8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 7-04-2012, 15:12, ნანახია: 893

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - საკმარისი თანხა არ გექნებათ ცხოვრებით ტკბობის და სიამოვნების მიღებისთვის. მოგიწევთ ფინანსური ან სხვა სახის დახმარების მიღება სხვა ადამიანებისგან. მეტად მნიშვნელოვანი იქნება მძაფრი განცდების და გრძნობითი სიამოვნების მიღება. გაგიჩნდებათ ფუფუნებისკენ სწრაფვა.

კურო - დღეს აქტუალური იქნება ოქროს შუალედის მოძებნა, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ურთიერთგაგებას ზიანს მოუტანს ჭარბი ამბიციურობა, მომთხოვნელობა, ქედმაღლობა, ავტორიტარიზმი. შეუფერებელი დროა ორივე მხრიდან ზედმეტი მგრძნობიარობის, სენტიმანტალურობის, რელიგიურობის, სიუხვის გამოჩენისთვის. გამორჩეულობისკენ ნუ ისწრაფვით, ასევე არ დათრგუნოთ ადამიანები ზრუნვით და მეურვეობით.

ტყუპები - დღეს ეცდებით ყველაფერი საუკეთესოდ შეასრულოთ, თუმცა არ გადაამლაშოთ. მაგ. სახლში სტუმრების მისაღებად ზედმეტ კერძებს ნუ მოამზადებთ. თქვენ ორგანიზმზე არასასურველ გავლენას მოახდენს ალკოჰოლი, კალორიული საკვები, გართობა.

კირჩხიბი - კარგი დღეა სტუმრად ვიზიტის, ძვირადღირებული დასვენების ორგანიზებისთვის, ასევე მასშტაბური კრეატიული ჩანაფიქრების განხორციელების, დიდების და აღიარების ძიებისთვის. პირადული ნიჭი ან ბავშვების შესაძლებლობა განვითარდება და მათ დამატებით გამოიყენებთ. სასიყვარულო ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი იქნება ინტიმური კონტაქტი ან მისკენ სწრაფვა.

ლომი - დღეს თქვენთვის ბუნებრივი იქნება კარგი ცხოვრების და კეთილდღეობისკენ სწრაფვა. თუმცა თქვენი შეხედულება ფუფუნებას და პრესტიჟზე, კეთილდღეობას და კომფორტზე არსებითად განსხვავებული იქნება მშობლების ან ბავშვების შეხედულებისგან. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება ქონებრივ, ფინანსურ, იურიდიულ, ზნეობრივ ან რელიგიურ ნიადაგზე. გამოიჩინეთ კეთილშობილება და მოერიდეთ ღია კონფლიქტს.

ქალწული - დღეს რუტინა არ გიზიდავთ. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ შორეულ მოგზაურობას, მასშტაბურ ავანტიურას, თვალსაწიერის გაფართოებას, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ სფეროებს. ხელსაყრელი დროა პატივცემულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც თქვენზე დადებით ზნეობრივ გავლენას ახდენენ. მოსალოდნელია ნაცნობობა სხვა ქალაქის ან ქვეყნის წარმომადგენლებთან.

სასწორი - დღეს გაგიჩნდებათ ცდუნება გადაუხვიოთ დამტკიცებულ ბიუჯეტს და შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი. მოსალოდნელია დამატებითი ხარჯი კვებას, განათლებას, წვეულების ან მოგზაურობისთვის მზადებაზე. კარგი დრო მოდური ნივთების და სამკაულების შეძენისთვის. თუმცა მათში უფრო მეტ თანხას გადაიხდით, ვიდრე სხვა დროს.

ღრიანკალი - ლამაზი ცხოვრების და დამატებითი კეთილდღეობისკენ სწრაფვას თან სდევს სიზარმაცე, მომატებული მგრძნობიარობა ან სენტიმენტალურობა. გაიზრდება მადა, რომლის გაუკონტროლება გამოიწვევს ზედმეტი წონის დაგროვებას. ცოლ-ქმრული ურთიერთობა გამყარდება სექსუალური ლტოლვის ხარჯზე, თუმცა დაზარალდება რელიგიური, ზნეობრივი ან ქონებრივი კამათის გამო.

მშვილდოსანი - დღეს ექსკლუზიურ სიამოვნებას შეუთავსეთ გონივრული თვითკონტროლი. ის, რაც ხაზს უსვამს თქვენ სტატუსს და მიღწევებს, შესაძლოა ზიანი მოუტანოს თქვენ განწყობას. თქვენი მთავარი მიზანი შესაძლოა გახდეს გასტრონომიული ან სექსუალური ტკბობა. ხელსაყრელი დღეა პრესტიჟულ რესტორანში ან ღამის კლუბში ვიზიტისთვის.

თხის რქა - დღეს ნუ შეუშინდებით დამატებით ხარჯებს, რადგან ფულს ამაოდ არ დახარჯავთ. მატერიალური პრობლემების ნაწილს გაიზიარებს მეგობარი, საყვარელი ადამიანი ან ბავშვი. შესანიშნავი დროა რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის, ასევე პრესტიჟულ ადგილზე ან ცნობილი ადამიანების გარემოცვაში დასვენებისთვის.

მერწყული - დღეს დროულად მოთოკავთ მადას. თავი შეიკავეთ გადაძღომის, ზედმეტი მღელვარების, გართობისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ენდოკრინული დაავადების არსებობისას. გაუფრთხილდით ნაღდ ფულს. შინაურებთან სამართლებრივ, ქონებრივ ან რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებულ უთანხმოებას კრიტიკულ ზღვარზე ნუ მიიყვანთ.

თევზები - დღეს გული გაგიწევთ ეგზოტიკისკენ და არ შეურიგდებით ჩვეულ არსებობას. მაგნიტივით მიგიზიდავთ შორეული ქვეყნები, ჩვევები ან არასტანდარტული ტრადიციები. მჭიდრო ურთიერთობას გააბამათ სხვა ქალაქების ან ქვეყნის წარმომადგენლებთან, დაფიქრდებით მოგზაურობას ან დამატებითი უმაღლესი განათლების მიღებაზე. გადაწყვეტილების უმრავლესობას ინტუიციურად მიიღებთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews