმდებლობის შესწავლისთვის საინტერესო სფეროში. ზოგიერთი ნორმა, სტანდარტი, შეზღუდვა განსაკუთრებით აქტუალური გახდება. გაითვალისწინეთ თვითდისციპლინა. კარგი დროა გახდომის კურსის ჩატარებისთვის.

ქალწული - დღეს გაგიჩნდებათ საიდუმლო სხვა ადამიანებისგან, თუმცა საკუთარი თავის მოტყუებას ნუ ეცდებით. უფრო ჯანსაღად და რეალისტურად შეხედეთ სასიყვარულო საქმეებს, შემოქმედებით და პროფესიულ წარმატებას, ბავშვებთან ურთიერთობას. ორიგინალური ჩანაფიქრების რეალიზებისთვის დაგჭირდებათ განმარტოება. თუმცა უარს ნუ იტყვით სანდო და გამოცდილი ადამიანებისგან დახმარების მიღებაზე.

სასწორი - დღეს სასურველი არ არის სრული განმარტოება. მეგობრებთან, ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დადებითად აისახება თქვენზე, დაგეხმარებათ უფრო გახსნილად და უშუალოდ მოქცევაში. უარი არ თქვათ მეგობრულ წვეულებაზე, თეატრში, შეხვედრაზე მიწვევაზე. ზოგიერთი ფორმალობა კი მაგ. ტრადიციული პროფესიული ეტიკეტის წვრილმანი დეტალები თამამად დაივიწყეთ.

ღრიანკალი - დღეს სასარგებლო იქნება კრეატიული აზროვნების და კანონმორჩილების შეთავსება, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით მოსაზრებების ძველი სისტემის რეალობაში ან ძველი გეგმის შრომისუნარიანობაში. მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ არამარტო ახალი კავშირები, არამედ ძველი საიმედო შეთანხმებები. უფროსობასთან ურთიერთობა წარმართეთ წონასწორობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, გაითვალისწინეთ საქმიანი ეტიკეტი.

მშვილდოსანი - თამამად იქონიეთ დადებული ხელშეკრულების იმედი, თუნდაც ის არაოფიციალური სახის და დოკუმენტებით გაუმყარებელი იყოს, თქვენთვის საკმარისი იქნება სხვა ადამიანების მოცემული სიტყვა. ძველ თანამოაზრეებში ეჭვს ნუ შეიტანთ, რადგან მათ თქვენი ღალატის ან გაცემის სურვილი არ გააჩნიათ. ხელსაყრელი მომენტია სამსახურებრივი მივლინების დაწყების და ძველი სასამართლო პროცესის განახლებისთვის.

თხის რქა - უსაქმურად ნუ გაჩერდებით, რადგან გული არასაჭირო თავგადასავლისკენ გაგიწევთ. უარი თქვით მოსაწყენ რუტინაზე. მასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ საჭიროა საკუთარი ან სხვების შემოქმედებითი საქმიანობის შედეგის მოწესრიგება. აღნიშნული საქმიანობა მოგიტან დიდ შინაგან კმაყოფილებას. შეძლებთ თანდაყოლილი სიმტკიცის და ერთი მიზანზე კონცენტრირების უნარის წარმოჩენას.

მერწყული - გაძლიერდება საიმედო პარტნიორობის მოთხოვნილება. გვერდით იყოლიეთ ნამდვილად მოწესრიგებული და შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები. კონკურენტებთან ბრძოლა კი გადაიყვანეთ ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაში. ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ქარაფშუტულად ნუ მიუდგებით. ამ თემის აქტუალურობის შემთხვევაში დაფიქრდით ხელის მოწერაზე.

თევზები - დღეს მოთოკეთ შემართება, იმუშავეთ განრიგის მიხედვით. ამგვარად სწრაფად დარწმუნდებით, რომ იდეალური წესრიგი და შემოქმედებითი ფანტაზია სავსებით შეთავსებადია. თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლებთან, დამხმარეებთან, მომსახურების სფეროს მუშაკებთან ურთიერთობა. დროა წახვიდეთ ექიმთან ან შეხვდეთ ბავშვის აღმზრდელს.


ხვალის (6 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews