15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 14-04-2012, 21:15, ნანახია: 712

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

კურო - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

ტყუპები - დღევანდელი დღე ინტელექტუარ განვითარებას დაუთმეთ, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამომავლოდ, ახალი პერსპექტივების დასახვაშიც დაგეხმარებათ. პოზიტიური და დადებითი მუხტი, სავარაუდოდ სარისკო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ, რაც საბოლოო ჯამში, მოულოდნელ და თქვენთვის ძალზე სასიამოვნო სიახლეებს გამოიწვევს. შესაძლოა ისეთი მიზნების მიღწევის შანსი გაგიჩნდეთ, რის შესახებაც აქამდე, ოცნებაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. აქდან გამომდინარე, შეგიძლიათ ხელი თამამად მოჰკიდოთ ნებისმიერ ახალ საქმეს.

კირჩხიბი - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

ლომი - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

ქალწული - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადბითად იმოქმედებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და შესაძლოა, რომელიმე მათგანს, რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით.

სასწორი - დღევანდელი დღე იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ, გამორიცხული არ არის, სარფიანი გარიგება დადოთ ან შემოსავლის ახალი, სოლიდური წყარო გაიჩინოთ. საღამოს თქვენი ამაღლებული განწყობა და ლიბერალური მიდგომა, პირად ურთიერთობებზეც პოზიტიურად აისახება და საყვარელ ადამიანთანაც მოახერხებთ ურთიერთობის გარკვევას.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

მშვილდოსანი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

თხის რქა - დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

მერწყული - დღევანდელი დღე წარსულში, თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომების გააზრებას და მათ გამოსასწორებლად, გზების ინტენსიურ ძიებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება ზოგიერთი სიტუაციიდან, გამოსავალი უკვე ვეღარც იპოვნოთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ქმედებების გადაფასებას ასე გულმოდგინეთ ცდილობთ, გარშემომყოფთა თვალში, რეპუტაციას აგიმაღლებთ და შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ.

თევზები - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews