ხვალის (13 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (13 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (13 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 12-03-2012, 05:13, ნანახია: 672

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (13 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ახალი იდეები მოულოდნელად დაუთმობს ადგილს ძველ ჩანაფიქრებთან დაბრუნების სურვილს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ისინი, რომელიც დაკავშირებულია ნაცნობობის წრის გაფართოებას, სწავლას, შორეულ მოგზაურობას, მსოფლმხედველობის შეცვლასთან. შორიდან მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, გააკონტროლეთ ტექნიკის გამართულობა და მოერიდეთ დაუდევრობას.

კურო - დღეს მოსალოდნელია გართულება სწავლას, მოგზაურობას, ტვირთის გადაზიდვას, მედიკამენტების შეძენას და გადახდას, წვრილმანი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. დაძაბულად ჩაივლის შეხვედრა შორიდან ჩამოსულ ადამიანთან, სადაზღვევო, კრიმინალურ, საბანკო ან საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებთან. წინააღმდეგობის თავის აცილებისთვის დროულად შეავსეთ საჭირო დოკუმენტები.

ტყუპები - თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის მოსალოდნელია გაუგებრობა. სრული გაუგებრობა დასრულდება ხანმოკლე კამათით. ურთიერთობის გამწვავების ინიციატივა მოდის მეორე მხარიდან. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე და გეგმებს სხვების ახირების გათვალისწინებით ნუ დასახავთ. შეხვდებით ძველ მეგობარს, შეფს, მოსწავლეს ან კლიენტს.

კირჩხიბი - დროულად გააკეთეთ შესვენება მუშაობისას. დაუსვენებლობა ან სხვა საქმეზე გადართვის შეუძლებლობა ნეგატიურად აისახება თქვენ განწყობაზე. უარი არ თქვათ შეფთან საუბარზე. პრობლემური იქნება უცხოელებთან. მოსალოდნელია ნერვიულობა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპორტული წამლების მიღებას.

ლომი - თქვენი აზრები იტრიალებს ჯერ კიდევ ცოცხალი წარსულის ირგვლივ. კიდევ ერთხელ მოგიწევთ მოგზაურობას, სწავლებას, მეგობრულ კონტაქტებს, ბავშვების აღზრდას, კავშირის საშუალებებს, რაიმე საინფორმაციო არხებში ჩართვასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გადახედვა. ხელსაყრელი დროა საინტერესო დასვენების, ასევე არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების წრეში მუშაობისთვის.

ქალწული - დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთი ნაბიჯით დაგაახლოვებთ წარსულთან. სანამ რაიმეს განახორციელებთ, ნუ იჩქარებთ და კარგად დაფიქრდით არსებულ მდგომარეობაზე. ზედმეტი იმპულსურობა სიკეთეს არ მოგიტანთ. მეტად დაიძაბება მშობლებთან ურთიერთობა, ჩვეული ყოფითი პირობები გაგაღიზიანებთ და გაგანერვიულებთ. ასევე აღშფოთებული იქნებით თქვენი მოტყუების მცდელობით.

სასწორი - გადაადგილება, შეხვედრა, მოლაპარაკება კარგ შედეგებს გამოიღებს, თუმცა ჩაივლის დაძაბულ და დროდადრო სახიფათო გარემოში. მანქანის მართვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ დაუშვათ დაუდევრობა და დაბნეულობა, არ გამოიყენოთ ძლიერ მოქმედი პრეპარატები და ალკოჰოლი. მოერიდეთ გრძელვადიანი პარტნიორული პროექტების წამოწყებას შორეული ტერიტორიის წარმომადგენლებთან.

ღრიანკალი - ნაკლებად შესაფერისი მომენტია ერთობლივი, განსაკუთრებით მეგობრებთან ერთად, საქმისთვის. ინტერესთა ერთიანობაზე დაფუძნებული კარგი ურთიერთობა დაზარალდება წვრილმანი უთანხმოების გამო. ამასთან საფულესაც ზიანი მიადგება. საყიდლების შეძენის ან გარიგების რეალიზებამდე რჩევა ჰკითხეთ სხვა ადამიანებს და გაეცანით ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

მშვილდოსანი - დღეს სახეზე გექნებათ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც გაუზიარებთ შემოქმედებით ჩანაფიქრებს, ადვილად გამოიყენებთ ლიტერატურულ ნიჭს, პრობლემები არ შეგექმნებათ ბავშვებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. გაღიზიანება დაბნეულობა, იმედგაცრუება მოსალოდნელია უფროსობას და მშობლებთან ურთიერთობაში, ასევე სურვილების დაუყონებლივ მიღწევის მცდელობისას.

თხის რქა - დღეს დაიბნევით მიღებულ ინფორმაციაში, განსაკუთრებით შორიდან მიღებულში. გაგიჭირდებათ წინააღმდეგობრივი ცნობების და რჩევების პრაქტიკაში გამოყენება. შეუფერებელი დროა მოხერხებული მარშრუტის ან ექსპლუატაციის ინსტრუქციის ძიებისთვის. მეტად ცხადი და გამჭვირვალე იქნება ახლობლებთან ურთიერთობა, თუმცა ისინიც ვერ შეძლებენ თქვენ ბოლომდე გაგებას.

მერწყული - დღეს გაგიჭირდებათ თავის შეკავება მეგობრულ კომპანიაში მოწვევაზე. გაგიჩნდებათ სურვილი გაერთიანდეთ ინტერესთა კლუბში. ბევრი თანამოაზრე ნახევარი სიტყვით გაგიგებთ. თუმცა ზოგიერთი პრობლემა გამოიწვევს ხმაურიან დისკუსიას და წარმოაჩენს ერთობლივი გეგმის ხარვეზებს. მეტად ბობოქარი იქნება პოლემიკა იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ ან რელიგიურ თემებზე.

თევზები - დღეს მოგიწევთ დაძაბული ბრძოლა მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად, თუმცა მშვიდი არსებობა და სრული წარმატება გარანტირებული არ გექნებათ. კონკურენტებზე გამარჯვების, შეფის ან პარტნიორისთვის სიმართლის დამტკიცებისთვის მოგიწევთ ბევრი ძალის დახარჯვა. საჭირო ადამიანებთან გაგების მისაღწევად დაგჭირდებათ გულწრფელობა და პატიოსნება. თავის არიდების პოზიცია და ინტრიგაში მონაწილეობა ვერ დაგეხმარებათ.


ხვალის (13 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: --
15 მარტი 2012 11:53

pacuka422

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 14.03.2012
 
aris winked

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews