5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: smart_maka თარიღი 5-04-2012, 11:47, ნანახია: 339

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღისით ყურადღება მიაქციეთ სხვა ადამიანების საქციელის და სიტყვების ფარულ მიზეზებს. დოკუმენტების და წერილების შესწავლისას ისწავლეთ სტრიქონებს შორის დაფარული აზრის კითხვა. დღეს დაიფარება კოლეგების ან ხელქვეითების მცირე ტყუილი. დღის ბოლოს მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორთან დიალოგი დაუგეგმავი მიმართულებით განვითარდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი სხვა ადამიანის მხრიდან.

კურო - დღეს ადვილად გააკეთებთ ორიენტირებას ცვალებად გარემოში. პრაქტიკულობას წარმატებულად შეუთავსებთ მოხერხებულობსა და საზრიანობას, ასევე შემოქმედებით აზროვნებას. შესანიშნავი დროა წვრილმანი დავალების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია ვერაგული საქციელი ბავშვის ან კოლეგის მხრიდან. საღამოს ხელსაყრელი პირობები იქმნება ორიგინალური მოდური ნივთების შეძენისთვის.

ტყუპები - დღისით ძირითადი ყურადღება დაუთმეთ წვრილმან რუტინულ პრობლემებს და იმედი არ გაგიცრუვდეთ მოლოდინის შეუსრულებლობის გამო. სახლში, ოფისში ან სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილი სიტუაცია გახდება მუდმივი გაღიზიანების წყარო. ასევე ზიანს მოგაყენებთ საკუთარი ცვალებადობა. საღამოს უფრო სასიამოვნო და ჰარმონიული გარემო მოძებნეთ, შეიარეთ სტუმრად ან შეხვდით მეგობრებს.

კირჩხიბი - დღეს გაატარებთ მიმოსვლას ან დამატებითი ინფორმაციის ძიებაში. ნუ ირწმუნებთ ყველაფერს, რასაც დაინახავთ და მოისმენთ, ასევე კითხულობთ წერილებს და არაოფიციალურ შეტყობინებებში. შეცდომით მიიღებთ სხვის შეტყობინებას ან გაიგებთ სხვების საიდუმლოს. საღამოს საათები დაუთმეთ ოჯახური ურთიერთობის მოგვარებას, ოჯახური გარემოს ჰარმონიზებას და ნაწილობრივ განახლებას.

ლომი - დღის დასაწყისი დაუთმეთ შესაძლო შეცდომების სკურპულოზურ ძიებას. ფინანსურ საქმეებში მოერიდეთ უყურადღებობას და ტყუილს. დღის ბოლოს პრაქტიკულობა და მეწვრილმანეობა შეიცვლება ესთეტიკური გარემოსკენ და დემოკრატიული ურთიერთობისკენ სწრაფვით. ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობა უშუალო და ჰარმონიული იქნება. გაგიჩნდებათ სიმპატია რომელიმე ახალი ნაცნობის მიმართ.

ქალწული - დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სრული ქაოსი სუფევს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას, დაპირების გაცემას. მოსალოდნელია ტყუილი პარტნიორის ან შემთხვევითი თანამოსაუბრის მხრიდან. შეუფერებელი მომენტია აგენტის ან შუამავლის არჩევისთვის. გარემოება დადებითად შეიცვლება საღამოსკენ. ამ დროს წარმატებულად ჩაივლის კონტაქტები, მოგზაურობა, საყიდლების გაკეთება.

სასწორი - დილით გამოიჩინეთ ყურადღება კოლეგებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობისას, რადგან ისინი ნაკლებად გულწრფელები იქნებიან, ასევე შეუფერებელი მომენტია ექიმთან ვიზიტის და სამედიცინო კვლევისთვის. საღამოს მოვლენები აგავსებთ ახალი ძალებით და გიბიძგებთ საკუთარი ინტერესებით მოქმედებისკენ პარტნიორის წინააღმდეგობის მიუხედავად. კარგი დროა სიყვარულთან, ხელოვნებასთან, ესთეტიკასთან დაკავშირებული წამოწყებისთვის.

ღრიანკალი - დღის პირველ ნახევარში სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მოითხოვს დელიკატურობას. გარშემომყოფები მინიშნებით გესაუბრებიან და სრულად არ გაგიზიარებენ საკუთარ ჩანაფიქრებს ან თქვენ მიმართ დამოკიდებულებას. გამოიყენეთ არსებული გარემოება როგორც საპასუხო თავშეკავებულობის საბაბი და არ გაუხსნათ გული თანამოსაუბრეს. საღამოს წარმატებულად გადაიჭრება მატერიალური პრობლემები, გაძლიერდება ურთიერთგაგება სიყვარულსა და თანამშრომლობაში.

მშვილდოსანი - დღეს ნაკლებად შედეგიანი იქნება უფროსთან, მშობლებთან ან კოლეგებთან საუბარი. რაც უფრო ბევრ სიტყვას წარმოთქვამთ, მით უფრო მეტად არასწორად გაგიგებენ. მოერიდეთ გარშემომყოფების უპატიოსნო საქციელს და თავადაც ნუ მისცემთ მოტყუების მიზეზს. რეკომენდებული არ არის დოკუმენტების ხელმოწერა. დღის ბოლოს დაივიწყეთ საქმეები, სიხარულს მოგანიჭებთ თბილი და მეგობრული ურთიერთობა მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა - დილით არასწორად შეფასდება ან უგულებელყოფილი იქნება თქვენი ზედმიწევნითი შრომა. მიიღებთ უსიამოვნო წერილს ან შეტყობინებას. ნაკლებად შესაფერისი მომენტია მიმოწერის დაწყებისთვის. ახალი საქმეების, მათ შორის პირადულისთვის, აირჩიეთ საღამოს საათები. ამ დროს თქვენი მიდრეკილება, ესთეტიკური ან ვალდებულების გრძნობა ადეკვატურ გამოხმაურებას ჰპოვებს.

მერწყული - დღის საათები დაუთმეთ რუტინას. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას, რადგან არასაკმარისი კონცენტრაცია და თავშეკავებულობა ხელს შეგიშლით საჭირო საკითხებზე ყურადღების მოკრებაში. რეკომენდებული არ არის საგადასახადო ორგანოში, ბანკში ან სადაზღვევო ორგანიზაციაში ვიზიტი. საღამო ხელსაყრელია სასიყვარულო საქმეების, დასვენების, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თევზები - ნაკლებად შესაფერისი დროა გულწრფელი საუბრისთვის. ურთიერთობის გარკვევის მცდელობა საპირისპირო შედეგს გამოიღებს. გულჩახვეულობა აისახება ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე. გადადეთ გასაუბრება, კონსულტაცია, მოკლე მოგზაურობა, საჯარო გამოსვლა ან ხელშეკრულების ხელმოწერა. დღის ბოლოს თავაზიანობა, დიპლომატიურობა ან ორიგინალური რიტუალი მოაგვარებს ურთიერთობის უსიამოვნო მხარეებს.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews