16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 15-04-2012, 20:33, ნანახია: 801

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებული წარმატებით ჩაივლის მოლაპარაკებები, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან და მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტები. კარგი დღეა საქმიანი თათბირების ან ბრიფინგების მოსაწყობად, ბიზნეს პარტნიორებთან სასურველი შეთანხმების მისაღწევად და სამეცნიერო საქმიანობისთვის. დღეს განსაკუთრებით გიადვილდებათ პატარებთან ურთიერთობა. ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, სეირნობა ან უბრალოდ მათთან თამაშიც კი, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კურო - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

ტყუპები - დღის პირველ ნახევარში შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. არც ისაა გამორიცხული, საქმიანი პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელმა ან ფინანსურმა მაქინაციამ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში, ყოველგვარი სახის გაუგებრობისა და პრობლემის წარმატებით მოგვარებას შესძლებთ. ისე რომ საღამოს თავისუფალი დროის, მეგობრების წრეში გასატარებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებადაც კი გექნებათ შესანიშნავი განწყობა.

კირჩხიბი - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

ლომი - დღეს თქვენი გონება და ემოციები, გასაოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად ლიკვიდირებაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება თუ, ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს შეეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. კარგი დღეა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სპორტული აქტივობისათვის. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

სასწორი - დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის მომტანია. თქვენში გაძლიერებული შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.

ღრიანკალი(მორიელი) - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

მშვილდოსანი - დღეს თავი უნდა შიკავოთ ნებისმიერი სახის, სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. აჯობებს დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მით უმეტეს რომ, დღეს თქვენ ღრუბელივით ისრუტავთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა ესაჭიროება, მათი გულწრფელი მადლიერება და სითბო, განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს შერყეულ, საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

თხის რქა - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

მერწყული - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

თევზები - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews