6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 5-04-2012, 14:15, ნანახია: 988

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს დიალოგის შედეგი დამოკიდებულია თქვენ მართებულ საქციელზე. თანამოსაუბრეს უმტყუნებს ჩვეული სიმშვიდე და ის აღარ დაგითმობთ. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დაუთმოთ, რათა მოგებული დარჩეს ერთობლივი საქმე. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში კამათის საგანი გახდება ინტიმური ცხოვრება, ხოლო პროფესიულ ურთიერთობაში კი ძალაუფლების და გავლენისთვის ბრძოლა.

კურო - დღეს დაგჭირდებათ ზომიერების გრძნობა, რომელსაც გიკარნახებთ გონება და გამოცდილება. დამატებით იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ არარეალური მიზნების დასახვას და რთული დავალების შესრულებას, ასევე მძაფრ კამათს პროფესიულ საკითხებზე.

ტყუპები - დღეს თქვენი მსოფლმხედველობა ზოგადად ჰარმონიული და სტაბილური იქნება. მეტად დაძაბული იქნება დღის პირველი ნახევარი. გაგიჭირდებათ ბავშვი ან კოლეგის გაგების მოპოვება. ახლობლებთან ურთიერთობა გართულდება კამათით, რომელიც წარმოიქმნება ეჭვიანობის, პროფესიული შეჯიბრის ან ინტიმური ცხოვრებით უკმაყოფილების შემთხვევაში.

კირჩხიბი - დღეს მოვლენების დადებითად განვითარების საწინდარი იქნება შინაგანი და გარეგანი წონასწორობა. არ აყვეთ დამანგრეველ ემოციებს. ცოლ-ქმრული ურთიერთობას მხოლოდ სექსუალურ ლტოლვაზე ნუ ააგებთ, მოერიდეთ ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს და დროულად გააკონტროლეთ თქვენი მართვის მცდელობა.

ლომი - ხელსაყრელი დროა პროფესიულ თემებზე შეხვედრის, საწარმოო თათბირის ჩატარების, უფროსობასთან ოფიციალური საუბრისთვის. პროდუქტიული ურთიერთობის საწინდარი იქნება ეტიკეტის წესების ორმხრივი დაცვა, ასევე მიმდინარე საკითხების ღირსეულად განხილვა. მოლაპარაკების პროცესში წარმოქმნილ უთანხმოებას ღია კამათში ნუ გადაიყვანთ.

ქალწული - დღეს მოერიდეთ საყიდლებით გატაცებას, განსაკუთრებით ნახმარი ნივთების შეძენას, რადგან მათი შეძენა და მომავალი ექსპლუატაცია დაკავშირებული იქნება მთელ რიგ პრობლემებთან. არასასურველია ფინანსური სტრატეგიის კარდინალური ცვლილება, რადგან უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე შეიძენთ. საჩუქრები, კოსმეტიკა, სუნამო ან სუვენირები საღამოს შეიძინეთ.

სასწორი - მნიშვნელოვანი წამოწყებები დაგეგმეთ დღის მეორე ნახევარში, სწორედ ამ დროს გექნებათ აუცილებელი სულიერი წონასწორობა, დილის საათებში მოსალოდნელია ცუდი განწყობა, გარშემომყოფების ან მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილება. დღის პირველ ნახევარში შეგნებულად მოერიდეთ ემოციების უკონტროლო ამოფრქვევას, შურისძიებას, აკვიატებულ იდეებს.

ღრიანკალი - დღის დასაწყისში შესაძლოა უარი თქვათ ზოგადად მიღებული წესების შესრულებაზე და საკუთარი შეხედულებით იმოქმედოთ. მსგავსი ტაქტიკა ნეგატიურად აისახება თქვენ მსოფლმხედველობაზე და ერთობლივ საქმეებზე. მოერიდეთ ეჭვიანობას, შურიანობას, ძალაუფლების სურვილს. რაც დაარღვევს კავშირს შიგნიდან.

მშვილდოსანი - დღეს თქვენი თავისუფლება შეზღუდულია, ადამიანების და მოვლენების საკუთარი შეხედულებით მართვას ვერ შეძლებთ. მოგიწევთ საქმიანი ქცევის ეტიკეტის, არსებული კანონმდებლობის, არაფორმალურ საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვა. საკუთარ თავზე უნდა აიღოთ რთული ფინანსური ან ორგანიზაციული ვალდებულება გარემოს ან ვინმე ბრძანების ზეწოლით.

თხის რქა - დღეს მოერიდეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გადაღლილობა, მოგიწევთ რთული და არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსობას, კოლეგებთან, ახლობლებთან, ასევე კონკურენტებთან. მოერიდეთ სტრესებს, რომელიც გამოიწვევს ემოციურ აფეთქებას.

მერწყული - დღეს წონასწორობას შეინარჩუნებთ ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა დაზღვეული არ ხართ ფარული პრობლემების და უსიამოვნებისგან. პროფესიულ ან სხვა სახის წარმატებას თან სდევს ძველი დაავადების ან კულისებს მიღმა ბრძოლის გააქტიურება. თუმცა იღბალი თან გდევთ.

თევზები - დღის განმავლობაში მოსალოდნელია პარტნიორულ ურთიერთობასთან, ქონების გაყოფასთან, უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული კრიზისი. ნაკლებად შესაფერისი მომენტია სასამართლო პროცესის ან პროფესიული კამათის, ხელშეკრულების დადების, პირველი შეხვედრისთვის. შეინარჩუნეთ ღირსებას ყოველგვარი უსიამოვნების წინაშე. საკუთარ მარცხს ნუ დაუმალავთ გამოცდილ ადამიანებს, ისინი ადვილად მიხვდებიან ამას.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
  • სკაიპი: --
6 აპრილი 2012 13:01

mariam babilodze

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 25.02.2012
 
martalia

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews