24 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 24 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

24 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 23-03-2012, 13:15, ნანახია: 591

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

24 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ყველაფერში არ დაგეთანხმებიან. მეუღლე ან მშობლები მეტად კრიტიკულად მიუდგება თქვენ ჩანაფიქრებს, ნეგატიურად აღიქვამს თქვენ შეხედულებას ან ქცევის მანერას. აპრილის შუა რიცხვებში დაბადებულებმა შეგნებულად უნდა შეზღუდონ მოთხოვნილებები და უფრო მკაცრად უნდა შეაფასონ მოქმედების სტილი.

კურო - დღეს უარი თქვით დამღლელ და ხანგრძლივ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მოგეწონებათ დროებითი განმარტოების ან ასკეტიზმის იდეა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას ზედმიწევნით დაიცავით მკურნალი ექიმის დანიშნულება. გაცივდება ნათესავებთან ურთიერთობა, მოსალოდნელია მათთან უთანხმოება ან იძულებითი განშორება.

ტყუპები - დღეს წარსული დაგიბრუნდებათ, ხოლო მომავალი მიუწვდომელი და არარეალური მოგეჩვენებათ. დღეს დანიშნული ღონისძიება მოულოდნელად ჩაიშლება ან განსხვავებულ რეჟიმში ჩაივლის. მოგიწევთ ძველ გეგმებთან ან განშორებულ ადამიანებთან დაბრუნება.

კირჩხიბი - ჭარბი იმპულსურობა და სიჯიუტე მეტად საზიანო იქნება, ხოლო დამატებით არახელსაყრელ გარემოში კი გამოიწვევს გადაღლილობას ან ავადმყოფობას. შეეგუეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული გეგმები მარცხს განიცდის. დადამშვიდებლად შეხვდით მეგობარს ან წერილი გაუგზავნეთ მას.

ლომი - თავი შეიკავეთ შორეული მოგზაურობისგან, რადგან ის ნაკლებად კომფორტული იქნება. ასევე შეუფერებელი დღეა სულიერ თანამოაზრეებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. ადამიანი, რომლისგანაც თქვენ პრინციპებზე დათანხმებას ელოდებით, მოულოდნელად ეჭვქვეშ დააყენებს ან დასცინებს მათ. გამოსასვლელი დღეების დაგეგმვისას შემოიფარგლეთ საიმედო მეგობრების წრეში დასვენებით, რათა დასვენება არ გართულდეს.

ქალწული - შეუფერებელი დღეა ახალი წამოწყებების და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. გამოსასვლელი დღის პროგრამიდან გამორიცხეთ დასვენების ექსტრემალური სახეები, აზარტული თამაშები და შემთხვევითი სექსუალური თავგადასავალი. გარშემო შემოიკრიბეთ სანდო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად გაუზიარებთ საიდუმლოს.

სასწორი - თუ გაღიზიანებთ სხვა ადამიანის საქციელი, ეცადეთ მისი სიტყვები და საქციელი ნაკლებად კრიტიკულად შეაფასოთ. კამათი არ დაგეხმარებათ ურთიერთობის გარკვევაში. თანამოსაუბრე თავს აარიდებს კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას ან თქვენთან ურთიერთობას, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. თქვენ ურთიერთობას სჭირდება მცირე დროებითი პაუზა, რათა წარმატებულად გადაერთოთ ურთიერთობის მოძველებული სტილიდან.

ღრიანკალი - დღეს ნაცნობი ინსტრუმენტები ცუდად დაგემორჩილებათ. არ გასცეთ ზედმეტად თამამი დაპირება, რადგან თქვენ მიერ გაწეული დახმარება დაბალი ხარისხის იქნება, რის გამოც რეპუტაცია დაზარალდება. გადაუდებელი დავალების მოგვარებისას დროის ან ხელსაყრელი პირობების ნაკლებობა გექნებათ. დასვენებისთვის აირჩიეთ ნაცნობი ადგილები, ასევე განტვირთვის საუკეთესო მეთოდები.

მშვილდოსანი - დღეს უადგილო იქნება სწრაფვა ნებისმიერ ფასად გამარჯვების მიღწევისკენ. მოძებნეთ კომპრომისი, მათ შორის აზარტულ თამაშებში და სასიყვარულო ურთიერთობაში. სასურველი იქნება სასიყვარულო საქმეების განსხვავებულად დანახვა. გამოიჩინეთ სიფრთხილე სპორტული ვარჯიშისას. დეკემბრის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ ტყუილს, ნერვიულობას, არათანმიმდევრულობას.

თხის რქა - დღეს არ მოგეწონებათ ოჯახის რომელიმე წევრის საქციელი ან ზოგადი ატმოსფერო სახლში. არ გექნებათ აუცილებელი წესრიგი ან კომფორტი, ასევე ჩვეული ნივთები ან შესაძლებლობა. იანვრის შუა რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ სტრესებს და გაცივებას. თქვენთვის დამამშვიდებელი იქნება ძველ ნაცნობებთან საუბარი ან მიმოწერა.

მერწყული - ნაკლებად შესაფერისი მომენტია მოლაპარაკების, ერთობლივი გასეირნების, მოკლე მოგზაურობისთვის, ასევე ახალი ნაცნობობისთვის. დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება სხვა პირობებში ან გადაიდება. გზაში მოსალოდნელია მცირე უცნაურობა, დაბნეულობა, ილუზიები, ტყუილი. საჭირო ინფორმაციის ძიებისას მზად იქნებით ინფორმაციის ძველ წყაროებთან დაბრუნებისთვის.

თევზები - დღეს საკმაო სივრცე გექნებათ აქტიური საქმიანობისთვის და გასული მოვლენების გადახედვისთვის. კონცენტრირება გააკეთეთ საქმეებზე, რომელიც დაკავშირებულია სწავლას, ურთიერთობას, გადაადგილებასთან. ეს მეტად აქტუალურია მარტის შუა რიცხვებში დაბადებულებისთვის. შესაძლოა დრო არ გეყოთ გულწრფელი საუბრის, სადმე გამგზავრების, აუცილებელი წიგნის შეძენისთვის.

24 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews