12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 12-04-2012, 03:45, ნანახია: 485

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს სამსახურში ძალიან დატვირთული დღე გელით. ეცადეთ ენერგია საღამოსთვის შემოინახოთ, რადგან მოსალოდნელია მოგიწიოთ წვეულებაზე წასვლა, სადაც კარგ დროს გაატარებთ.

კურო - ეს დღე დაიტვირთება სასიყვარულო განცდებით, რომანტიკული შეხვედრებითა და სხვადასხვა თავგადასავლით. მოგეცემათ განმარტოებისა და საკუთარი მოქმედების ანალიზის საშუალებაც. მოსალოდნელია, რამე შეიცვალოს თქვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. თუ არსებული გარიგებები სხვადასხვა მიზეზის გამო არ იძლეოდა დადებით ეფექტს ან, საერთოდ, გადადებული გქონდათ, იგი რეალიზაციას დღეს ჰპოვებს.

ტყუპები - დადებითი დღე გელით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომერციასთან, ხელოვნებასთან ან ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან. მოსალოდნელია, გაგიუმჯობესდეთ ფინანსური მდგომარეობა. ამას, ძირითადად, ადრე გაკეთებული საქმეების ხარჯზე მოახერხებთ.

კირჩხიბი - დაგეუფლებათ ადამიანების და სიტუაციის მართვის სურვილი. ტაქტის გამოჩენა გმართებთ და ყველაფერი თავისთავად აეწყობა.

ლომი - მცირე პრობლემების მიუხედავად, წინ წარმატებული დღე გელით. გაგიმართლებთ ფინანსურ ოპერაციებში და სამსახურში შესაძლებელია დაგაწინაურონ კიდეც. არ გადაიღალოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ქალწული - ეცადეთ, სამსახურებრივი საქმეებით არ დაიტვირთოთ. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავლისთვის გადადეთ. ფინანსებთან დაკავშირებით მცირედი პრობლემებია მოსალოდნელი, თუმცა მეგობრების დახმარებით ყველაფერს ადვილად მოაგვარებთ.

სასწორი - სამომავლოდაც თავგამოდებით იშრომეთ, სხვებსაც გულმოდგინედ მიეხმარეთ და შესანიშნავ შედეგებსაც უთუოდ მიაღწევთ. შემოსავალზე ფიქრს ნუ გადაჰყვებით. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს თქვენი კონკურენტები ძალიან შეგაწუხებენ, მაგრამ შეეცადეთ ცოტახნით შეისვენოთ და განერიდოთ მათ, რომ მალე ახალი ძალებით შეძლოთ თქვენი საქმიანობის გაგრძელება.

მშვილდოსანი - ეს დღე ნეგატიურია ახალი საქმეების წამოსაწყებად. მოსალოდნელია დღეს დაწყებულმა საქმემ არ გაამართლოს. ჯობია მიჰყვეთ ცხოვრების დინებას.

თხის რქა - კარგი დღეა საოჯახო და იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. თქვენს საიდუმლოებებს ნურავის გაუმხელთ. სასიყვარულო კავშირების მოწესრიგება დღეს თქვენს სულიერ მდგომარეობასაც გამოასწორებს.

მერწყული - დღეს მოიმატებს მგრძნობელობა. აკონტროლეთ ემოციები. არ ჩაერიოთ სხვების საქმეში. დღის გატარება ოჯახურ სიმყუდროვეში ჯობს - ეს თქვენ სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ. წარუმატებელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის და ახალი საქმიანობის წამოწყებისთვის.

თევზები - ეცადეთ დღეს კეთილი და გულისხმიერი იყოთ. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენს გარშემო და სათანადოდ მოიქეცით, ოღონდ სიფრთხილეს ნუ დაივიწყებთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews