დღეის (22 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » დღეის (22 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის Bovegas Casino No deposit Bonus Codes $25 Free meninblackquartet.com.

Loading
 

დღეის (22 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 22-03-2012, 02:49, ნანახია: 509

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

დღეის (22 მარტის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თქვენთვის ბუნებრივი იქნება ძველ გზაზე უარის თქმა და პირადულ ბიოგრაფიაში ახალი ფურცლის გადაშლა. თუმცა ახალი გზა ნაკლებად სწორი და თანაბარი იქნება. შემტევით მოძრაობას ხელს შეუშლის დაუსრულებელი საქმები ან გაუთვიცნობიერებელი შეცდომები. უახლოესი თვის გეგმა შეადგინეთ ამ გარემოების გათვალისწინებით.

კურო - დღეს მთავარია აზროვნების კონსერვატორული სტილიდან გადახვიდეთ უფრო თანამედროვესა და პროგრესულზე. თუ არ გყოფნით გაბედულება თამამად და მასშტაბურად აზროვნებისთვის, ეცადეთ გაესაუბროთ სანდო მეგობარს ან ახალგაზრდა კოლეგას. ახალი ცხოვრების დაწყებამდე კარგად შეისწავლეთ ასტროლოგიის საფუძვლები.

ტყუპები - დღეს მიიღებთ გადაწყვეტილებას გეგმების კარდინალური ცვლილების შესახებ. ასევე გადაწყვეტთ ძველი ოცნების განხორციელებას არაფორმალურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. შორეულ პროფესიულ და პირადულ პერსპექტივაზე დაფიქრებისას გაითვალისწინეთ სარგებელი, რომელსაც მიიღებთ ტექნიკის, პროგრამირების, ასტროლოგიის ან მედიცინის სფეროში ცოდნით.

კირჩხიბი - დღეს მოგიწევთ სამომავლო ჩანაფიქრების გადახედვა, სწავლას, გადაადგილებას, განათლებას, ძველი კონტაქტების შენარჩუნებასთან დაკავშირებული შეხედულების შეცვლა. უარი არ თქვათ ძველი თანამოაზრეებისგან დახმარების მიღებაზე, რადგან მათ გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. ივნისში დაბადებულები უნდა მოერიდონ ზედმეტ ნერვიულობას, აღგზნებას, განწყობის მკვეთრ ცვლილებას.

ლომი - ამაფორიაქებელი ატმოსფეროს გავლენით დაფიქრდებით შორეულ მოგზაურობაზე, თამამ სარეკლამო კამპანიაზე, პროგრამირების ან ასტროლოგიის შესწავლაზე. ხელსაყრელი მომენტია ინდივიდუალური პროექტის რეორგანიზებისთვის. სხვა ქალაქში მაცხოვრებელი ძველი მეგობარი მოულოდნელად დაგპატიჟებთ სტუმრად.

ქალწული - დროა გააკეთოთ თამამი სამომავლო განაცხადი და გამოცადოთ ძალები გაუკვალავი მიმართულებით. დღეს გაგიჩნდებათ ბრწყინვალე იდეა, რომელიც დაკავშირებული იქნება წარსული ცხოვრების სრულ განახლებასთან. თუმცა გარემოება სრულად გარკვეული არ არის და ნებისმიერ სფეროში შემოიფარგლეთ მხოლოდ მცდელობით. ნუ გადაეწყობით ახალ რელსებზე საბოლოდ და შეუქცევადად, რადგან ეს დიდი რისკია.

სასწორი - გარშემომყოფები მეტად ექსცენტრულები იქნებიან. შემოქმედებითი წვის ან ემოციური გადაღლილობის დროს ისინი საკუთარი თავის, თქვენი და საერთო საქმის საზიანოდ იმოქმედებენ. დამხმარეებთან ან მეუღლესთან დიალოგი მიიღებს მონოლოგის ფორმას, რომელშიც პასიური მსმენელის როლი გერგებათ. განხეთქილების თავიდან ასაცილებლად ოპონენტს მიეცით დრო დამშვიდებისთვის.

ღრიანკალი - წინა დღიდან დარჩენილი საქმეები შუადღემდე დაასრულეთ. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად და შეუქცევად შეიცვლება. გაგიჩნდებათ ახალი უჩვეულო ვალდებულება, მოგიწევთ ძველი პასუხისმგებლობის დავიწყება და ახალი ორიგინალური დავალების გადაწყვეტა. მოსალოდნელია გადატვირთვა კომპიუტერის და ელექტროსისტემის მუშაობაში.

მშვილდოსანი - დილის საათები უსაქმურობის, აპათიის, სასიცოცხლო ძალების შესუსტების პერიოდი იქნება. დღის მეორე ნახევარში გაქრება სიზარმაცე და გულგრილობა. საღამოს ისევ აზარტული, შემოქმედებითი და საზრიანი იქნებით, იფიქრებთ ნათლად და შაბლონების გარეშე. შესანიშნავი დროა მოსამზადებელი ღონისძიებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ახალი კრეატიული პროექტის გაშვებასთან.

თხის რქა - გარემოება ხელს უწყობს ყოფის ან ოჯახური ცხოვრების გარდაქმნას. ბევრი ცვლილება მხოლოდ თქვენი ოცნება იქნება. შეგიძლიათ ნაბიჯები გადადგათ ცვლილების მიმართულებით, თუმცა უნდა მოერიდოთ ზედმეტ ენთუზიაზმს. შინაურების რეაქციას ვერ გათვლით, ხოლო ინიციატივების შედეგები კი მტკივნეული და დამანგრეველი იქნება.

მერწყული - დღეს მოიმატებს სენსაციური სიახლეების, დაუგეგმავი თავგადასავლის ალბათობა, მიიღებთ წერილს ძველი მეგობრისგან. შესანიშნავი დროა საინფორმაციოს მომსახურების გაწევასთან, შუამავლობასთან, პროგრამირებასთან, ექსპრეს-სწავლებასთან, ხანმოკლე გადაადგილებასთან, ორიგინალური ცნობების გაცვლასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის.

თევზები - დღეს გაძლიერდება ცოდნის მიღების, ახალი მეგობრული კავშირების მოთხოვნილება. მოისურვებთ ფინანსური ანგარიშების ან ინფორმაციის გაცვლის სტილის შეცვლას. თუმცა სწრაფად აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. უმრავლეს შემთხვევაში უნდა აღიდგინოთ მეხსიერებაში ძველი მისამართები ან შეიაროთ ნაცნობ ინტერნეტ-რესურსზე.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
  • სკაიპი: aleko1520
22 მარტი 2012 06:35

partexs

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 21.03.2012
 
asetebis ar mjera raa, magram gasartobad kargi ramea laughing

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews