ხვალის (18 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (18 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (18 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 17-03-2012, 11:32, ნანახია: 676

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (18 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს გაგიჭირდებათ ეკონომიის და დაზოგვის პრინციპების დაცვა. მაღაზიაში შესვლისას თვალები აქეთ-იქით გაგექცევათ. არ ინანოთ დახარჯული ფული ისეთ ნივთებზე, რომელიც მომავალთან დაგაახლოვებთ. დროა შეიძინოთ ახალი კომპიუტერი ან მოდური აქსესუარი, ან გადახვიდეთ კვების ნაკლებად ტრადიციულ სტილზე.

კურო - დღეს თქვენი უპირატესობა იქნება ჩვეული საგნების ახლებური ხედვა და დაწყებული საქმეების განვითარება. თქვენ მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებას ხელს შეუშლის ავტორიტარულობა, სიხარბე, აკვიატებულობა, სხვა ადამიანებისთვის გზის არ დათმობა და გარემოს შევსება მხოლოდ საკუთარი პერსონით. თუ უფრთხილდებით ფიგურას, მოერიდეთ კალორიულ კერძებს.

ტყუპები - გაძლიერდება სწრაფვა უცხო მსოფლმხედველობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისკენ. სიამოვნების შეხვდებით ინტელექტუალური ან ესთეტიკური გატაცების მქონე მეგობრებს, სულიერ ძმებს. თუმცა მათთან ურთიერთობისას არსებული ენთუზიაზმი ხელს შეუშლის ზოგიერთი პრობლემის, მაგ. ფინანსურის, დანახვას.

კირჩხიბი - დღეს ბევრი იფიქრეთ საკუთარ პერსპექტივაზე, რადგან გაგიჩნდებათ საინტერესო პროექტები. რომელთა განხორციელებისას გელოდებათ როგორც წარმატება, ასევე ცდუნება. საფრთხეზე, რომელსაც წინასწარ განჭვრეტთ, თვალს ნუ დახუჭავთ. სიფრთხილით მოეკიდეთ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან მეგობრობას, განსაკუთრებით სპონსორობის მსურველებთან.

ლომი - თქვენი მეგობრის ან მეუღლის მოთხოვნილება გაიზრდება, რაც გაართულებს პირადულ ურთიერთობას. კონკურენციას მატერიალურ სიბრტყეში ნუ გადაიყვანთ და მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ბრძოლას. ფინანსურ საქმეებში კომპრომისი მოძებნეთ. თუ უთანხმოების მიზეზი არის კარიერა, განავითარეთ ორიგინალური ნიჭი და თქვენ ნიშას ვერავინ დაიკავებს.

ქალწული - ხელსაყრელი ატმოსფეროა მეგობრულობის და სხვადსხვა ორიგინალური დახმარების გაცვლისთვის. ზოგ ადამიანს დასჭირდება თქვენი ცოდნა მედიცინის, პროგრამირების ან ელექტრონიკის სფეროში. ასევე მოისურვებენ თქვენ ნახვას მასწავლებლის ან მრჩევლის როლში. თუმცა ქველმოქმედება დღეს უანგარო არ იქნება, მაგ, ექნება ბარტერის სახე.

სასწორი - დღეს ნებისმიერი წამოწყება დაგეგმილის მიხედვით არ დასრულდება. მაგ. ახლობლებთან ერთად დაგეგმილი წვეულება მოულოდნელად გადაიზრდება ხალხმრავალ ქეიფში. დამატებით ხარჯებს მოითხოვს ბავშვების შენახვა. სტუმრად ან სადღესასწაულო ღონისძიებაზე ძვირფასი ეფექტური საჩუქრის გარეშე ნუ წახვალთ.

ღრიანკალი - დღეს გაგიჩნდებათ კრეატიული იდეები ჩვეული ყოფის განახლებასთან დაკავშირებით. ამასთან თქვენი შეხედულება გარემოზე ნაკლებად რეალისტური იქნება და არ დაკმაყოფილდებით მოკრძალებული ბიუჯეტით. თქვენი ჩანაფიქრები მოითხოვს დამატებით დაბანდებას. დახმარებისთვის მიმართავთ მუდმივ პარტნიორს ან დაფიქრდებით მსხვილი კრედიტის გამოტანაზე.

მშვილდოსანი - მოულოდნელი ენთუზიაზმის გავლენით დღის განმავლობაში ეწვევით რამდენიმე ადგილს და შეხვდებით ბევრ საინტერესო ადამიანს. მათ შორის აღმოჩნდებიან ვერაგი ან არაადეკვატური პიროვნებებიც, თუმცა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ. გზაში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. გაითვალისწინეთ, რომ კონტაქტების სიჭარბე უარყოფითად აისახება თქვენ განწყობაზე.

თხის რქა - დღეს დაუგეგმავ ხარჯებს გასწევთ, რაც განსაკუთრებით შესაძლებელია დასვენების ორგანიზებას, ეფექტური იმიჯის შექმნას, კრეატიული ჩანაფიქრის რეალიზებასთან, ლამაზი რომანტიკული ურთიერთობის ბობოქარ განვითარებასთან დაკავშირებით. თქვენ გარანტირებული გექნებათ ყველაფერი აუცილებელი, ხოლო ექსტრავაგანტული ძვირადღირებული საყიდლები არ დააზარალებს თქვენ კეთილდღეობას.

მერწყული - დღეს თქვენი ემოციები მეტად ინტენსიური იქნება. სენტიმენტალურობა, სიუხვე, სტუმართმოყვარეობა, პატრიოტიზმი თქვენთვის იქნება როგორც სიძლიერე, ასევე სისუსტე. სწორად გაანკარგეთ საკუთარი შესაძლებლობა და სასურველს რეალობად ნუ მიიღებთ. ამ დროს ახლობლების ან სიმპატიური ადამიანების გაიდიალებას მოახდენთ. ზედმეტი წონის არსებობისას მოერიდეთ გაძღომას.

თევზები - ხელსაყრელი დროა თანამოაზრეებთან პირადული შეხვედრისთვის, ასევე ინტენსიური ინტერნეტ-ურთიერთობისთვის. სწორედ ინტერნეტში შეიტყობთ ბოლო სიახლეებს და მიიღებთ პასუხს კითხვებზე. მოგეწონებათ ფსევდონიმით გამოსვლა ან სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. გაითვალისწინეთ, რომ ეს თამაშია, თქვენი ძველი პრობლემები კი ბოლომდე გადაჭრილი არ არის.

ხვალის (18 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews