21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 20-04-2012, 20:13, ნანახია: 990

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ხნიერი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ, ასაკით უფროს კოლეგებთან, ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

კურო - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

ტყუპები - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის საშუალებას მოგცემთ. ამასთან წარსულის ჯეროვნად გადაფასებას და სამომავლოდ, ახალი გეგმების დასახვასაც მოახერხებთ. დღეს ენერგიის საოცარ მოზღვავებასთან ერთად, გარშემომყოფთა უშუალო და დადებით დამოკიდებულებასაც იგრძნობთ თქვენს მიმართ. შეეცადეთ ყურადღების არეალში მოაქციოთ, ნებისმიერი უმნიშვნელო მოვლენაც კი. შესაძლოა ამგვარმა დაკვირვებამ, მომავალში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე მიგანიშნოთ. ამიტომ და თუ სამომავლოდ რაიმეს ინანებთ, მხოლოდ თქვენს დღევანდელ დაუკვირვებლობას დააბრალეთ.

ლომი - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე წარმოქმნილი სიტუაციდან გამომდინარე, იძულებით კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. თუმცა სამომავლოდ თქვენი ამგვარი საქციელი, უფროსობის მხრიდან დადებითად შეფასდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, თქვენ შორის გაუცხოვების მიზეზი, შესაძლოა ძველი წყენა იყოს, რომლის პატიებაც თქვენ ძალიან გიჭირთ. უმჯობესია თუ განაწყენების რეალურ მიზეზებზე, გულახდილად ისაუბრებთ პარტნიორთან, ერთობლივი კომპრომისის გზით, გაცილებით უმტკივნეულოდ მოაგვარებთ ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებს.

ქალწული - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

სასწორი - დღეს პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

ღრიანკალი(მორიელი) - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

თხის რქა - დღევანდელი დღე წარსულში, თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომების გააზრებას და მათ გამოსასწორებლად, გზების ინტენსიურ ძიებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება ზოგიერთი სიტუაციიდან, გამოსავალი უკვე ვეღარც იპოვნოთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ქმედებების გადაფასებას ასე გულმოდგინეთ ცდილობთ, გარშემომყოფთა თვალში, რეპუტაციას აგიმაღლებთ და შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ.

მერწყული - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

თევზები - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews