ხვალის (9 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (9 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (9 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 8-03-2012, 10:52, ნანახია: 617

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (9 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს დიალოგში ინიციატივა მეორე მხარეს ეკუთვნის. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში კამათის მიზეზი გახდება ინტიმური ურთიერთობის სტილი. გაითვალისწინეთ, რომ თანამოსაუბრეები თქვენგან ელოდებიან კომპრომისს და განაწყენებული დარჩებიან თქვენი ირონიული მინიშნებით. მოერიდეთ სპონტანურ გამონათქვამებს, საკუთარი აზრების სიტუაციის შესაფერისი ფორმით გამოხატეთ.

კურო - დღეს ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ჰარმონიის ნაკლებობა გამოიწვევს ნერვიულობას, ალერგიულ რეაქციას, განწყობის გაუარესებას. რეკომენდებული არ არის მტკივნეული მანიპულაცია კბილებსა და კანზე. ავადმყოფობის შემთხვევაში მკურნალობის სქემას სპონტანურად ნუ შეცვლით.

ტყუპები - დღეს მკაცრ განრიგს ნუ დაიცავთ. დილით შედგენილი პროგრამა დღის განმავლობაში მოულოდნელად გადაიხედება, რისი მიზეზიც გახდება დაუგეგმავი მოვლენები თქვენ ცხოვრებაში ან მეგობრის, ბავშვის, საყვარელი ადამიანის ახირებები. თავში მორიგი გენიალური იდეა მოგივათ, რომლის რეალიზებას დასჭირდებათ ძველი ჩანაფიქრების გადახაზვა.

კირჩხიბი - შეუფერებელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის, სახლში სტუმრების მიღებისთვის, რადგან გადაიღლებით ან შეხვდებით მოულოდნელ უსიამოვნებას. მოსალოდნელია პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ თავის არიდება მშობლებთან საუბრისგან, განსაკუთრებით ოჯახში მიმდინარე გარდაქმნების შემთხვევაში. მოერიდეთ მათთან კამათს.

ლომი - დღეს სენსაციური სიახლეები გელოდებათ. დაგჭირდებათ ელექტრონული მიმოწერის გააქტიურება, განსაკუთრებით შორს მყოფ კორესპონდენტებთან. მოსალოდნელია გადაადგილება არასტანდარტული ახალი მარშრუტით. გზაში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ექსცენტრულ თანამგზავრებს.

ქალწული - დღეს მოგიწევთ ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურების გამოყენება. თუ კარგად არ ხართ გარკვეული ელექტრონულ გადახდებში, ზედმიწევნით შეამოწმეთ თითოეული ნაბიჯი ან უარი თქვით ასეთ გადახდაზე. მოიმატებს ფულადი დანაკარგების რისკი, რასაც გამოიწვევს ნერვიულობა და სიჩქარე. მოერიდეთ კომპიუტერული თამაშების და პროგრამების შეძენას.

სასწორი - დღეს თქვენი პარტნიორი ექსცენტრული და მოლაყბე იქნება. თუმცა თავადაც გამოამჟღავნებთ აღნიშნულ თვისებას. გამოიჩინეთ ჰარმონიისკენ სწრაფვა და ნუ გააღრმავებთ ურთიერთგაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მოულოდნელი განხეთქილება მტკივნეული იქნება, განსაკუთრებით თუ ოპონენტში თანამოაზრეს ეძებდით.

ღრიანკალი - დღეს ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს, დაკვირვებით აირჩიეთ თანამგზავრები და თანამოსაუბრეები. ნუ იჭორავებთ მუდმივ პარტნიორზე. საერთო საიდუმლო კარგად შეინახეთ, რადგან არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში არც თქვენ და არც სხვა ადამიანი. დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაუგეგმავი მოგზაურობა, რომელიც დაარღვევს ძველ გეგმებს, გამაფრთხილებელი სიახლე ან უსიამოვნო საუბარი.

მშვილდოსანი - ხელსაყრელი მომენტია, რათა უარი თქვათ რადიკალიზმზე, რევოლუციური შეხედულება და იდეები უფრო გაწონასწორებული გახადეთ. მაგალითი აიღეთ ძველი ნაცნობებისგან. ზოგიერთი მათგანი დათმობს თამამ შეხედულებას და დაიკავებს უფრო ტრადიციულ პოზიციას. ნუ იჩქარებთ ასეთი ადამიანის მოღალატედ გამოცხადებას, რადგან მისი ტაქტიკის ცვლილებას გარკვეული აზრი გააჩნია.

თხის რქა - დღეს მეტად დაზარალდებით სტრესების ფონზე. გელოდებათ ნაკლებად სასიამოვნო სენსაციები. ოჯახური მოვლენები ხელს შეუშლის თქვენი სურვილების შესრულებას. მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი შინაურებთან, მოერიდეთ დილიდანვე დღის განრიგის გაწერას, იცხოვრეთ მომენტით.

მერწყული - ხელსაყრელი დროა სატელეფონო საუბრების, პროგრამირების და ვებ-დიზაინის სფეროში საქმიანობისთვის. თამამად აითვისეთ სწავლების, ურთიერთობის ან ცნობების დამუშავების მეთოდები. დარჩით სიახლეების ცენტრში. ელექტრონული მიმოწერის ან მოულოდნელი მოლაპარაკების მეშვეობით გაგიჩნდებათ მეგობრები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში. შემოგთავაზებენ თანამშრომლობის არასტანდარტულ ფორმას.

თევზები - დღეს მოერიდეთ კავშირის საშუალებების შეძენას და კომპიუტერული პროგრამების განახლებას. ინტერნეტში ძრომიალისას გამოიჩინეთ ზომიერების გრძნობა. რათა თავიდან აიცილოთ მატერიალური გართულებები.


ხვალის (9 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews