ხვალის (16 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (16 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (16 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 15-03-2012, 13:33, ნანახია: 697

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (16 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს შესრულებული საქმისგან სიამოვნებას და სარგებელს მიიღებთ. შრომის ანაზღაურებით უკმაყოფილების შემთხვევაში დაელაპარაკეთ შეფს ხელფასის მომატებაზე. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ის შეაფასებს თქვენ პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიან თვისებებს და არა მომხიბვლელობას.

კურო - თქვენ წინაშე კარები გაიღება მომხიბვლელობის წყალობით. ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიულად ჩამოყალიბდება. პირადული ხიბლი და სტილი კარგი გრძნობა დაგეხმარებათ გავლენიანი და პატივცემული ადამიანის გაცნობაში ან პროფესიულ გარემოში ავტორიტეტის გამყარებაში.

ტყუპები - დღეს პრობლემები გადაუჭრელად არ მოგეჩვენებათ. ნებისმიერი უთანხმოება, მათ შორის პროფესიული და ფინანსური ადვილად მოგვარდება მშვიდობიანი გზით. დიდი რაოდენობით თანხაზე კრედიტის მიღებას ან საბანკო ანგარიშის გახსნას დღის პირველ ნახევარი დაუთმეთ. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ინტიმური კონტაქტი.

კირჩხიბი - დღეს პარტნიორობის მიმართ თქვენ სერიოზულ დამოკიდებულებას შეემატება სიმპატიის გრძნობაც. საქმიანი მოლაპარაკებისას მოერიდეთ მტკივნეული თემების განხილვას და კონფრონტაციის გამწვავებას. ხელსაყრელი მომენტია ფინანსური, საქორწინო ან ესთეტიკურ საკითხებზე კონსულტაციისთვის.

ლომი - ეცადეთ გაალამაზოთ სამუშაო ადგილი, ის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადოთ, ამგვარად ადვილად გაართმევთ თავს დიდი მოცულობის საქმეს. თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელქვეითებთან მშვიდი იქნება. მიიღებთ ყურადღების ნიშანს ან დამატებით მომსახურებას. ჩვეული ყოფითი დავიდარაბა ღირსეულად დაფასდება.

ქალწული - ხელსაყრელი გარემოებაა თქვენი შესაძლებლობის გახსნის და განვითარებისთვის, ასევე ხელოვნებას, დიზაინს, კულინარიას და გამოყენებით შემოქმედებასთან, წვეულების ორგანიზებასთან, გაფორმებით სამუშაოსთან დაკავშირებული საქმეებისთვის. ხელსაყრელი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებისთვის დილიდანვე გაამყარეთ და შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა.

სასწორი - დღევანდელი სიტუაცია ერთდროულად სასიამოვნო და საქმიანი იქნება. ახლობლებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი სითბო და სიუხვე, მოაგვარეთ უთანხმოება შინაურებთან. ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური რემონტის ჩატარების, სტუმრების მიღების, შენობის დეკორის არჩევისთვის. სამსახურებრივ ურთიერთობაში დაიცავით სამართლიანი პოზიცია.

ღრიანკალი - დღეს კარგ შედეგებს გამოიღებს ფინანსურ საქმეებზე გამგზავრება, გზაში წარმოქმნილი ნებისმიერი გაუგებრობა გადაიჭრება ურთიერთ თავაზიანობის მეშვეობით. პროფესიულ გარემოში არსებული მწვავე კონკურენცია შეიცვლება ნებაყოფლობითი თანამშრომლობით, რასაც განაპირობებს მატერიალური ინტერესების ერთიანობა. დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ საყიდლების და მომსახურების ანაზღაურებას, ახლად დაწყებული ნაცნობობის განვითარებას.

მშვილდოსანი - დღეს ძირითადი საკითხი გახდება ფინანსური კეთილდღეობა. თავად მოგიწევთ პირადული ან სხვების რესურსების მართვა. მოიმატებს ხელსაყრელი შენაძენის გაკეთების, მომგებიანი გარიგების, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, ხელფასის ან პრემიის, ძვირფასი საჩუქრის მიღება.

თხის რქა - დღეს თავდაჯერებული იქნებით, ნებისმიერ ბედის უკუღმართობას ადვილად დაძლევთ სწორად შერჩეული სამოსის მეშვეობით. დროა განაახლოთ გარდერობი. ხელსაყრელი მომენტია ატელიეში ან სილამაზის სალონში ვიზიტისთვის. შეგიძლიათ თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტები და შეიძინოთ გამორჩეული ტანსაცმელი.

მერწყული - ხელსაყრელი დღეა განმარტოების ან სასიამოვნო ადამიანებთან ვიწრო წრეში ურთიერთობისთვის, ასევე შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დროა შეავსოთ კარგი გემოვნების ან ხელოვნების სფეროში სათანადო განათლების ნაკლებობა. კარგი მომენტია დახურულ დაწესებულებაში ვიზიტისთვის, საშვს ადვილად მიიღებთ.

თევზები - დღეს გარშემო მხოლოდ კეთილისმსურველები გეყოლებათ. მოსალოდნელია სიყვარულის და სიმპატიის გაჩენა მეგობრების, ნათესავების, მეზობლების, მადლიერი კლიენტების ან თანამგზავრების მხრიდან. ბავშვში ან საყვარელ ადამიანში დაეჭვების მიზეზი არ გექნებათ. არაკეთილისმსურველები თქვენგან თავს შორს დაიჭერს.

ხვალის (16 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews