ხვალის (7 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (7 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (7 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 6-03-2012, 11:03, ნანახია: 697

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (7 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი მომენტია მუშაობაში ჩაფლობისთვის. დღის დასაწყისში სიტუაცია ნაკლებად გარკვეული იქნება. დამატებითი მატერიალური გაიძულებთ იმუშაოთ დილიდანვე, თქვენ შრომისმოყვარეობას ხელს შეუწყობს პირადული მოტივებიც.

კურო - ხელსაყრელი დღეა ენერგიული მოქმედებისთვის. თქვენი პრაქტიკულობა კარგად შეუთავსდება საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას. კარგად გადაიტანთ ფიზიკურ დატვირთვას და მეტად მიმზიდველი იქნებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში. შეძლებთ წარმატების მიღწევას სპორტის, ბიზნესის, ვაჭრობის, რეკლამის ან მედიცინის სფეროში. პარტნიორი, კოლეგა ან საყვარელი ადამიანი სიამოვნებით დაგეხმარებათ.

ტყუპები - დღეს სიჩქარე და ფუსფუსი გამოიწვევს ნაადრევად დაღლილობას. სწორად გაანაწილეთ საკუთარი ძალები, რათა არ გაგიმწვავდეთ მემკვიდრეობითი ან პროფესიული დაავადება ან გაგიუარესდეთ ზოგადი განწყობა. თქვენინ ყოფა და შინაურებთან ურთიერთობა საკმაოდ ბობოქარი იქნება. არ აყვეთ ძველი კამათის განახლების ცდუნებას, სიტუაციაში მოძებნეთ კარგი მომენტები.

კირჩხიბი - დღის განმავლობაში მოსალოდნელია მოკლე მოგზაურობა. საკუთარი ავტომობილის არსებობისას დიდ დროს გაატარებთ საჭესთან. მოგიწევთ პოლიკლინიკაში, აფთიაქში, სერვის-ცენტრში ვიზიტი. ახლო ნათესავებთან, თანამშრომლებთან ან მეზობლებთან შეხვედრას პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნილება განსაზღვრავს.

ლომი - დღეს კონცენტრირება გააკეთეთ შემოსავლის მიღებას და ფინანსური ნაკადების მართვასთან დაკავშირებულ წვრილმანებზე. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგება, შენაძენები. კარგი მომენტია სახსრების და ძალების დაბანდებისთვის უცხოურ კავშირებთან, ეკონომიკასთან, ვაჭრობასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტებში. ვალების დაბრუნებას ან პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად მოგვარდება.

ქალწული - დროა დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს და მათში მოახდინოთ სისტემური ცვლილებები. შეძლებთ დიდი რაოდენობით თანხის სწორად განკარგვას. შემოსავალს მოგიტანთ მიგდებული პროექტი. კარგი დროა უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის. შემოსავალს მიიღებთ გავლენიანი ნაცნობის მეშვეობით. ნებისმიერ ინიციატივაში დაგეხმარებათ პირადული ხიბლი, წარმატების რწმენა, ოპტიმიზმი და იღბალი.

სასწორი - სტრატეგიული გეგმების ნაცვლად მოგიწევთ რუტინულ საქმეებში ჩაფლობა. იმედი არ გაგიცრუვდეთ, რადგან შრომისმოყვარეობა, დაკვირვებულობა და შეუპოვრობა სათანადოდ ანაზღაურდება. გავლენიანი ადამიანი ხელახლა მოგმართავს დახმარებისთვის. შეძლებთ სოლიდური თანხის მიღებას კოლექტიური ბიუჯეტიდან ან გაგიწევენ ქველმოქმედებას.

ღრიანკალი - დღეს მოულოდნელ შემოსავალს მოგიტანთ ძველი კოლექტიური ან ინდივიდუალური წამოწყება. დიდი ხნის პროექტში მოძებნით ახალ დამხმარეებს, დამფასებლებს, მყიდველებს, მომხმარებლებს ან გამავრცელებლებს. სასიყვარულო საქმეებში არ შეუშინდეთ გამომგონებლობას და ფინანსურ სიუხვეს. ცოლ-ქმრული, მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობის გამყარებისთვის ირგვლივ უფრო ფართოდ მიმოიხედეთ და მოერიდეთ მეწვრილმანეობას.

მშვილდოსანი - დღე დაიწყეთ ქცევის სწორი მიმართულების არჩევით. თუ აირჩევთ პირდაპირი ზეწოლის და თავგანწირული ბრძოლის სტრატეგიას, შემცირდება თქვენი წარმატების შანსი. მორიგი მიზნის ასრულებისას, მოერიდე ზედმეტ სიფიცხეს, არათანმიმდევრულობას, აჩქარებულობას. არ ღირს შეფთან ან კოლეგასთან ურთიერთობის ძველი ფორმის აღდგენა, რადგან მან უკვე მოგიტანათ მარცხი.

თხის რქა - თამამად განაახლეთ კავშირები შორეულ, სასარგებლო ადამიანებთან. ხელსაყრელი დროა ძველი შეწყვეტილი პროექტის განახლებისთვის. მოსალოდნელია წარმატება შემოქმედებით სფეროში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, სპორტში, სარეკლამო საქმიანობაში. საკუთარ მომსახურებას შესაფერისი ფასი დაუწესეთ. საკუთარ ნიჭიერებას და მიმზიდველობაში თავდაჯერებულობა ხელს შეუწყობს შემოსავლის დამატებით ზრდას.

მერწყული - დღეს აღმოჩნდებით უსიამოვნო მდგომარეობაში გაუფრთხილებლობის გამო. მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, გამოიჩინეთ სიფრთხილე და პრაქტიკულობა, დროულად დაუთმეთ ყურადღება გამაფრთხილებელ წვრილმანებს. საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ კონკრეტული ზომები. ხელსაყრელი იქნება ვიზიტი ექიმთან, სადაზღვევო აგენტთან, საგადასახადო ინსპექტორთან. საჩუქრად მიიღებთ ძვირფას ნივთს.

თევზები - დღეს გახდებით კრიტიკის ობიექტი ან სხვების ახირებების მოწმე. ამგვარად გამოავლენთ სხვა ადამიანისკენ სწრაფვას. პირადული ურთიერთობის ჰარმონიზების, ხოლო საქმიანი ურთიერთობის უფრო კონსტრუქციულად გადაქცევისთვის, გამოიყენეთ საერთო ინტერესები, ესთეტიკური შეხედულების მსგავსება ან მატერიალურ კეთილდღეობაში დაინტერესება.


ხვალის (7 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews