27 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 27 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

27 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 26-03-2012, 13:00, ნანახია: 709

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

27 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს მიღებული ცნობები შეუქცევადი იქნება. კრიტიკულად მიუდექით საკუთარ აზრებს, დაკვირვებით შეარჩიეთ სიტყვები მათი გამოხატვისთვის, ასევე დაკვირვებით შეარჩიეთ ინფორმაციის წყარო, რადგან მათი უმრავლესობა საიმედო არ იქნება. დღეს მოსალოდნელია დავიდარაბა, კავშირის საშუალების შეფერხებით მუშაობა, საცობების გამო სამსახურში დაგვიანება.

კურო - დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი მომენტია ძველი იდეებზე დაფიქრების, ძველ თანამოაზრეებთან საუბრის, დოკუმენტების გადახედვისთვის. საღამოს გარემოება ბუნდოვანი და მოულოდნელი იქნება, ვერ შეძლებთ მოვლენების გაკონტროლებას. სხვა ადამიანები ეცდებიან თქვენ მოტყუებას. რეკომენდებული არ არის შენაძენების საფასურის გადახდა და ხელშეკრულების ხელმოწერა.

ტყუპები - დილით თქვენი აზრები მიმართული იქნება მოსალოდნელია მოვლენებისკენ. თუმცა საღამოს მოგიწევთ ახალ პრობლემებზე დაფიქრება, რომელთა ერთმნიშვნელოვნად მოგვარება გაგიჭირდებათ. გახდებით ტყუილის ან საკუთარი ილუზიების მსხვერპლი. მაისში დაბადებულებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა არ აღმოჩნდნენ ორმაგ მდგომარეობაში.

კირჩხიბი - მხოლოდ დღის დასაწყიშია შესაძლებელი წესრიგი საქმეებში და სიცხადე აზროვნებაში. ამ დროს დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა და საინტერესო ინფორმაციის დამუშავება. დღის მეორე ნახევარში საქმის არსი ხელიდან გაგისხლტებათ, დაიმალება საეჭვო დეტალების მიღმა. მოსალოდნელია საქმიანი დავიდარაბა. ხელსაყრელი დროა ერთიდაიგივე ამოცანის ამოხსნის განსხვავებული ვარიანტის შედარებისთვის.

ლომი - დილის საათებში შეძლებთ დასახული გეგმების დაზუსტებას. მოსალოდნელია შეფთან განმეორებითი საუბარი. დღის მეორე ნახევარში თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება არასტანდარტული ინფორმაციის ძიება, ასევე თანამოაზრეებთან ურთიერთობა. შესაძლოა ცნობების დაკარგვა ან მათი არევა.

ქალწული - მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება, ასევე საიმედო ინფორმაციის ძიება და დოკუმენტებთან მუშაობა დაგეგმეთ დღის პირველ ნახევარში. საღამოს იგრძნობთ, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებთ. სხვა ადამიანები ეცდებიან თქვენით მანიპულირებას, არ აყვეთ წუთიერ იმპულსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დააზარალებთ რეპუტაციას, რომელიც მძიმე შრომით მოიპოვეთ.

სასწორი - დილა დაუთმეთ დაწყებული საქმის დასრულებას ან გადაუდებელი დავალების შესრულებას. საღამოს გაგიჩნდებათ ურთიერთობის ინტერესი შორეული ტერიტორიის წარმომადგენლებთან ან გზაში მყოფ ადამიანებთან. შეგიძლიათ მათთან აზრთა გაცვლა, თუმცა მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას და ხელშეკრულების გაფორმებას. ახალი პროექტი ბევრ ნერვიულობას და გაურკვევლობას მოგიტანთ.

ღრიანკალი - მეუღლესთან ან მნიშვნელოვან ადამიანთან დიალოგი დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს მოულოდნელი გარემოება ხელს შეგიშლით დაპირების შესრულებას და დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლაში. ვერც კი შეიტყობთ საქმის ჩაშლის მიზეზს. არასასურველია გადასახადებს და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მშვილდოსანი - გადაუდებელი წვრილმანი ამოცანების შესრულება, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მეორე ნახევარში გარშემო იქმნება ლოკალური კონფლიქტების და ტოტალური გაურკვევლობის ატმოსფერო. გაგიჩნდებათ ეჭვი შეფის, კლიენტის, თანამოსაუბრის, შუამავლის, საქმიანი მოკავშირის პატიოსნებაში, ასევე მეუღლეს ან ოჯახის წევრების მიმართ..

თხის რქა - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ამ დროს შეძლებთ კრეატიული იდეის დახვეწას, საჭირო ადამიანებთან შეხვედრას, ხელსაყრელ მოგზაურობას. დღის მეორე ნახევარში სწორად წარმართეთ საქმიანი პროცესები და წინასწარ შეეგუეთ, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებთ. ამ დროს ცუდად იმუშავებს კავშირის და სატრანსპორტო საშუალებები. მოერიდეთ ექიმთან ვიზიტს, სამსახურის ძიებას, მდივნის დაქირავებას.

მერწყული - მშობლებთან ურთიერთობას და ყოფით საზრუნავს დაუთმეთ დილის საათები. დღის ბოლოს გაგიჩნდებათ მრავალი განსხვავებული ინტერესი ან მიზნის მიღწევას რამდენიმე გზით შეეცდებით. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი ძიებისთვის, განსაკუთრებით გონებრივი შრომის სფეროში. მიიღებთ შეტყობინებას ბავშვისგან, მეგობრისგან ან მაცდუნებელ წინადადებას საყვარელი ადამიანისგან.

თევზები - დღის დასაწყისში ჯანსაღად იაზროვნებთ, გაგიჩნდებათ ხელსაყრელი იდეა. გზაში მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან. დღის მეორე ნახევარში გამწვავდება ურთიერთობა შინაურებთან, მშობლებთან, პარტნიორებთან, კონკურენტებთან. გააქტიურდებიან ძველი კრიტიკოსები და მოწინააღმდეგენი. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გარემოს სწორად შეფასებას და საკუთარი თავის ფლობის უნართან.

27 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews