13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 13-04-2012, 13:17, ნანახია: 375

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან დღევანდელ დღეს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის, ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში, შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

კურო - დრო დადგა თქვენი ნაცნობ-მეგობრების წრე, ახალი ადამიანებით გააფართოვოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და სპორტული აქტივობისათვის.

ტყუპები - დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ ობიექტურად გადააფასოთ, თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა. სამომავლოდ დასახულ მიზნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებთ წრამატებით, თუ მათ ახლებურად მიუდგებით. დღეს ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან მომავალში ამ დანაპირების ვერშესრულების ალბათობა ძალზე დიდი იქნება..

კირჩხიბი - დღის პირველ ნახევარში შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. არც ისაა გამორიცხული, საქმიანი პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელმა ან ფინანსურმა მაქინაციამ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში, ყოველგვარი სახის გაუგებრობისა და პრობლემის წარმატებით მოგვარებას შესძლებთ. ისე რომ საღამოს თავისუფალი დროის, მეგობრების წრეში გასატარებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებადაც კი გექნებათ შესანიშნავი განწყობა..

ლომი - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად..

ქალწული - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.

სასწორი - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

ღრიანკალი(მორიელი) - თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ემოციებს ნაკლებად აჰყვებით და საღად განსჯის უნარს არ დაკარგავთ. გადამეტებული ამბიციურობის გამოჩენის გამო, შესაძლოა გარშემომყოფებმა ეგოიზმში დაგდონ ბრალი. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც თქვენი მხრიდან კომპრომისზე წასვლის აუცილებლობა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. დღეს თქვენ საამისოდ ნამდვილად არ ხართ მზად.

მშვილდოსანი - დღის მეორე ნახევარში, საკუთარი თავის რწმენა გემატებათ და გასაოცარი შრომისუნარიანობითაც გამოირჩევით. თქვენი ენთუზიაზმი და პიროვნული შარმი კი შესაძლოა, გავლენიანი ბიზნეს პარტნიორის ან ფინანსური მფარველის შეძენაში დაგეხმაროთ. დღევანდელი დღე კარგია, საქმიანობის სფეროს შესაცვლელად, ახალ სამსახურში მოსაწყობად ან შორსმიმავალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად. თქვენში გაძლიერებულია ოპტიმიზმი და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი, ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც პროფესიულ ასპარეზზეც უდაო წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები, ბასრი ხანჯალის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს, მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.

მერწყული - დღეს პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

თევზები - დღეს თქვენში მომატებულმა მგრძნობელობამ და შინაგანმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოდროინდელი გადაღლისა და ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგია, გამორიცხული არაა, თქვენი მხრიდან გარშემომყოფებთან მიმართებაში, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების კუთხით, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დღე, ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ ან ძველი, გადადებული საქმეების მოგვარებით დაკავდეთ

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews