ხვალის (21 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » ხვალის (21 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

ხვალის (21 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 20-03-2012, 13:43, ნანახია: 899

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ხვალის (21 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - გარემოსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტუიცია. მოაგვარეთ ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან სწორი ემოციური რეზონანსის დამყარებით, რაც უზრუნველყოფს სათანადო ნდობის გაჩენას თანამოსაუბრესთან. თქვენი ახლობლები, მაგ. მშობლები, სიხარულით მიიღებენ ყურადღების ნიშანს ან საჩუქარს. ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს თქვენ მიმართ სიმპატია გაუჩნდებათ.

კურო - ხელსაყრელი დროა თქვენი ნიჭის წარმოჩენისთვის მუსიკის, ესთეტიკის, კულინარიის სფეროში. კარგი მომენტია წვეულების მომზადებისთვის, საჩუქრების შეძენის და მიღებისთვის. თამამად დანიშნეთ დღეს ნათესავებთან ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რაც სასიამოვნო და უშუალო ატმოსფეროში ჩაივლის.

ტყუპები - დღეს მოერიდეთ ახალი სიმაღლეებისკენ სწრაფვა, დატკბით განხორციელებული ძალისხმევის შედეგებით. დაიმსახურებთ ზემდგომი პირების მადლიერებას. თქვენი მიღწევები კარგად ანაზღაურდება, რაც დაგეხმარებათ შავი დღისთვის დანაზოგის გაზრდაში.

კირჩხიბი - დღეს მოულოდნელად გაძლიერდება მუსიკალურობა და რომანტიკული განწყობა, გაგიჩნდებათ სწრაფვა შორეული მოგზაურობისკენ ან ეგზოტიკური კულტურის ინტერესი. უცხოთა ცხოვრებაში და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებში მხოლოდ დადებით მხარეებს დაინახავთ და მათ ნაკლზე თვალს დახუჭავთ. ხელსაყრელი დროა სხვა ქვეყნის ან ქალაქის მაცხოვრებლებთან გულითადი ურთიერთობისთვის.

ლომი - შორიდან მიიღებთ საინტერესო და მოულოდნელ ცნობას, რომელიც სრულად შეცვლის თქვენ გეგმებს და გიბიძგებთ ახალი გმირობისკენ. თუმცა შინაგანი მდგომარეობა საბრძოლო არ გექნებათ. საზრიანობა ნაკლებად გახასიათებთ და ჩვეულ კომფორტზე უარის თქმისთვის მზად არ იქნებით. შედეგად თქვენი თამამი იდეები მიიღებს ბუნდოვანი ოცნების ფორმას და არ გადაიზრდება კონკრეტულ ნაბიჯებში.

ქალწული - სამომავლო გენიალური გეგმის არსებობის მიუხედავად ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და თანამოაზრეების შემოკრებას. დღეს ყველა მზად არ იქნება თქვენი რევოლუციური იდეების გაზიარებისთვის. გარშემომყოფებს სურთ არა კარდინალური ცვლილება, არამედ სულიერი სითბო, თანაგრძნობა და ღრმა ემოციური გაგება.

სასწორი - დღეს ყურადღება მოიკრიბეთ წვრილმანი საქმეების შესრულებაზე და მოერიდეთ ახალი იდეების განხორციელებას. პარტნიორის ან მეგობრის თამამი და ორიგინალური შემოთავაზება სხვა დროისთვის გადადეთ. უცნობი ჰორიზონტისკენ სწრაფვაში ხელს შეგიშლით შეუფერებელი ემოციური განწყობა ან ვალდებულების შესრულების აუცილებლობა.

ღრიანკალი - მოსალოდნელია პროგრესი პირადულ საქმეებში. შესანიშნავი დროა ცოლ-ქმრული ურთიერთობის გამყარებისთვის. მატერიალური პრობლემები ადვილად და მარტივად გადაჭრება საყვარელ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობის მეშვეობით, რომელიც ნაცნობობის პირველ დღეებს გაგახსენებთ. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი - თამამი შემოქმედებითი გეგმები მოიცდის. ძირითადი ყურადღება დაუთმეთ არა გარეგნულ მიღწევებს, არამედ პირადულ ცხოვრებაში პოზიტიური ემოციური მიკროკლიმატის გამყარებას. მშობლების ან ოჯახის წევრების კეთილგანწყობას მოიპოვებთ სიკეთით, თანაგრძნობით, დელიკატურობით და მოთმინებით. შეგიძლიათ თანხები გაიღოთ ოჯახური კერის კეთილმოწყობისთვის.

თხის რქა - დღეს თქვენთვის აუცილებელია გარშემომყოფებთან სულიერი კავშირის შეგრძნება. ხშირად შეხვდით ადამიანებს, რომელთა ესთეტიკური ან მუსიკალური გემოვნება თქვენსას ემთხვევა. ბევრს ნუ იფიქრებთ სამსახურზე, შეგიძლიათ ცოტა იზარმაცოთ ან იოცნებოთ მომავალზე. ხელსაყრელი დროა სტუმრად ვიზიტის, სასიამოვნო საზოგადოებაში ხანმოკლე გასეირნებისთვის, კონცერტზე ან პაემანზე წასვლისთვის.

მერწყული - დღეს თქვენი მატერიალური დანაზოგის ნაწილი დაიხარჯება ყოველდღიური ყოფის გალამაზებას ან შინაგანი კომფორტის შექმნაზე. მდიდრული ცხოვრების საშუალების არ ქონის მიუხედავად, უნდა განახორციელოთ გარკვეული ზომები ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლისთვის. შეგიძლიათ თავს მიანიჭოთ სიამოვნება და კიდევ ერთხელ დააგემოვნოთ საყვარელი კერძი ან სასმელი.

თევზები - დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით, თუ გარშემომყოფებს სიხარულს მიანიჭებთ- თქვენი გარეგნობით, სიკეთით, მოთმინებით და დათმობით. შეყვარებული თქვენით აღფრთოვანებული იქნება. ხელსაყრელი დროა დახვეწილი საჩუქრების არჩევისთვის, კოსმეტიკის, ქსოვილების, ტანსაცმლის, მუსიკალური ჩანაწერების, ფუფუნების საგნების შეძენისთვის.

ხვალის (21 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews