ხვალის (8 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (8 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (8 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 7-03-2012, 13:42, ნანახია: 657

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (8 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მოგიწევთ საკუთარ ვალდებულებაზე ზრუნვა და შემდეგ დასვენებაზე. შინაგანი ემოციური განწყობის გავლენით მოიმატებთ საზრუნავს. ნებისმიერ შემთხვევაში დღის განმავლობაში თავისუფალი დრო არ გექნებათ. საქმეების რიგი უსასრულოდ მოგეჩვენებათ. დროულად შეისვენეთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

კურო - ხელსაყრელი მომენტია დასვენებისთვის. თქვენი მიმდინარე სურვილები და მოთხოვნილებები ჰარმონიულად შეუთავსდება დღის ზოგად ატმოსფეროს. აირჩიეთ საქმიანობა, რომელიც არ წაგართმევთ ბევრ ძალას, და სასარგებლოდ გამოიყენებთ თანდაყოლილ ნიჭს. რომანტიკულ ურთიერთობაში ხშირად გააკეთებთ კონცენტრირებას დეტალებზე, რომელსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით.

ტყუპები - დღეს თქვენი ტაქტიკა არ გამოირჩევა მუდმივობით. რეგულარულად შეგეცვლებათ განწყობა თვალსაჩინო მიზეზების გარეშე. გამწვავდება ემოციური რექცია წვრილმანებზე, განსაკუთრებით ნეგატიურზე. გაღიზიანდებით შინაურების ჩვევებზე, ყოფით პირობებზე, მშობლების მოთხოვნებზე. არ აყვეთ შემთხვევით განცდებს და მოგონებებს, რადგან ისინი ცუდად აისახება თქვენ ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი - დღეს შეზღუდული იქნებით დამხმარეს ან მომსახურე პერსონის როლში. თანდაყოლილი მგრძნობიარობა გაწონასწორდება რეალობისადმი ჯანსაღი მიდგომით. რომელიმე ნათესავი დახმარებას გთხოვთ. მგზავრობისას თან წაიღეთ წამლები, რადგან ისინი დაგჭირდებათ თქვენ ან გარშემომყოფებს. ხელსაყრელი მომენტია მარტივი საქმეების დასრულებისთვის.

ლომი - ნებისმიერი მიმდინარე საკითხის მოგვარებას ცივი გონებით მიუდექით. გარემოების ჯანსაღი ხედვა უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე შინაგანი სულიერი ფიქრები. ნებისმიერი მიზეზის გამო უსიამოვნო მოგონებებს ნუ აყვებით. ამის ნაცვლად იფიქრეთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ფინანსურ საქმეებში სასურველია გონივრული ანგარიშიანობა. გარშემომყოფები უცნაურ მეწვრილმანეობას გამოიჩენენ.

ქალწული - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი ინდივიდუალური მოთხოვნილება. თუმცა გარშემომყოფები მშვიდად არ გამყოფებენ. მეუღლე მუდმივად შეგახსენებთ თავს და ვალდებულებებს, დღის დასაწყისში გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავებულობა, მოერიდეთ ადამიანებს და გარემოებას, რომლებიც გიბიძგებენ აგრესიული ქცევისკენ.

სასწორი - დღეს არ გაგისხლტებათ მოვლენების საფუძველი. რაც უფრო მეტად დაგაინტერესებთ, ვიდრე გარეგნული მხარე. შეგეშინდებათ სრული განტვირთვა, რათა არ დაკარგოთ გარემოებებზე კონტროლი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას ხელახლა შეაფასეთ დაავადების პროფილაქტიკის მეთოდები და ყურადღება დაუთმეთ სამკურნალო საშუალებების არჩევას.

ღრიანკალი - დილით სავსე იქნებით კეთილშობილური ჩანაფიქრებით. თუმცა დღის განმავლობაში ენერგია თანდათან შესუსტდება. ასევე გაქრება მხარდამჭერთა ენთუზიაზმი. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. დღის გატარებას თანამოაზრეების კომპანიაში მოისურვებთ.

მშვილდოსანი - დღეს თქვენთვის აუცილებელია მშვიდი ატმოსფერო, რაც დადებით გრძნობებს გამოიწვევს. თქვენზე ცუდ გავლენას მოახდენს ოჯახური უთანხმოება, დისკომფორტს იგრძნობთ ჩვეულ გარემოში. თავი აარიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც განერვიულებენ და გიწვევენ უღირსი საქციელისკენ. მოერიდეთ უსიამოვნო მოგონებების და ემოციების გამომწვევ სიტუაციას.

თხის რქა - დღეს მეტად ახირებული და ჟინიანი იქნებით, თუმცა ბევრ რამეს გაპატიებენ. წვეულების დროსაც საქმეებზე იფიქრებთ. ნათესავებთან და შორეულ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის მომგებიანი იქნება. თუმცა სურვილების თანხვდომის მიუხედავად მაინც გამოძებნით ახირების მიზეზს. საკუთარი დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება მიმართეთს სასარგებლო მიზნებისკენ, რათა არ გააფუჭოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა.

მერწყული - დღევანდელი ატმოსფერო გეგმების რეალიზებისთვის შეუფერებლად მოგეჩვენებათ, რაც რეალურიც იქნება. ხშირად შეეგუეთ გარემოს და ნაკლებად მოახვიეთ სხვა ადამიანებს თავზე თქვენი პირადული მოსაზრებები. შეჩერდით მიღწეულზე და შეურიგდით დროებით პაუზას საქმეებში. ნუ იჩქარებთ ჩვევების სრულყოფას და საკუთარი თავის მომგებიანი კუთხით წარმოჩენას.

თევზები - თქვენი ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად პარტნიორთან სრულ გაგებას ვერ მიაღწევთ. ისიამოვნეთ თქვენ ხასიათებს შორის არსებული განსხვავებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა ტანჯვად გექცევათ. სხვა ადამიანებს ინიციატივას ნუ წაართმევთ და მათ კრიტიკაზე ნუ განაწყენდებით. წინასწარ ზუსტად გაწერეთ ვალდებულებები, რათა ერთობლივი დასვენება სასიამოვნო იყოს.


ხვალის (8 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews