30 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 30 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

30 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 29-03-2012, 11:54, ნანახია: 838

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

30 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ყურადღებას მოითხოვს ყოფითი საკითხები, ასევე ახლობლებთან ურთიერთობის ნიუანსები. დაიწყებთ საკუთარი ინტერესების და ნათესავების მოთხოვნილების შეპირისპირებას, თავისუფლებაზე საკუთარი უფლების დამტკიცებას, ოჯახური ან ეროვნული ტრადიციებისთვის მარტო ბრძოლას. ოჯახური გარემოება ობიექტურად შეაფასეთ, რადგან მასში ბევრი დადებითი მომენტი არსებობს, მათ შორის თქვენთვისაც.

კურო - შესანიშნავი დღეა ყოველდღიურ გარემოცვასთან ურთიერთობისთვის. გამოიყენებთ ახლო ნათესავების და მეზობლების მხარდაჭერას ან თავად გაუწევთ მათ მატერიალურ ან მორალურ დახმარებას. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ყოფის განახლებასთან დაკავშირებული მოვლენები. ნათესავისგან უნდა ელოდეთ რაიმე ფოკუსს ან გამომწვევ საქციელს.

ტყუპები - დღეს მუშაობისთვის დამატებითი სტიმული გახდება ყოფის განახლების, შინაურებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. ყურადღება დაუთმეთ კვებასთან, ოჯახური ან ცოლ-ქმრული ბიუჯეტის ფორმირებასთან, ყოველდღიური ხარჯის განაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კარიერის აწყობისას ნათესაური კავშირები არ გამოგადგებათ

კირჩხიბი - მშვიდობის, ჰარმონიის და შემოქმედებისკენ სწრაფვა შეუთავსდება თავისუფლების და დამოუკიდებლობის ინსტინქტურ მოთხოვნილებას. პროფესიულ და კარიერულ საკითხებში გამოიჩინეთ თავშეკავებულობა, რათა ის ტოტი არ მოჭრა, რომელზეც ზიხართ. სრულად ნუ მიენდობით შეფთან მეგობრობას, რადგან ის მყარი არ იქნება. ადამიანებთან კონფლიქტის არსებობისას მოძებნეთ დათმობის ან კომპრომისის გზა.

ლომი - ადამიანთა ჯგუფიდან გამორჩევის სურვილის მიუხედავად, დღეს მეტად მწუხარედ განიცდით მარტოობას. დღეს გაგიჩნდებათ სურვილი მოძებნოთ საიმედო თავშესაფარი. გაძლიერდება ინტერესი ფესვების, წარმოშობის მიმართ. სახლიდან მოშორებით ყოფნისას არ დაივიწყოთ მშობლებთან დარეკვა და თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნება.

ქალწული - დღეს საზრიანობას თან ახლავს მომატებული მგრძნობიარობა და სენტიმენტალურობა. მგზნებარედ იბრძოლებთ როგორც საქმიანი, ასევე პირადული მიზნებისთვის. ამ დროს ექსპერიმენტატორი იქნებით და წარმოაჩენთ თავგანწირულ გამბედაობას, გულში კი მეტად მსხვრევადი პიროვნება დარჩებით.

სასწორი - დღეს განწყობილი იქნებით კარდინალური ცვლილებებისთვის, თუმცა შეგეშინდებათ საკუთარი საზრიანობის შედეგების. რაციონალური აზროვნების უნარი ადგილს დაუთმობს ემოციურ იმპულსებს. მათი გავლენით წახვალთ რისკზე ბიზნესში, ოჯახურ გარდაქმნებს განახორციელებთ ან ჩაიდენთ შეუქცევად საქციელს პროფესიულ სფეროში.

ღრიანკალი - შესანიშნავი დღეა თვალსაწიერის გაფართოებისთვის, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. მიიღებთ წარმოდგენას საინტერესო ქვეყანას ან კულტურაზე, გაეცნობით მიმზიდველ მხარეებს და პრობლემურ მომენტებსაც. ტურფირმის, სასამართლო ინსტანციის ან ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელიც სწრაფად მოგვარდება.

მშვილდოსანი - დღეს გულგრილად ვერ შეხედავთ ოჯახს, ყოფას, ერთობლივ რესურსებს, მემკვიდრეობას და დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასიყვარულო და სექსუალურ კონტაქტებს. თქვენი შეხედულება მოვლენების მსვლელობაზე განისაზღვრება წუთიერი ემოციური იმპულსებით. მოცემულ მომენტში გახასიათებთ ნეგატიური ემოციები, ამიტომ თავი შეიკავეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისგან.

თხის რქა - დღეს თქვენი ცოლ-ქმრული ცხოვრება ემოციურად დატვირთული და ეროტიკული სწრაფვით იქნება სავსე. მეუღლესთან ურთიერთობის რთული მომენტი მოგვარდება ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში. საქმიან ურთიერთობაში ვერაგული ინტერესები და მეტოქეობა შეუთავსდება მგრძნობიარობას და სენტიმენტალურობას. ნებისმიერ ადამიანს მოუძებნეთ მიდგომა.

მერწყული - დღეს მოულოდნელად იტყვით უარს გამოცდილ მეთოდებზე და გამოიყენებთ ნაკლებად შესწავლილ და უფრო სარისკო გზებს. ეცდებით ახალი სამუშაოს ძიებას, ექიმის ან მკურნალობის სქემის შეცვლას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის ჩატარებამდე დარწმუნდით მათ უსაფრთხოებაში.

თევზები - დღეს თან გდევთ სასიყვარულო ურთიერთობის განახლების, მათი ლირიკული მიმართულებით განვითარების სურვილი ან დაიწყებთ ოცნებას ვნებათა ღელვას ან ეჭვიანობის სცენებზე. საბედნიეროდ დღეს ნებისმიერი ექსპერიმენტი გამოგივათ. თუმცა მოერიდეთ უხეშ მეთოდებს.

30 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews