4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 3-04-2012, 14:42, ნანახია: 1590

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - ძირითადი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანი, გადაუდებელი საქმეების შესრულებას, რომელიც ერთიან იდეასთან არის დაკავშირებული. ეს შესაძლოა იყოს საქმიანი მოლაპარაკება, მიმოწერა, გამაჯანსაღებელი ღონისძიება. ხელსაყრელი დროა სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებისთვის, რომელსაც თან სდევს ხელფასის მომატება. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს, რადგან სამომავლოდ თანხა მუდმივად დაგაკლდებათ.

კურო - დღეს წარმატება თან სდევს თქვენ წამოწყებას, უსიამოვნო სიტუაციიდანაც სარგებელს ნახავთ. ბავშვები და საყვარელი ადამიანი გაითვალისწინებენ ავტორიტეტულ მოსაზრებას. პრაქტიკულობას შეუთავსეთ გარკვეული სიმსუბუქე. შეიცვალეთ ყოველდღიური იმიჯი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით.

ტყუპები - დღეს მასტაბილებელი ფაქტორი იქნება საიმედოობის და სიმყარისკენ სწრაფვა. ამ მიმართულებით მოქმედება დაგეხმარებთ ორმხრივობის თავიდან აცილებაში. მაისში დაბადებულები უნდა მოერიდონ გაუგებრობას სიყვარულში და გარშემომყოფების არაპატიოსნებას.

კირჩხიბი - დღეს დაგიბრუნდებათ ინტერესი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიმართ. თქვენ განკარგულებაში აღმოჩნდება ცნობების დამატებითი წყარო. შეგხვდებათ მოლაყბე თანამგზავრი ან თანამოსაუბრე. ხელსაყრელი დროა ვარიანტების შედარების, სიახლეების, ჭორების განხილვისთვის. გაძლიერდება უცხოელებთან მიმოწერის მოთხოვნილება.

ლომი - ხელსაყრელი დღეა მსხვილი ფინანსური დაბანდების და ღირებული ნივთების შეძენისთვის. შემთხვევითი ემოციური იმპულსების გავლენით ნუ გაფანტავთ დანაზოგს. ყურადღებით აირჩიეთ საქმიანი შუამავლები, აგენტები, მრჩეველები, რადგან მათ საქციელზეა დამოკიდებული თქვენი მატერიალური მდგომარეობის სტაბილურობა. ძველი გეგმების ცვლილება დაკავშირებული იქნება წვრილმან რისკებთან.

ქალწული - გამოიყენეთ პროდუქტიულად დილის და დღის საათები, ამ დროს თქვენი წამოწყება მეტად წარმატებული იქნება. საღამოსკენ გაიზრდება პარტნიორების აუხსნელი საქციელის, ასევე იმედგაცრუების, ტყუილის და მცირე გეგმების ჩავარდნის ალბათობა. ნაკლებად ხელსაყრელი დროა კონსულტაციის და შეთანხმების დადებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები კარიერაში. თქვენი შეფი შესაძლოა საქმიანი და მიმზიდველი ქალბატონი გახდეს.

სასწორი - დღეს რომანტიკული განწყობა და მომავლისკენ სწრაფვა ხელს შეგიშლით წვრილმანი ბარიერის დანახვაში, რომელიც შექმნის სამომავლო პრობლემებს. უცხოეთში გამგზავრებამდე ან ახალი ურთიერთობის დაწყებამდე, გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ნიუანსები. ნაკლებად შესაფერისი დროა დახურული გამოსვლების და კარდინალური ნაბიჯების გადადგმისთვის. უკეთესობისკენ ცვლილება დაიწყეთ სასიამოვნო შეუმჩნეველი წვრილმანებისგან.

ღრიანკალი - დღეს აქტუალური იქნება ნებისმიერი წვრილმანი, რომელიც დაკავშირებულია სამომავლო გეგმებთან. გამოიჩინეთ პრაქტიკულობა და მოერიდეთ საეჭვო პროექტებს. კარგი დროა თანამოაზრეებთან, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის. აზრთა გაცვლის ან დოკუმენტების გაფორმებისას წარმოქმნილი მცირე გაუგებრობა სწრაფად მოგვარდება და სერიოზულ გავლენას მოახდენს მოვლენების მსვლელობაზე.

მშვილდოსანი - დღეს პირველ ადგილზე აღმოჩნდება პროფესიული ვალდებულება, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეასრულებთ. არახელსაყრელი დროა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, ასევე მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჰორიზონტზე გამოჩნდება სიმპატიის ახალი ობიექტი, თუმცა მისი მოწონება უნდა მოიპოვოთ.

თხის რქა - დღეს ადვილად გაერკვევით მოვლენების მსვლელობაში და უშეცდომოდ აირჩევთ სწორ საქციელს. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს და იმოქმედეთ საქმიანი წინათგრძნობის მიხედვით. შესანიშნავი დროა უცხოური თანამშრომლობის განვითარების, ასევე თვალსაწიერის გაფართოებისთვის. ამა თუ იმ ადამიანის საიმედოობაზე იმსჯელეთ არა სიტყვებით და ჭორებით, არამედ კონკრეტული საქციელით.

მერწყული - სასიყვარულო საქმეებში და შემოქმედებით სფეროში გაჩნდება ახალი იმპულსი, თუმცა დღეს ღრუბლებში ნუ იფრენთ. ხელსაყრელი დროა საბანკო ანგარიშებს, მემკვიდრეობას, ქონების გაყოფას ან შეერთებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. არ დაივიწყოთ გადარიცხვის გაკეთება დამატებითი შემოსავლებიდან.

თევზები - დღეს უარი არ თქვათ გავლენიან ადამიანებთან პერსპექტიულ თანამშრომლობაზე. თუმცა ნუ იჩქარებთ დოკუმენტების ხელმოწერას და დაპირების გაცემას. საღამოსკენ უფრო მეტად არსებობს გაუგებრობის ალბათობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ოჯახურ საქმეებში დადებითი ცვლილების მოლოდინს თან სდევს ეჭვი და ყოყმანი .

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: --
3 აპრილი 2012 15:05

chaduneli

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 3.04.2012
 
4 რა მოგახსენო ჯერ ჯერობით მარა 3ში კი ასე იყო ყველაფერი :)

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews