31 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 31 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

31 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 30-03-2012, 14:57, ნანახია: 736

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

31 მარტის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ახლობლებთან ურთიერთობა საჭიროა შინაგანი წონასწორობის მისაღწევად. შინაურებთან ურთიერთობა უფრო მშვიდი, თბილი, გულითადი გახდება. თუმცა გაგიჭირდებათ კარდინალური განსხვავების დაძლევა: მაგ. თაობათა შორის არსებული გასხვავების მოგვარება. გარემოება ხელს უწყობს აზრთა გაცვლას ვიწრო ოჯახურ წრეში. აღმოაჩენთ დაკარგულ ნივთს ან მშობლები მორიგ საიდუმლოს გაგიზიარებენ.

კურო - დღეს ყურადღებას ნუ მიაქცევთ უსიამოვნო მომენტებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ნათესავებთან დიდი ხნის უთანხმოების არსებობისას აუცილებლად მოიძებნება თქვენი ინტერესების გავლენიანი მომხრე, დამცველი. თქვენი მომხიბვლელობა განსაკუთრებით ადვილად გამომჟღავნდება უცხო გარემოში. უარი არ თქვათ ბებია-ბაბუის სახლში მიპატიჟებაზე.

ტყუპები - მაღაზიებში ვოიაჟით მოგიტანთ კმაყოფილებას და აკვიატებულ მოთხოვნილებად გექცევათ. შეგიძლიათ ფულის დახარჯვა სასარგებლო ნივთებზე, მაგრამ აუცილებელია ეკონომიის გამოჩენაც. პრიორიტეტი მიანიჭეთ გადაუდებელ საჭიროებას, თავის განებივრება კი ბოლო მომენტისთვის გადადეთ. მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთების და სამკაულების შეძენას.

კირჩხიბი - საკუთარ სახლში გელოდებათ დისკომფორტი, უსიამოვნება ან სიურპრიზები. მშვიდი და სულიერი ურთიერთობა შესაძლებელია ნეიტრალურ ტერიტორიაზე. რეკომენდებული არ არის ყოფის გარდაქმნა, გენერალური დალაგება. კარგი განწყობის წყარო გახდება შორს მყოფ ადამიანთან მიმოწერა ან თანამოაზრეებთან კონტაქტი.

ლომი - ურთიერთობა იქონიეთ მხოლოდ სანდო ადამიანებთან. გულწრფელი თანაგრძნობის გაწევის ნაცვლად მორალისტები და კრიტიკოსები განწყობას გაგიფუჭებენ ჭკუის სწავლებით. დღეს მიიღებთ წერილს ძველი მეგობრისგან, შორეული ნათესავისგან ან ძველი შეყვარებულისგან. თუ ვერავისთან ახერხებთ საუბარს, თქვენი ფიქრები დღიურში ჩაწერეთ.

ქალწული - ხელსაყრელი დღეა ძველ თანამოაზრეებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობის განახლებისთვის. არასტანდარტულ სიტუაციაში გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავებულობა, მოერიდეთ ზედმეტ პრინციპულობას. ყურადღება მიმართეთ გარშემომყოფებისგან შესაბამისი ემოციური რეზონანსის მიღებისკენ. ამ ამოცანის ამოხსნის შემდეგ აღარ გაგიჭირდებათ დარჩენილი საკითხების მოგვარება.

სასწორი - დღეს აუცილებელი იქნება გრძნობების და რეაქციების გონივრულად მართვა. ემოციური დისკომფორტის უქონლობისას გარშემომყოფებთან ურთიერთობა სასიამოვნო და უხარვეზო იქნება. დაგჭირდებათ ფსიქოლოგი ან შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის თქვენი ფარული კომპლექსის მიზეზი.

ღრიანკალი - დღეს რეკომენდებული არ არის შორეულ მოგზაურობაში წასვლა, დასაწყისში ის შესანიშნავად მოგეჩვენებათ, მაგრამ შედეგად მიხვდებით, რომ ვერ გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი პრობლემები. გზაში ან სამშობლოდან მოშორებით ყოფნისას გაგიჩნდებათ ნოსტალგია ან იმედგაცრუება. სინანულს გამოიწვევს მიტოვებული გეგმები და ადამიანები.

მშვილდოსანი - დღეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება შინაგანი და გარეგანი უსაფრთხოების საკითხები. გაგიჩნდებათ შეშფოთების გრძნობა ახლობლების ან საერთო კაპიტალის გამო, სასიყვარულო საქმეებში შეცდომების დაშვების შიში. ნამდვილ გაგებას და თანაგრძნობას მიიღებთ შინაურების წრეში, მშობლებთან ან თანამემამულეებთან. საუკეთესო მეგობრები კი ვერაფერს გაგიგებენ.

თხის რქა - კარგი დროა რომანტიკული შეხვედრის, მოკლე გასეირნების ან სასიამოვნო საზოგადოებაში მოგზაურობისთვის. მიიღებთ სატელეფონო ან წერილობით მოწვევას. გაითვალისწინეთ დროის ლიმიტი, ასევე ღრმა განცდების გაკონტროლების აუცილებლობა. ზედმეტი უშუალობა და ზომიერების გრძნობის უქონლობა გამოიწვევს უკუეფექტს.

მერწყული - თქვენთვის პრობლემური იქნება მოქმედების აბსოლუტური თავისუფლება. მოგიწევთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ან საღამომდე ახლობლების წინაშე არსებული ვალდებულების პედანტურად შესრულება. აზროვნებას და გრძნობას ვერავინ დაგიშლით, რაც უნდა გამოიყენოთ. რაციონალურ აზროვნებას თამამად მიამატეთ წარმოსახვა.

თევზები - დღეს ყურადღებას მოითხოვს ყოფითი საკითხები, ასევე ახლობლებთან ურთიერთობის ნიუანსები. დაიწყებთ საკუთარი ინტერესების და ნათესავების მოთხოვნილების შეპირისპირებას, თავისუფლებაზე საკუთარი უფლების დამტკიცებას, ოჯახური ან ეროვნული ტრადიციებისთვის მარტო ბრძოლას. ოჯახური გარემოება ობიექტურად შეაფასეთ, რადგან მასში ბევრი დადებითი მომენტი არსებობს, მათ შორის თქვენთვისაც.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: xarbedia0
31 მარტი 2012 00:26

KiKiI

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 29.03.2012
 
tongue


ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews