ხვალის (10 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (10 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (10 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 9-03-2012, 02:46, ნანახია: 842

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (10 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ურთიერთობა. საყვარელი ადამიანი ურთიერთობას უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება, ვიდრე თქვენ. გაითვალისწინეთ, რომ მეუღლე თქვენგან წესრიგიანობას და ერთგულებას ელოდება. თუ არ დაიცავთ წესიერებას და არ შეასრულებთ დანაპირებს, თქვენთან კონტაქტს გაწყვეტენ. ხელსაყრელი მომენტია პატიოსანი საუბრისთვის.

კურო - დღეს კარგი განწყობის საფუძველი იქნება ზომიერება. მოგიწევთ დიეტის დაცვა. სასარგებლო იქნება სახის გამწმენდი ნიღბების გაკეთება, ასევე ორგანიზმის გაკაჟება. ახლობლებთან ურთიერთობა ცოტა გაცივდება. გაძლიერდება პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე.

ტყუპები - თქვენი რომანტიკული ურთიერთობა უფრო თავშეკავებულ ელფერს მიიღებს. თავისუფალი სიყვარულის იდეა ურთიერთვალდებულების გარეშე ნაკლებად მიგიზიდავთ. ჰორიზონტზე გაჩნდება ძველი შეყვარებული. დამატებითი კონტროლი დასჭირდება ბავშვების ქცევას, არ დატოვოთ ისინი ყურადღების გარეშ და დიდი ხნით უცნობ ადგილას არ გაუშვათ.

კირჩხიბი - დღეს აღმოჩნდებით ოჯახის წევრებისგან მოშორებით ან შეხვდებათ პრობლემა მათთან დაკავშირებისას. გაგიჭირდებათ მშობლებთან, შინაურებთან, მეუღლესთან სულიერი ურთიერთგაგება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. ამას ხელს შეუწყობს როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ფსიქოლოგიური მიზეზები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და არ აყვეთ უიმედობას.

ლომი - დღეს გარემოება თავშეკავებულობისკენ გიბიძგებთ. გარშემომყოფები მეტად მგრძნობიარე იქნებიან კარგი ტონის მიმართ. ისინი უარს იტყვიან თქვენთან ურთიერთობაზე, თუ დაარღვევთ ურთიერთობის სტანდარტულ წესებს. თუ თქვენ გეგმებში შედის გასეირნება ან მოგზაურობა, წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და არ გადაუხვიოთ მას. ამგვარად დაზოგავთ დროს და მიაღწევთ მაქსიმალურ ეფექტს.

ქალწული - დღეს პირველ პლანზე დგას ცხოვრების ხარისხი და არა კეთილდღეობის რაოდენობა. მოაწესრიგეთ ფინანსური საქმეები და საყიდლების სიაში მხოლოდ აუცილებელი დატოვეთ, ხელსაყრელი დროა პარფიუმერიის, კოსმეტიკის, მინის ნაკეთობების შეძენისთვის, გადახედეთ მისამართების სიას, გამოყავით ღირებული და სასარგებლო კონტაქტები. გაარკვიეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და განსაზღვრეთ მისი ადგილი თქვენ ცხოვრებაში.

სასწორი - დღეს მეტად გონიერი და მტკიცე იქნებით, სამყაროს ილუზიების გარეშე შეხედავთ. თქვენი თავშეკავებულობა ზოგჯერ გადაიზრდება გაუცხოებას ან სიმკაცრეში. მეტად პრინციპული და მიზანსწრაფული იქნებით. საჭირო ბალანსის მისაღწევად ყური დაუგდეთ ინტუიციას, რომელიც სწორ რჩევას მოგცემთ. ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბადებულებს მეტად ემუქრებათ დეპრესია.

ღრიანკალი - დღეს თქვენთვის წარსული უფრო რეალური და საინტერესო იქნება, ვიდრე აწმყო ან მომავალი. აუცილებლად გამოეხმაურეთ ძველი პარტნიორის მიპატიჟებას. მასთან შეხვედრა გაარკვევს თქვენი ურთიერთობის ზოგიერთ ბუნდოვან მომენტს და გააკეთებთ საჭირო დასკვნებს. ასეთი შემოთავაზების უქონლობისას კი დღე განმარტოებით გაატარეთ, რადგან ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი - დროა გადადოთ სხვა საქმეები და შეხვდეთ ძველ მეგობრებს. მათთან შეგიძლიათ გულახდილი იყოთ, რადგან ისინი მაშინვე გაგიგებენ. კარგი დღეა ძველი გეგმების განახლების ან გადახედვისთვის. მეგობრულ კომპანიაში ყოფნა უფრო მიგიზიდავთ, ვიდრე რომანტიკული შეხვედრა.

თხის რქა - დღეს შეძლებთ ძველი მიღწევების შეფასებას, ასევე მომავალი წარმატებისკენ მიმავალი გზის გაანალიზებას, მეტად კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართ, კონცენტრირებას გააკეთებთ მარცხზე, და არა წარმატებაზე. მოგიწევთ პარტნიორული ურთიერთობის გადახედვა.

მერწყული - დღეს შეუძლებელია დაეჭვება თქვენ მიერ და დროში გამოცდილ მოსაზრებებში. სწორედ მათ გამო დაცული იქნებით შემთხვევითი შეტევების და უსაფუძვლო კრიტიკისგან. თქვენგან დადგება შესანიშნავი მასწავლებელი და კონსულტანტი, რომელიც ერთნაირად კარგად ფლობს პრაქტიკას და თეორიას. შესანიშნავი დროა ნებისმიერი წამოწყებისთვის, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებასთან.

თევზები - დღეს ნაკლებად მოსალოდნელია ბობოქარი გრძნობები. თქვენი მანერა და გარშემომყოფების ქცევა საღამომდე გამოირჩევა თავშეკავებულობით. დღეს შემოქმედებითი შემართების გავლენით უჩვეულო განცდები არ გელოდებათ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა ტრადიციული ცერემონიის ჩატარებისთვის. ნებისმიერი კონფლიქტი გადაიჭრება ცივილური გზით.


ხვალის (10 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews