7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 6-04-2012, 14:29, ნანახია: 934

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - საღამომდე შეხვდებით წინააღმდეგობას, რომელიც თავისუფლებას შეგიზღუდავთ. ეს შესაძლოა იყოს საჭირო ადამიანის არყოფნა, სიმკაცრე ან მეუღლის დაკავებულობა, საზოგადოებაში მიღებული რაიმე მკაცრი წესების და ნორმების გავლენა. დღის ბოლოს საინტერესო ადამიანები თქვენთან უფრო თბილ ურთიერთობას დაამყარებენ.

კურო - დღე დაიწყეთ აუცილებელი პროცედურებით, ასევე დასვენების დღის ორგანიზებით. ამგვარად საღამოს გათავისუფლდებით და თავისუფლად და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს ახლობლების წრეში. დღის ბოლო შესანიშნავად ჩაივლის საყვარელი ადამიანის გარემოცვაში, ამასთან ურთიერთობას გაამყარებს ერთმანეთისკენ ლტოლვა.

ტყუპები - დღეს ბოლომდე გაარკვიეთ სასიყვარულო საქმეები. ურთიერთობას, რომელიც არ გაწყობთ ან იწვევს ეჭვს, მიეცით კიდევ ერთი შანსი. კულტურული ღონისძიების ჩატარებას, დასვენებას ან სასიყვარულო შეხვედრასთან დაკავშირებული გეგმები დღის ბოლოს დასახეთ, რადგან ამ დროს უკეთესი განწყობა გექნებათ.

კირჩხიბი - საღამომდე მხოლოდ იოცნებებთ სრულ და უპირობო დამოუკიდებლობაზე. თქვენზე ზეწოლას მოახდენს ოჯახური ან ეროვნული ტრადიციები, დაუსრულებელი პროფესიული საქმეები, ყოფითი უწესრიგობა, ოჯახის უფროს წევრებთან რთული ურთიერთობა. დასვენება, პაემანი ან შემოქმედებითი საქმიანობა გადაიტანეთ საღამოსთვის. ამ დროს იგრძნობთ მეტ თავისუფლებას.

ლომი - დილით და დღისით თქვენი კონტაქტები და გადაადგილება მკაცრად იქნება რეგლამენტირებული და გაწერილი წვრილმანების ჩათვლით. საღამოს უფრო მჭიდრო ემოციური ურთიერთობა გექნებათ მშობლებთან, ბავშვებთან, ოჯახურ ტრადიციებთან. თქვენ მიერ განცდილი დადებითი ან უარყოფითი გრძნობების მიუხედავად გაგიჩნდებათ აუხსნელი ერთიანობა ახლობლებთან და მეტად დაგჭირდებათ მათთან კონტაქტი.

ქალწული - დილით მიყევით განსაზღვრულ სისტემას და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება. სიტუაციისადმი რაციონალური მიდგომა დაგიცავთ ზედმეტი ხარჯის და არასაჭირო კონტაქტებისგან. საღამოს დაგჭირდებათ მძაფრი განცდები და ემოციური ტალღები. დაიწყებთ ახალი შთაბეჭდილების ძიებას სტუმრად ან გზაში. ღამით მოსალოდნელია მოკლე მოგზაურობა თქვენი ინიციატივით.

სასწორი - დილით თქვენთვის დამახასიათებელი იქნება სიფრთხილე და ანგარიშიანობა. მეტად მოკრძალებული ან რაიმეთი დათრგუნული იქნებით. თქვენი საქციელი გახსნილი და თანმიმდევრული არ იქნება. გაგიჩნდებათ მაღალი მოთხოვნები გარშემომყოფების მიმართ, რაც გამოიწვევს დროებით მარტოობას. საღამოს აღმოჩნდებით ძლიერი გრძნობების ან ახალი მძაფრი სურვილების გავლენის ქვეშ, რაც გაიძულებთ ძველ სიმკაცრეზე უარის თქმას.

ღრიანკალი - საღამომდე მოერიდეთ ზედმეტ მოქმედებას და საკუთარი ახირების დაუყონებლივ განხორციელებას. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ერთობა, ვიდრე დამოუკიდებლობა. დღის ბოლოს, კი შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოთხოვნილებები. ამ დროს გაძლიერდება თქვენი მგრძნობიარობა, ინტუიცია, მუსიკალურობა.

მშვილდოსანი - დღის საათები ხელსაყრელია სავალდებულო ან წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ეს შესაძლოა იყოს არაფორმალური საზოგადოების კრება, ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რაიმე სოციალურ აქციაში მონაწილეობა. საღამოსკენ თქვენ საქციელს უფრო ხშირად წარმართავს ფარული სურვილები და ოცნება, რომელიც დროდადრო ძალიან გაძლიერდება. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას ემოციების და ინსტინქტების გავლენით.

თხის რქა - დილით ხელს შეგიშლით თავშეკავებულობა და პირობითობის აყოლა, ასევე ზედმეტი მიზანსწრაფვა და პროფესიული მიღწევებით სიამაყე. იანვარში დაბადებულები უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. შაბათს უფრო გახსნილი, მგრძნობიარე, რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, ინტერესებიც უფრო ხალისიანი და უჩვეულო გექნებათ.

მერწყული - დღის დასაწყისში დასახულიდან გზიდან არ გადაუხვევთ, მიყვებით საკუთარ მოსაზრებას ან ავტორიტეტული ადამიანების სიტყვებს, რაც დაგიცავთ ნებისმიერი მოულოდნელობისგან. საღამოს გარემოება შეიცვლება, თქვენი წესები ახალი რეალობისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. მოხვდებით საკუთარი გრძნობების ტყვეობაში და უფრო წინდახედული გახდებით.

თევზები - მნიშვნელოვანი პირადული ხასიათის ღონისძიება გადაიტანეთ საღამოსთვის. დილით და დღისით მოიწესრიგეთ თავი, აღადგინეთ აუცილებელი სიცხადე საქმეებში და გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. საღამოს შეგიძლიათ დაივიწყოთ თავშეკავებულობა და შებოჭილობა, შიში და ფსიქოლოგიური კომპლექსი. თქვენი მოქმედების გასაქანს განსაზღვრავს თქვენი ფანტაზია.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews