1 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 1 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

1 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 31-03-2012, 13:49, ნანახია: 1060

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

1 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ ყოფით საზრუნავს და შინაურებთან მჭიდრო ურთიერთობას. გამწვავდება უთანხმოება ახლობლებთან. ხელახლა მოისმენთ პრეტენზიებს თქვენი მისამართით ან შეხვდებით ძველ ოჯახურ უსიამოვნებას. საბედნიეროდ საკამათო მომენტები სწრაფად მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში თამამად დაგეგმეთ წვეულება ან უჩვეულო შეხვედრა.

კურო - დღეს მეტად აქტუალურია ახლობლებთან და უშუალო გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა, ვიდრე ურთიერთობის მოგვარება შორეულ ადამიანებთან. თქვენ მიმართ ცივად ან მტრულად განწყობილ ადამიანებს თავს ნუ მოახვევთ თქვენ საზოგადოებას. საღამოს საათები ხელსაყრელია ოჯახური წვეულების ჩატარებისთვის.

ტყუპები - რუტინული ღონისძიება გადაიტანეთ დღის პირველ ნახევარში. ფინანსურ საქმეებში გაითვალისწინეთ დაშვებული შეცდომები, დაიცავით ბალანსი მფლანგველობას და ეკონომიას შორის. საღამოს საათები ხელსაყრელია ბავშვებთან ურთიერთობისთვის, კრეატიული იდეებისთვის, სასიყვარულო საქმეებისთვის, ვირტუალურ სამყაროში ინტენსიური ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა.

კირჩხიბი - დილით თქვენი გეგმები წინააღმდეგობრივი იქნება. კარგ განწყობას თან ახლავს მელანქოლიის შეტევას, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ სიამოვნებას ხელს შეუშლის მათდამი უნდობლობა. ნუ ენდობით საკუთარ გემოვნებას, რადგან ის იდეალური არ იქნება. დღის ბოლოს შეიცვალეთ გარემო, მოძებნეთ უფრო ხალისიანი ატმოსფერო, ამგვარად საღამო შესანიშნავად ჩაივლის და ახალ შთაბეჭდილებას მოგიტანთ.

ლომი - დღის დასაწყისი ხელსაყრელია აქტიური თვითგამოხატვისთვის, პატივი მიაგეთ ტრადიციებს და ოჯახურ წესებს, პატივისცემით მოეკიდეთ მშობლების სურვილს. ორიგინალური წამოწყების და ინდივიდუალური ნიჭის წარმოჩენისთვის შესაფერისია დღის მეორე ნახევარი. ამ დროს გეწვევათ გენიალური იდეა, და გადადგამთ უჩვეულო ნაბიჯს სპონტანური შემართების გავლენით.

ქალწული - დღის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენები ჩამოგიყალიბებენ ორმაგ განწყობას. თანამოაზრეების სიმპატია და სიტუაციის გაუმჯობესების მოლოდინი შეუთავსდება არასაიმედო მეგობრების აუტანლობას და მატერიალური მდგომარეობის გამო გაჩენილ ეჭვს, საღამოს მოსალოდნელია შემოქმედებითი შემართება, სასიყვარულო ან სპორტული აზარტი, რომელიც გიბიძგებთ არასტანდარტული საქციელისკენ.

სასწორი - დილით მოგიწევთ არამარტო სიამოვნების, არამედ ზოგიერთი გადაუდებელი ვალდებულების გახსენება, ყურადღების დათმობა ყოფის ორგანიზებაზე ან ოჯახური ტრადიციებისადმი პატივისცემის გამოხატვა. შეხვდებით ძველი პრობლემების შედეგებს. დღის ბოლოს მოიშორეთ, რუტინა გამოიჩინეთ კრეატიულობა. შეიცვალეთ გარემო და გაერთეთ ორიგინალურ საზოგადოებაში.

ღრიანკალი - დილით ფარული გართულებების მიუხედავად ოპტიმისტური განწყობა გექნებათ. მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა. მასზე დაყრდნობით ადვილად დაძლევთ ბარიერს. საღამოს საათები გიბიძგებთ სტრატეგიის ცვლილების, უფრო კაშკაშა და ორიგინალური შთაბეჭდილების ძიებისკენ. გამოიჩინეთ სიფრთხილე თამაშში ჩართვის ან უჩვეულო ნიჭის გამოვლინებისას.

მშვილდოსანი - დღის დასაწყისში გარემოება გიბიძგებთ დაკვირვებულობის გამოჩენისკენ ფინანსურ, ოჯახურ და სასიყვარულო საქმეებში. ოდნავ შებოჭილი იქნებით. ნაკლებად შესაფერისი მომენტია სარისკო წამოწყებისთვის. თქვენი საქციელი უფრო ბუნებრივი იქნება დღის მეორე ნახევარი, თქვენ უფრო იღბლიანი იქნებით. მოულოდნელად გაგიმართლებთ.

თხის რქა - დღის პირველი ნახევარი შეუფერებელია ცოლ-ქმრული ურთიერთობის და დაქორწინებისთვის. სასიყვარულო საქმეები წარმატებით განვითარდება, თუ არ დაიჟინებთ საკუთარ პრინციპებს და შეძლებთ ურთიეთდათმობას. საღამოს გაგიჩნდებათ მოულოდნელი შემართება გართობის ძიებისას, ხოლო სასიყვარულო საქმეებში ორიგინალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

მერწყული - დილა დაუთმეთ რუტინულ საქმეებს, რათა დარჩენილი დრო აღარ შეგაწუხოთ. სასიყვარულო შეხვედრა ან ახალი გატაცება დანიშნეთ საღამოს. ნაშუადღევს საზრუნავი და ყოველდღიური დავიდარაბა წარსულს ჩაბარდება, ადგილს დაუთმობს მხიარულ განწყობას და შემოქმედებით იდეებს. შესანიშნავი დროა მოულოდნელი გათამაშებისთვის, შესაძლოა ხუმრობის ობიექტი გახდეთ.

თევზები - კარგი დღეა შემოქმედებითი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. დილით და საღამოს განსხვავებულად წარმოაჩენთ ნიჭს. სასურველი შედეგის მიღწევას და არსებული ინტერესების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ზომიერების და სიფრთხილის გრძნობა. მოერიდეთ ისეთი როლის თამაშს, რომელიც არ შეგეფერებათ ტემპერამენტის მიხედვით და გაითვალისწინეთ ბუნებრივი შეზღუდვა, რომელსაც გარემოება გიწესებთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews