22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 22-04-2012, 09:36, ნანახია: 564

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს თავს სუსტად იგრძნობთ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვიტავთ დაიხმარეთ ახლობლები. თქვენი სისუსტე დიდხანს არ გაგრძელდება.

კურო - დღეს ფინანსებთან დაკავშირებით არასახარბიელო დღე გელით, მოგიწევთ არაგეგმიური დანახარჯები. დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ტყუპები - დღეს იქნება აქტიური შემოქმედებითი დღე. კარგად წავა საქმეები ბირჟაზე. დღევანდელი დღე მიუძღვენით არა თქვენ თავს, არამედ საყვარელ ადამიანს. ვარსკვლავები გამცნობენ, რომ ასეთი გატარებული დღე, თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი - საქმის დაწყებისათვის მშვენიერი დღეა. საქმისას ძალიან ყურადღებიანი იყავით, რადგან თქვენ შესაძლებელია დაუშვათ ელემენტარული შეცდომა, რაც ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. არანაირ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი.

ლომი - საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას უპირატესობა პატიოსნებას უნდა მიანიჭოთ. სანდო მოკავშირეები წარმატების გარანტია იქნება. დღეს, საკუთარ ეგოიზმს, ბოლოს და ბოლოს, დასძლევთ და შეეცდებით, სხვების განწყობაც გაიზიაროთ. კარგს იზამთ, თუ სასიყვარულო ურთიერთობებში ეჭვებსა და აგრესიას მოიშორებთ. საერთო ფულის განაწილების, დაზღვევის, გადასახადის ან მემკვიდრეობის ნიადაგზე რაღაც გართულებებია მოსალოდნელი.

ქალწული - ახლა დასვენება უფრო გმართებთ , ვიდრე ყოფით პრობლემებზე ზრუნვა. გადადეთ ადრე დაგეგმილი საქმეები და შვებულების სასიამოვნოდ გატარებაზე იფიქრეთ. დღის დასაწყისში შესაძლოა, საინტერესო მესიჯი მიიღოთ. არაა გამორიცხული, რომ დაუგეგმავი შემოსავალი გაგიჩნდეთ ან თუნდაც, ლატარიაში მოიგოთ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დაპატიჟეთ მეგობრები, ვთქვათ, ლუდზე-სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

სასწორი - ხელმძღვანელობასთან კონფლიქტები იმატებს. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. ადვილად ნურავის ენდობით. საღამო ბუნების წიაღში გაატარეთ.

ღრიანკალი(მორიელი) - დღის დასაწყისში ძალების მომატებას, სულიერ ამაღლებას შეიგრძნობთ, რის გამოც ნებისმიერ საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეასრულებთ, შესაძლებელია საკუთარ თავში ახალი ტალანტები აღმოაჩინოთ. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი - დღეს თქვენ შეძლებთ ადამიანების დარწმუნების და გადარწმუნების ნიჭის გამომჟღავნებას, შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის თქვენი საქმეების მოსაგვარებლად.

თხის რქა - თქვენ აშკარად ვიღაცამ თვალი დაგადგათ და დღეს გახდებით არშიყობის ობიექტი. შესაძლებელია ეს დღე გახდეს თქვენი ცხოვრების ახალი ათვლის წერტილი.

მერწყული - დღეს მოსალოდნელია წარმატება გეწვიოთ თქვენს საქმიანობაში, განსაკუთრებით თუ ბეჯითად და მუხლჩაუხრელად მიიწევთ საკუთარი მიზნებისკენ.

თევზები - როგორც ჩანს, ღია და სერიოზული საუბრების დრო დადგა. იყავით პირდაპირი და ამასთან კორექტული. თქვენს მიერ აზრის სწორად, არგუმენტირებულად გამოთქმამ,შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. დღეს სხვებზე ზეგავლენის მოხდენის დიდი შანის გეძლევათ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews