20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 19-04-2012, 21:12, ნანახია: 1192

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

კურო - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

ტყუპები - დღეს თავი უნდა შიკავოთ ნებისმიერი სახის, სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. აჯობებს დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მით უმეტეს რომ, დღეს თქვენ ღრუბელივით ისრუტავთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა ესაჭიროება, მათი გულწრფელი მადლიერება და სითბო, განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს შერყეულ, საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

კირჩხიბი - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს

ლომი - დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

ქალწული - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

სასწორი - დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის მომტანია. თქვენში გაძლიერებული შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.

ღრიანკალი(მორიელი) - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

მშვილდოსანი - დღევანდელი დღე, საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებული წარმატებით ჩაივლის მოლაპარაკებები, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან და მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტები. კარგი დღეა საქმიანი თათბირების ან ბრიფინგების მოსაწყობად, ბიზნეს პარტნიორებთან სასურველი შეთანხმების მისაღწევად და სამეცნიერო საქმიანობისთვის. დღეს განსაკუთრებით გიადვილდებათ პატარებთან ურთიერთობა. ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, სეირნობა ან უბრალოდ მათთან თამაშიც კი, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თხის რქა - თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ემოციებს ნაკლებად აჰყვებით და საღად განსჯის უნარს არ დაკარგავთ. გადამეტებული ამბიციურობის გამოჩენის გამო, შესაძლოა გარშემომყოფებმა ეგოიზმში დაგდონ ბრალი. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც თქვენი მხრიდან კომპრომისზე წასვლის აუცილებლობა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. დღეს თქვენ საამისოდ ნამდვილად არ ხართ მზად.

მერწყული - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.

თევზები - დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ თამამდ მოითხოვოთ სამსახურში, კუთვნილი დაწინაურება ან სულაც ხელფასის გაორმაგება. თქვენში გაძლიერებული ინტუიცია და გარშემომყოფთა მიმართ თანადგომის სურვილი, თქვენვე მოგიტანთ წარმატებას, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა სახელოვნებო ან სათეატრო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews