28 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 28 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

28 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 27-03-2012, 15:06, ნანახია: 919

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

28 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს აირჩიეთ ამოცანები, რომლებიც გადაწყვეტილების ან შეხედულების შეცვლის საშუალებას მოგცემენ. სიამოვნებას მოგანიჭებთ ინფორმაციის ძიებას ან საჭირო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ნაკლებად ხელსაყრელი მომენტია რომელიმე სფეროში საბოლოო დასკვნის გაკეთებისთვის. მოაგროვეთ ცნობები, რჩევა ჰკითხეთ ნაცნობებს, შეადარეთ შემთხვევითი მოსაზრებები.

კურო - დღის წესრიგში დადგება მატერიალური საქმეები, თუმცა არსებითად უნდა შეცვალოთ მათზე შეხედულება. სახსრების დაგროვებას და გაზრდასთან დაკავშირებული ზედმიწევნითი მუშაობის ნაცვლად, დაკავდით სასარგებლო კავშირების განვითარებით და საინტერესო ინფორმაციის მოძიებით.

ტყუპები - დღეს შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, რადგან ის სწორ გზაზე გაგიყვანთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენ კომუნიკაბელურობას, სიმსუბუქეს, ცოდნას, ზოგიერთებს კი შურიც კი გაუჩნდებათ თქვენი ნიჭის მიმართ. საქმეებში გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან ზოგიერთი ადამიანი თქვენზე მოხერხებული და ეშმაკი აღმოჩნდება.

კირჩხიბი - დღეს ეცდებით სანუკვარ გრძნობებისთვის შესაფერისი სიტყვების მოძიებას. ხელახლა დაიწყებთ დღიურის წარმოებას ან ბლოგში ჩანაწერების გაკეთებას, ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი პირობა გახდება შინაგანი სულიერი წონასწორობის მისაღწევად. გვერდით საიმედო ადამიანის არსებობისას, ცხოვრება უფრო მიმზიდველად მოგეჩვენებათ.

ლომი - დღეს დარჩით უკანასკნელი მოვლენების კურსში. რისთვისაც გამოიყენეთ კავშირი ძველ მეგობრებთან ან კარგად ნაცნობი საინფორმაციო საშუალებები. თავისუფალი დრო გაატარეთ ვირტუალურ სამყაროში ხეტიალში, რომელშიც ბევრ საინტერესოს მოძებნით. ხელსაყრელი მომენტია ტელესტუდიას ან გამომცემლობაში ვიზიტისთვის.

ქალწული - დღეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება ბევრი მეგობრის არსებობა. ამგვარად შეძლებთ კარიერულ წინსვლას და დაიმსახურებთ უფროსობის კეთილგანწყობას. ტექნიკური სამუშაოს შესრულებაზე მეტად უპირატესობას მიანიჭებთ ახალი კავშირების დამყარებას ან ადრინდელი კავშირების განახლებას, რომელიც სასარგებლო იქნება პროფესიული ზრდისთვის.

სასწორი - დღეს შესანიშნავ, მშვიდ განწყობაზე იქნებით. ადვილად ურთიერთობთ ადამიანებთან და ადვილად შეეგუებით უცნობ პირობებს. ცხოვრებას და ადამიანებს აღიქვამთ ისეთებად, როგორებიც არიან, წვრილმან მარცხს კი ფილოსოფიური ირონიით შეხედავთ. შესანიშნავი დროა საგამომცემლო სახლში ან ტურისტულ ფირმაში ვიზიტისთვის, მიმოწერის და გადაზიდვების ორგანიზებისთვის. თამამად გამოიყენეთ საინფორმაციო სერვისების მომსახურება.

ღრიანკალი - დღე დაუთმეთ ურთიერთობას, მოკლე გადაადგილებას და აუცილებელი ცნობების მოგროვებას. აამოქმედეთ ინფორმაციის ცნობილი წყაროები. ამგვარად შეძლებთ ნაკუწებისგან მიმდინარე მოვლენების მთლიანი სურათის შექმნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში და გარკვეული პასუხისმგებლობის აღების დროს.

მშვილდოსანი - ძირითადი აქცენტი გააკეთეთ ინფორმაციის გაცვლაზე. საუბრისას პირველი და უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის თქვენ თანამოსაუბრეს. თუმცა თავადაც საკმარისი დრო გექნებათ საკუთარი პოზიციის გადმოცემის და დასაბუთებისთვის. სასწორი რომელიმე მხარის მიმართულებით არ გადაიხრება. გამოიჩინეთ სიმშვიდე და დემოკრატიულობა, გამოძებნეთ ადამიანებთან საერთო ენა.

თხის რქა - დღეს დრო აუცილებლად დაუთმეთ ინფორმაციის მიღებას. დროა შეავსოთ ან ხელი მოაწეროთ რაიმე დოკუმენტევს, მოიძიოთ არასაკმარისი ცნობები, გაასწოროთ ტექსტები ან პროგრამული კოდები. მუშაობისას ახლოს იქონიეთ მობილური ტელეფონი, რადგან ბევრ ზარს და შეტყობინებას მიიღებთ..

მერწყული - დღეს თქვენი მახვილსიტყვაობის წინაშე ნებისმიერი კარი გაიღება. შესანიშნავი დროა საკუთარი ნიჭის გამოყენებისთვის ლიტერატურულ, საშუამავლო, რეკლამის, პროგრამირების, სწავლების სფეროში. შესანიშნავ ურთიერთობას დაამყარებთ ახალგაზრდობასთან, მიგიზიდავთ ინტელექტუალური თამაში, რაიმე ლექციას ან კურსზე დასწრება. საღამო გაატარეთ საინტერესო ადამიანების გარემოში.

თევზები - ყურადღების ცენტრში თანდათან აღმოჩნდება ოჯახური საქმეები. ოჯახურ საუზმეს ან ვახშამს თან ახლავს უკანასკნელი სიახლეების აქტიური განხილვა. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მშობლების ან შინაურების მოსაზრება. ყურადღებას ნუ მიაქცევთ შინაურების გამოხტომებს თქვენი მისამართით, რადგან ისინი უბოროტო იქნება და წონასწორობიდან არ გამოგიყვანთ.

28 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews