14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 13-04-2012, 19:36, ნანახია: 854

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ამას თქვენთვის ჩვეული, კრიტიკული ტონის თანხლების გარეშეც კი გააკეთებთ. დღევანდელ დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

კურო - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

ტყუპები - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულ ჭრილში დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების, სწრაფად და ოსტატურად მოგვარების გზებიც იპოვნოთ. თუმცა ნებისყოფის დაძაბვისა და მაქსიმალური შრომისუნარიანობის გამოჩენის გარეშე, წარმატების შანსი, რომელსაც დღევანდელი დღე იძლევა, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ. განსაკუთრებული წარმატება ელოდება სამეცნიერო და საგამომცემლო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს.

ლომი - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ქალწული - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

სასწორი - მართალია დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ, საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ, საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

მშვილდოსანი - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

თხის რქა - დღევანდელი დღე საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის საშუალებას მოგცემთ. ამასთან წარსულის ჯეროვნად გადაფასებას და სამომავლოდ, ახალი გეგმების დასახვასაც მოახერხებთ. დღეს ენერგიის საოცარ მოზღვავებასთან ერთად, გარშემომყოფთა უშუალო და დადებით დამოკიდებულებასაც იგრძნობთ თქვენს მიმართ. შეეცადეთ ყურადღების არეალში მოაქციოთ, ნებისმიერი უმნიშვნელო მოვლენაც კი. შესაძლოა ამგვარმა დაკვირვებამ, მომავალში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე მიგანიშნოთ. ამიტომ და თუ სამომავლოდ რაიმეს ინანებთ, მხოლოდ თქვენს დღევანდელ დაუკვირვებლობას დააბრალეთ.

მერწყული - დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული შედეგებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუკი შესძლებთ ამბიციები დაიოკოთ და სხვათა მითითებებს, დროებით მაინც დაემორჩილოთ. ამგვარი საქციელით, სამომავლო საქმიანობისთვის, მძლავრ მოკავშირეებს შეიძენთ და კონკურენტებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით. თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას და გადაუმოწმებლად, ბრმად ნუ ენდობით მას.

თევზები - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews