3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 3-04-2012, 08:16, ნანახია: 508

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას და რომანტიკული ურთიერთობის მოგვარებას დაუთმეთ დღის საათები. საღამოს შემართება და სასიყვარულო ვნება შეუფერებელი იქნება. დღის ბოლოს გაგიჩნდებათ სასწრაფო საქმეები და გადაუდებელი ვალდებულება, რომლებიც დღის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ. ამასთან უცხო ადამიანების დახმარების გარეშე, რადგან სხვა ადამიანების სიბრალული და თანაგრძნობა დათვურ სამსახურს გაგიწევთ..

კურო - ნაკლებად შესაფერისი დღეა ახალი სტრატეგიის არჩევისთვის, საღამომდე ჩიხში და დაბნეული იქნებით, ვერ გაერკვევით, რომელი მიმართულებით იმოქმედოთ. მსგავსი მდგომარეობა გამოწვეული იქნება ოჯახურ ან პირადულ საქმეებში მომხდარი ცვლილებით. საღამოს არსებულ სიტუაციას განსხვავებულად შეხედეთ, მისი ცვლილების მცდელობისას კი აამოქმედეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ან ფარული გზები.

ტყუპები - ხელსაყრელი დროა საქმეების დასრულების, ასევე რომანტიკულ ურთიერთობაში აქცენტების გადანაწილებისთვის, მოერიდეთ საგნების და პროდუქტების შეძენას აუცილებლობის გარეშე. მეტად რთული იქნება დღის ბოლო. ამ დროს გაძლიერდება უთანხმოება მშობლებთან ან ოჯახის წევრებთან. მოსალოდნელია ტექნიკური უსიამოვნება.

კირჩხიბი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შეძენილი ნივთის ხარისხს. მოერიდეთ სამკაულების, კოსმეტიკის და საჩუქრების შეძენას. საღამო ხელსაყრელი დროა ზომიერი ფიზიკური დატვირთვისთვის. კარგი მომენტია საქმიანი შეხვედრების, სასწრაფო მიმოსვლის, ავტოსერვისში ვიზიტისთვის. აქტიურად ითანამშრომლებთ მეზობლებთან ან ახლობლებთან.

ლომი - დღეს ფსონი გააკეთეთ მიმზიდველობაზე. საუკეთესოდ წარმოგაჩენთ თავშეკავებულობა, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი. ნუ ეცდებით საკამათო საქმიანი საკითხების მოგვარებას ხიბლის მეშვეობით, ასევე ხელფასის მომატებას. საღამოს მოერიდეთ წვრილმან ფინანსურ და საქმიან აფიორას.

ქალწული - დღის საათები დაუთმეთ სასიყვარულო საქმეების, ფინანსური გეგმების და კრეატიული ჩანაფიქრების გადახედვას. უარი თქვით იდეებზე, რომელთაც პრაქტიკული ღირებულება არ აქვთ და ტვირთად გაწვებათ. საღამოს გამოიჩინეთ სიფრთხილე კვებაში, საჭესთან, ასევე მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობისას. მოერიდეთ ძლიერმოქმედი წამლების და ალკოჰოლის გამოყენებას, ასევე კამათს და ინტრიგას, ხელშეკრულების გაფორმებას.

სასწორი - დღეს იმედი გაგიცრუვდებათ ზოგიერთ მეგობარში ან უარს იტყვით გაუმართლებელი სამომავლო გეგმების რეალიზებაზე. საბედისწერო შეცდომის თავიდან ასაცილებლად დაიცავით ქცევის სტანდარტები, პროფესიული წესები და ტრადიციები. საღამოს მოვლენები გიბიძგებთ ნაკლებად პრინციპული და მეტად იმპულსური ტაქტიკისკენ. გამწვავდება ქრონიკული დაავადება.

ღრიანკალი - დღეს სავსებით ბუნებრივი იქნება შემოქმედებითი ნიჭის რეალიზების სურვილი. სწორედ ეს გახდება აუცილებელი პირობა თქვენი შესაძლებლობის აღიარების და მომავალი კარიერული წინსვლისთვის. ამასთან თქვენი დამოუკიდებლობით სხვის პატივმოყვარეობას ნუ შეეხებით. მიანიშნეთ შეფს. პარტნიორს ან მეუღლეს, რომ თქვენი დახმარების გარეშე ფონს ვერ გავლენ და ამგვარად მათი მხარდაჭერა გარანტირებული გექნებათ.

მშვილდოსანი - ხელსაყრელი დღეა პოლიტიკას, ტურიზმს, რელიგიას, სპორტს, ბავშვების აღზრდას, უცხოურ კავშირებს, განათლების სფეროსთან დაკავშირებული საქმეებისთვის. თქვენი ავტორიტეტი შეულახავი დარჩება, ნიჭი კი აღიარებული და მოთხოვნადი იქნება ფართო წრეებში. წინსვლისას დროულად შეჩერდით, რათა თავიდან აიცილოთ მატერიალური ან სხვა სახის გართულება.

თხის რქა - გარემოება მუდმივად გიბიძგებთ სარისკო ზომებისკენ. გონივრული და გათვლილი არსებობა, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, შეგიქმნით საუკეთესო შანსის ხელიდან გაშვების შეგრძნებას. გაგიჩნდებათ სურვილი გააძლიეროთ შეგრძნებები ინტიმური სფეროში, შემოქმედებითი ჩანაფიქრები, განავითაროთ მსხვილი ფინანსური პროექტები.

მერწყული - გარშემომყოფებთან ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თქვენ და მათ პრიორიტეტებზე. მსგავსი პრინციპი იმუშავებს როგორც საქმიან სფეროში, ასევე პირადულ ცხოვრებაში, თუ პირველ ადგილზე დგას ფინანსური ინტერესები, ურთიერთშეთანხმება სწრაფად გადაიზრდება მძაფრ კონკურენციაში. ხოლო თუ სხვა ადამიანებთან გაკავშირებთ საერთო კაშკაშა იდეა, თანამშრომლობა მტკიცე იქნება.

თევზები - კარგი დღეა მუშაობაში ჩაფლობისთვის. საკუთარი ვალდებულების შესრულებას შემოქმედებითად მიუდექით. თუნდაც კოლეგებმა და შეფმა არასწორად შეაფასონ თქვენი მოტივი, განიცდით ნამდვილ სულიერ აღმასვლას და იგრძნობთ, რომ დღემ ამაოდ არ ჩაიარა. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება არამარტო პირადული ინტერესები, არამედ ბავშვების .

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews