ხვალის (12 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (12 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (12 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 11-03-2012, 14:34, ნანახია: 423

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (12 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი დღეა საქმის არსში წვდომისთვის. გაიზრდება ძლიერი შთაბეჭდილების და მწვავე განცდების მოთხოვნილება. რომლის დაკმაყოფილებასაც შეძლებთ მუსიკის, მედიტაციის, მოგონებების, ინტიმური ურთიერთობის მეშვოებით. ასევე შესაფერისი დროა ტექნიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური, მარკეტინგული და სხვა სახის კვლევისთვის.

კურო - დღეს წარმატების მიღწევის საწინდარია დადებითი ურთიერთგამოხმაურება თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას კი ნდობას და სიმპატიას დაემატება ფარული ან აშკარა გრძნობითი გატაცება. შესანიშნავი დროა ერთობლივი წამოწყებისთვის, რომელსაც სწორედ თქვენ მისცემთ საჭირო სტილს და გატაცებას. მოერიდეთ შურიან ადამიანებს.

ტყუპები - დღის წესრიგში აღმოჩნდება რუტინულ საქმესთან დაკავშირებული საკითხები. საქმიანობით გატაცებისას დრო შეუმჩნევლად გაივლის. ხოლო უინტერესო საქმეს კი გულგრილად მოეკიდებით. კოლეგებთან და დამხმარეებთან შეინარჩუნეთ სანდო ურთიერთობა. ხელსაყრელი მომენტია დაავადების პროფილაქტიკისთვის.

კირჩხიბი - ნებისმიერი მიმართულებით გარანტირებული გექნებათ სასიამოვნო შთაბეჭდილება. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება. შესანიშნავი დროა საკუთარი მიღწევების ან პოტენციური შესაძლებლობის რეკლამირებისთვის. გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი, რათა თქვენი შესაძლებლობის და ნიჭის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს.

ლომი - გვიან საღამომდე შეინარჩუნებთ კავშირს ოჯახთან ან სამშობლოსთან. ბავშვობას და მასთან დაკავშირებული ცხოვრების წესის მოგონება მეტად სასიამოვნო იქნება. საქმიან საკითხებში თქვენ საქციელზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ძველი ნაცნობობის, სისხლით ნათესაობის ფაქტი. მოსალოდნელია ღრმა ინტერესის გაჩენა სექსუალური ურთიერთობის ნიუანსების მიმართ.

ქალწული - გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მოქმედების საკუთარ სტილს თავზე ნურავის მოახვევთ. არ განაწყენდეთ, თუ საინტერესო ადამიანს განსხვავებული ტემპერამენტი ან ჩვევები გააჩნია, არ იზიარებს თქვენ შეხედულებას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ამ დროს ყველაზე მთავარია საჭირო ემოციური კომპრომისის მოძებნა. ბრძნული გადაწყვეტილება იქნება სხვების თამაშის წესების მიღება.

სასწორი - გარემოება ხელს უწყობს ფინანსური საქმეების მოგვარებას და დაგეხმარებათ ცხოვრების მიმართ პრეტენზიების შემცირებაში. ადვილად იტყვით უარს ფულის ან ნივთების გადამეტებულ მოთხოვნილებაზე, მაგრამ არ დაარღვევთ საფუძველს, რომელზეც აგებულია თქვენი კეთილდღეობა. გამოიჩინეთ ზომიერება კვებაში. საკვები მიიღეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ მუშაობის ან კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის.

ღრიანკალი - დღეს უფრო გაწონასწორებულად მოიქცევით. თუმცა პირადული მოთხოვნილებები მაინც პირველ ადგილზე დარჩება, და უმრავლეს შემთხვევაში ისინი განსაზღვრავენ თქვენ ტაქტიკას და სტრატეგიას. შესანიშნავი დროა რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის. გამოიყენეთ შესაძლებლობა რეკლამა გაუკეთოთ საკუთარ შესაძლებლობას, რაც დაგეხმარებათ კარიერის გაკეთებაში.

მშვილდოსანი - დღეს წარმატებული მუშაობა ვერ დააკმაყოფილებს თქვენ სულიერ მოთხოვნილებას. სასარგებლო იქნება მცირე განმარტოება, ბუნებაში ან ოჯახურ გარემოში ყოფნა. ხალხმრავალ ადგილზე ყოფნისას აირჩევთ ყველაზე მშვიდ ადგილს. შინაგანი ემოციური წონასწორობის აღსადგენად სასარგებლო იქნება მუსიკის მოსმენა.

თხის რქა - დღეს ნაცნობ მოვალეობას ავტომატურად შეასრულებთ, და ამ დროს სხვა რამეზე იფიქრებთ. თქვენი ფიქრის საგანი გახდება მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობა, სასიყვარულო ან ინტიმური კონტაქტები. ხელსაყრელი დროა სამუშაო საათების შემდეგ გართობის და რეალობისგან განტვირთვისთვის. ეწვიეთ კინოს ან კონცერტს, ან სტუმრად წადით.

მერწყული - დღეს გიმტყუნებთ რაციონალური აზროვნება. არსებული საქმეების სწორად შეფასებისთვის მოგიწევთ არამარტო გონების, არამედ შინაგანი წინათგრძნობის გამოყენებაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერის კეთების ან შემოსავლის გაზრდის სურვილის შემთხვევაში. თანდაყოლილი ნიჭი საკმარისი არ არის, კარგი ფსიქოლოგიც უნდა გახდეთ.

თევზები - დღეს შესანიშნავად ფლობთ თავს და შესანიშნავად კითხულობთ მიმდინარე მოვლენების აზრს. შეიქმნება ხელსაყრელი გარემოება უცხო ქვეყნის და კულტურის გასაცნობად, შორეულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. შესანიშნავი მომენტია პირადული უფლებამოსილების გაზრდის და შესაძლებლობების რეკლამირებისთვის.


ხვალის (12 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews