ხვალის (14 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (14 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (14 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 13-03-2012, 10:04, ნანახია: 709

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (14 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი დროა უცხოური კონტაქტების შენარჩუნებისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შორს მყოფი ადამიანის რჩევა, გაგიჩნდებათ სურვილი მოინახულოთ დავიწყებული ადგილები. კარგი დროა ყოფილ კურსელებთან ან თანამგზავრებთან შეხვედრისთვის. სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისას, სერიოზულად შეისწავლეთ უცხოური ენა.

კურო - დღეს სწრაფად მოგბეზრდებათ ერთფეროვნება. ნუ დაიწყებთ საქმეებს, რომელსაც სჭირდება ყურადღების დიდხანს კონცენტრაცია. თქვენი ურთიერთობის წრე გაფართოვდება სხვა ქალაქებსა და ქვეყანაში ნაცნობობის, ასევე ფინანსური ან ძალოვანი უწყებების მუშაკებთან ურთიერთობის ხარჯზე. დამატებით მნიშვნელობას შეიძენს ერთობლივი ქონების მართვის ნიუანსები.

ტყუპები - თქვენი რეაქცია სხვების სიტყვებსა და საქციელზე ნაკლებად მწვავე იქნება, თუმცა ზოგიერთ გამონათქვამს მაინც საკუთარ თავზე მიიღებთ. კარგი დროა დიალოგოს, დისკუსიაში მონაწილეობის, სწავლების და კონსულტირებისთვის. ჰარმონიული ურთიერთობა მეუღლესთან დამოკიდებული იქნება მისი მოთხოვნილების და თხოვნის გათვალისწინების უნართან.

კირჩხიბი - დღეს რუტინული საქმე აუცილებლობად გადაიქცევა. თუმცა მას მოსაწყენ საქმედ ნუ გადააქცევთ, რომლის გახსენებაზე მთქნარება დაგეწყებათ. ახალი სამუშაოს ძიებისას ნუ იჩქარებთ და შეადარეთ სხვადასხვა ვარიანტები. დაინტერესდებით ფინანსირების, კულინარიის, სასტუმრო საქმის, ტურიზმის, სამედიცინო მომსახურების სფეროებით.

ლომი - ხელსაყრელი დღეა თანდაყოლილი ნიჭის გამოვლენის, ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხელახლა დააფასებთ იმ გატაცების მნიშვნელობას, რომელიც მიატოვეთ გარემოების გავლენით. ადვილად მოძებნით საერთო ენას ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან. თუმცა არსებულ მომენტში გექნებათ საიდუმლოც, რომელსაც არავის გაუმხელთ.

ქალწული - დღეს ყოფითი საზრუნავი და მშობლებთან ურთიერთობა პირველ პლანზე გადმოვა. ოჯახში უკვე არსებული კონფლიქტი ნელ-ნელა ჩაცხრება. თუმცა ნაკლებად შესაფერისი მომენტია ნაჩქარევი ახალი წამოწყებისთვის, რადგან საკმარისი ენერგია არ გექნებათ. სექტემბრის შუა რიცხვებში დაბადებულებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ, მოერიდონ დატვირთვას.

სასწორი - ხელსაყრელი დროა მოკლე მოგზაურობის, აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლისთვის. ამაღლებულ საუბრების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ კონკრეტულ და პრაქტიკულ თემებზე საუბარს. სწავლისას თანმიმდევრულობის და გულმოდგინების ნაკლებობა დაკომპენსირდება ცნობისმოყვარეობით. შეძლებთ ინფორმაციის რამდენიმე წყაროს ან სხვადასხვა ცნობების შედარებას.

ღრიანკალი - განცდილი მარცხი აღიქვით როგორც სასარგებლო გაკვეთილები. ისწავლეთ არა საკუთარ, არამედ სხვების შეცდომებზე. ხელსაყრელი დროა შემოსავლის წყაროს და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებისთვის. ამ სფეროში წინსვლა შეუძლებელია სხვა ადამიანების მონაწილეობის გარეშე. დახმარებისთვის მიმართეთ მეუღლეს, ან მოძებნეთ ადამიანი, რომელიც შეგასწავლით საჭირო უნარებს.

მშვილდოსანი - დღეს დამოკიდებული იქნებით ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამიტომ აუცილებელი იქნება შინაგანი და გარეგანი წონასწორობა. რაც შეიძლებთ კარგად მართეთ გრძნობები. გადაღლილობის ან იმედგაცრუების შემთხვევაში თქვენი მანერები არაადეკვატური ან გარშემომყოფებისთვის უსიამოვნო იქნება. ნუ ეცდებით წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად მოგვარებას, ზოგიერთი მათგანის გადაჭრას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.

თხის რქა - დღეს გაძლიერდება თქვენი ინტერესი ქვეყნების, მოგზაურობის და თავგადასავლის მიმართ, ასევე პოლიტიკის, ისტორიის, ფილოსოფიის ან რელიგიის მიმართ. დროა დაფიქრდეთ უახლოეს გეგმებზე, თუ მოგწონთ სახლიდან მოშორებით დროის გატარება. ფარულად დაიწყებთ ოცნებას ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობაზე.

მერწყული - თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის. დღეს თქვენც და გარშემომყოფებიც მოიშორებთ ემოციებს და ჯანსაღ შეფასებას მისცემთ მიმდინარე მოვლენებს. ხელსაყრელი მომენტია სხვადასხვა კოლექტიურ აქციებში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით თქვენი ჩანაფიქრების ხელშეწყობისთვის. დაინტერესდებით მორიგი სამეცნიერო აღმოჩენით.

თევზები - დღეს მზად იქნებით აყვეთ გარემოების მოთხოვნილებას, და შეძლებთ სხვა ადამიანებისთვის დათმობას. გაგიჩნდებათ სურვილი თავი მოაწონოთ შეფს ან პოტენციურ დამქირავებელს. თუმცა უშედეგო იქნება უარის თქმა საკუთარ ინდივიდუალიზმზე, რადგან გარშემომყოფები ადრე თუ გვიან დაინახავენ თქვენ რეალურ არსებას. ამიტომ უმჯობესია მაშინვე წარმოაჩინოთ სიმართლე საკუთარ თავზე.


ხვალის (14 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews