ხვალის (17 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (17 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (17 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 16-03-2012, 14:36, ნანახია: 552

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (17 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - საღამომდე თან გდევთ მოწყენილობა და ჩიხის შეგრძნება. ცუდი განწყობის ალბათობის შესამცირებლად ცხოვრებისგან ბევრს ნუ მოითხოვთ და მოერიდეთ აქტიური ცხოვრებისკენ სწრაფვას. ნუ იფიქრებთ სამსახურს და მასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებაზე. დღის ბოლოს მიიღებთ ცნობას ძველი მეგობრისგან ან შოკის მომგვრელ სიახლეს მოისმენთ მასმედიიდან.

კურო - დღეს მოერიდეთ გადაღლილობას, ნუ იჩქარებთ ახალი მომხიბვლელი იდეების რეალიზებას და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. საღამომდე თქვენი განრიგი ნაკლებად შეგახსენებთ მომავალ დასვენების დღეებს და შექმნის მორიგი სამუშაო დღის ატმოსფეროს. ძილის წინ გაისეირნეთ, ესაუბრეთ ვინმეს ან აზრები მიმართეთ სასიამოვნო მიმართულებით.

ტყუპები - დღის დასაწყისში მუდმივად თან გდევთ შეზღუდვებს, სახსრების ეკონომიას, ამა თუ იმ წესების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული აზრები. გაწბილებული იქნებით დროის ნაკლებობით ან შემოქმედებითი შემართების უქონლობით. გვიან საღამოს დაჯილდოვდებით წვალებისთვის: მაგ. შეძლებთ კავშირის აღდგენას მეგობრებთან.

კირჩხიბი - ცოლ-ქმრული ან ოჯახური ურთიერთობის გაუმჯობესებას სტანდარტული მეთოდებით ვერ შეძლებთ. ატმოსფეროს შერბილების ტრადიციული გზა შედეგს არ მოიტანს. გარემოს განმუხტვაში დაგეხმარებათ უჩვეულო წინადადება ან ახალი ცნობა, თუმცა მსგავსი შესაძლებლობა საღამოს მოგეცემათ.

ლომი - დღისით მოერიდეთ რომანტიკული შეხვედრის, გასართობი ღონისძიების, საჯარო გამოსვლის, რაიმე საპასუხისმგებლო ნაცნობობის დანიშვნას. წვრილმანებამდე გათვლილი გეგმაც წარუმატებლად განვითარდება, ჩაფიქრებული პლიუსები მინუსებად გადაიქცევა. გვიან საღამოს კი თქვენ წინაშე გადაიშლება ყველანაირი შესაძლებლობა.

ქალწული - დღეს საყვარელ ადამიანთან წარმოქმნილ უთანხმოებას სტანდარტული მეთოდებით ვერ მოაგვარებთ. ურთიერთობის გაცივებისას ნუ ეცდებით მოვლენების მსვლელობაში ჩართვას. დღის ბოლოს მეტად საზრიანი იქნებით, განსხვავებულად იაზროვნებთ და დროულად შეარჩევთ საჭირო სიტყვებს. თავად გარემოება გიკარნახებთ ამოცანის უჩვეულო და მახვილგონივრულ ამოხსნის გზას.

სასწორი - ჩვეულ გარემოში არსებული ატმოსფერო დაგრთგუნავთ ან განერვიულებთ. შეცვალეთ გარემო და მიიღეთ საინტერესო შემოთავაზება. შეხვედრას გთხოვთ ძველი შეყვარებული. შეძლებისდაგვად დატოვეთ სახლი, დღის ნაწილი გაატარეთ ვირტუალურ სამყაროში. გაგიტაცებთ კომპიუტერული თამაში ან ინტერნეტ-მიმოწერა.

ღრიანკალი - დღეს გაცრუვდება თქვენი მოლოდინი, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებას, მოგზაურობას ან გასეირნებასთან. ჩაფიქრებული ღონისძიება გადაიადება ცუდი ამინდის ან ობიექტური მიზეზის გამო. ნაკლებად შესაფერისი დროა ახლო ნათესავებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. საღამო გაატარეთ ოჯახურ წრეში.

მშვილდოსანი - დღეს ბუნებრივი ტემპერამენტი რთულად ჰპოვებს გამოყენებას. თქვენი საქციელით ან ძუნწს დაემსაგავსებით, ზედმეტი ლარის დახარჯვა დაგენანებათ, ან უიღბლოს, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიური კომპლექსები აწუხებს. საღამოს დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, მეგობრობის უნარი და აზარტი. მიიღებთ ცნობას ან მოწვევას, ღამით სასეირნოდ ან სამოგზაუროდ გაემართებით.

თხის რქა - დღეს მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას და ზედმეტ დატვირთვას. შინაგანი წინათგრძნობა გიკარნახებთ, როგორ იმოქმედოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და განწყობის დაუზიანებლად, სად შეჩერდეთ, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები. ძალების და სახსრების მკაცრი ეკონომიის რეჟიმი გადაიდება საღამოს. ამ დროს გაგიჩნდებათ ორიგინალური აზრები ან დაიწყებთ გრძელვადიან პროცესს.

მერწყული - დღისით მეტად დათრგუნული იქნებით. თავად იტყვით უარს აქტიურობაზე და სახლში ჩაიკეტებით. ენერგიულად ცხოვრებაში ხელს შეგიშლით ცუდი განწყობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა საღამოს დაძლევთ ყველა ბარიერს, დაგიბრუნდებათ ცნობისმოყვარეობა და ხალისი. მდგომარეობიდან გამოგიყვანთ ვინმეს ზარი ან რაიმე სენსაციური სიახლე.

თევზები - საღამომდე უნდობლობით მოეკიდებით თანამოაზრეებს და მათთან ერთად მხიარულების სურვილი ნაკლებად გექნებათ. ობიექტური მიზეზის გამო გადაიდება მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან შეხვედრა. მოერიდეთ ახალი გეგმების დასახვას, რადგან პესიმიზმი და მოწყენილობა დაგძლევთ. საღამოს მოიშორეთ მსგავსი განწყობა ვირტუალურ ან რეალურ თანამოსაუბრესთან ურთიერთობისას.

ხვალის (17 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews