18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 17-04-2012, 21:26, ნანახია: 1198

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

კურო - დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქედან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

ტყუპები - გამომდინარე იქედან, რომ დღეს შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მომატებული ემოციურობისა და კონფლიქტურობის გამომჟღავნებისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული, ნებისმიერი ოპერაციის წარმოებისას. საერთოდაც, თუ ამით თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სერიოზული ზიანი არ მიადგება, აჯობებს მატერიალური საკითხების მოგვარება, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

ლომი - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

ქალწული - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

სასწორი - დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

ღრიანკალი(მორიელი) - დღის მეორე ნახევარში, საკუთარი თავის რწმენა გემატებათ და გასაოცარი შრომისუნარიანობითაც გამოირჩევით. თქვენი ენთუზიაზმი და პიროვნული შარმი კი შესაძლოა, გავლენიანი ბიზნეს პარტნიორის ან ფინანსური მფარველის შეძენაში დაგეხმაროთ. დღევანდელი დღე კარგია, საქმიანობის სფეროს შესაცვლელად, ახალ სამსახურში მოსაწყობად ან შორსმიმავალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად. თქვენში გაძლიერებულია ოპტიმიზმი და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი, ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც პროფესიულ ასპარეზზეც უდაო წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი - დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ თამამდ მოითხოვოთ სამსახურში, კუთვნილი დაწინაურება ან სულაც ხელფასის გაორმაგება. თქვენში გაძლიერებული ინტუიცია და გარშემომყოფთა მიმართ თანადგომის სურვილი, თქვენვე მოგიტანთ წარმატებას, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა სახელოვნებო ან სათეატრო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.

თხის რქა - დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

მერწყული - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

თევზები - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews