26 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 26 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

26 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 25-03-2012, 14:37, ნანახია: 778

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

26 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ხელსაყრელი დღეა ფინანსური და ქონებრივი საკითხების მოგვარებისთვის. შესაძლოა კარგი შენაძენის გაკეთება, გამომუშავებული თანხის ხელსაყრელი დაბანდება. მიიღებთ პრემიას ან ბონუსს, რომელიც პატიოსნად გამოიმუშავეთ, ასევე საჩუქარს ოჯახის წევრისგან. შეუფერებელი დროა დიეტის დაწყებისთვის. წონის დაკლებისთვის მეტი ყურადღება მიაქციეთ კერძების სერვირებას.

კურო - დღეს ნამდვილი ექსპერტი იქნებით სილამაზის, სარგებლის და ხარისხის შეთავსების მიმართულებით. უშეცდომოდ აირჩევთ ახალ ნივთს გარდერობისთვის და უზადოდ მოემზადებით სტუმრების მისაღება. საქმიან კოსტუმში შეგიძლიათ გარკვეული თავისუფლება შეიტანოთ. შესანიშნავი დროა სილამაზის სალონში ვიზიტის და კოსმეტიკური საშუალების არჩევისთვის.

ტყუპები - ხელიდან არ გაუშვათ დანაზოგის გაზრდის შანსი. ეს შესაძლოა იყოს ფული, რომელსაც თანდათან და შეუპოვრად აგროვებდით რაიმე მასშტაბური პროექტის განხორციელისთვის ან შავი დღისთვის გადადებული თანხა. გაითვალისწინეთ, რომ არსებული დანაზოგის შენარჩუნების კარგი მეთოდი იქნება ძვირფასი ნივთების შეძენა.

კირჩხიბი - დღევანდელი ტენდენციები თქვენთვის ხელსაყრელი იქნება და ხელს შეუწყობს სურვილების შესრულებას. უფრო თბილი გახდება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. გვერდით გაჩნდებიან მეგობარი თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ პირადულ ინიციატივაში ან სახსრებს დააბანდებენ თქვენ პროექტში. მსგავსი ადამიანები გამოჩნდებიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებშიც.

ლომი - დღეს თქვენი ურთიერთობა ზემდგომ პირებთან მწვავე კონკურენციის სტილში არ უნდა განვითარდეს. შექმნილი სიტუაციის მიხედვით გამოაჩინეთ სილამაზე, სირბილე, სიმშვიდე, სტაბილურობასა და მატერიალურ სიმდიდრეში დაინტერესება, ასევე ესთეტიკური შეხედულება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ კარგი ურთიერთობის დამყარებაში უფროსობასთან, რასაც მოყვება ხელფასის გაზრდა.

ქალწული - დღეს ცხოვრება თავად მოდის თქვენ შესახვედრა. დროის ნაწილი დაუთმეთ სამუშაოს, თუმცა გაითვალისწინეთ დასვენება, გასტრონომიული ან ესთეტიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური პროცედურების, სტილისტთან ან დიზაინერთან ვიზიტისთვის, რესტორანში წასვლისთვის, რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის. თამამად შეიძინეთ ლამაზი ნივთები, საჩუქრები, ტანსაცმელი.

სასწორი - დღეს მეტად მნიშვნელოვანია ცხოვრების მატერიალური მხარე. ამასთან პირველ პლანზე გადმოვა არა ინდივიდუალური დანაზოგი, არამედ კოლექტიური კეთილდღეობა. მოგიწევთ პარტნიორისგან ფინანსური დახმარების მიღება. კარგი დროა საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული წამოწყებებისთვის. მიიღებთ პროცენტს მსხვილი გარიგების ან ღირებული დაბანდების გაფორმებისგან.

ღრიანკალი - სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სასიამოვნო დიალოგის ფორმა უნდა ჰქონდეს, მხოლოდ ამგვარად მიიღებთ შეხვედრისგან მაქსიმალურ ეფექტს. საქმიანი მოლაპარაკებისას გამოიჩინეთ თავაზიანობა, ყურადღება და გაეცით მცირე საჩუქრები. ცოლ-ქმრულ ურთიერთობას განაახლებს დათმობა, ურთიერთსიყვარული.

მშვილდოსანი - დღეს ნუ დაგეგმავთ შრომატევად საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ახალი სიმაღლეების დაპყრობას და ბარიერის დაძლევასთან. საკუთარ თავის და ხელქვეითებისთვის შექმენით სასიამოვნო ატმოსფერო, რომელშიც დიდხანს გაჩერდებით. კომპლიმენტებით ან პრემიით წაახალისეთ ღირსეული ადამიანები. სამუშაო დღე დახვეწილი სუფრით დასრულდება.

თხის რქა - რუტინულ საქმეში უპირატესობა მიანიჭეთ სასიამოვნო შემოქმედებით საქმიანობას კრეატივის ელემენტებით. შესანიშნავი დღეა თქვენი ნიჭის განვითარების და გამოყენებისთვის, მისი მეშვეობით დამატებითი სარგებლის მიღებისთვის. ბავშვზე ზემოქმედება მოახდინეთ სიკეთით და ალერსით, განავითარეთ მასში კარგი მანერები. ნუ შეუშინდებით საყვარელი ადამიანის განებივრებას თქვენი ყურადღებით.

მერწყული - სიმდიდრე და კომფორტი თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება და ისინი გახდება ხელსაყრელი ოჯახური ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ეცადეთ მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მარტოხელებმა თავის ცხოვრებაში მეტი სიმყუდროვე უნდა შეიტანონ. მასპინძლის როლში გამოიჩინეთ მეტი თავაზიანობა, თუნდაც ყოველდღიური ჩვევების და მოთხოვნილების საზიანოდ.

თევზები - შესანიშნავი დროა სიამოვნების ძიებისთვის. მიიღებთ იმას, რაც გსურთ და არ მოგიწევთ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევის გამოჩენა. შესანიშნავი დღეა შოპინგის, მოდურ ატელიეში ან სილამაზის სალონში ვიზიტისთვის, სამკაულების შეძენისთვის, ძვირფასი საჩუქრების არჩევისთვის. პირადულ ცხოვრებაში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო წუთი. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა გზაში ან შეტყობინების მიღება ძველი შეყვარებულისგან.

26 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews