23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 22-04-2012, 19:07, ნანახია: 881

გაზიარება
3 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

კურო - დღევანდელი დღე, თქვენგან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას და მაქსიმალურ რისკს მოითხოვს. თუმცა ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. განსაკუთრებული გამბედაობის გამოჩენა ამ მხრივ, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით გმართებთ. რატომ კარგავთ დროს უსაფუძვლო ეჭვებსა და ნერვიულობაზე? თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ისედაც, საკმაოდ დაიღალა ლოდინითა და გაურკვევლობით. დროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაახაროთ ისიც და საკუთარი თავიც.

ტყუპები - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

კირჩხიბი - ვარსკვლავები საკმაოდ აქტიურ და მოულოდნელობებით აღსავსე დღეს გპირდებიან. შესაძლოა თავი უმნიშვნელო ფინანსურმა სიძნელეებმაც იჩინოს, თუმცა მათ მოგვარებას, დღის ბოლოს მეგობრების დახმარებით იოლად შესძლებთ. სამაგიეროდ ამ დახმარების საფუძველზე გამორიცხული არაა, ძალზე პერსპექტიულ სამომავლო პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი. წარმატების შანსი ერთი ორად იზრდება, თუკი თქვენ სახელოვნებო სფეროს ან ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ბრძანდებით. კარგი დღეა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასამაღლებლად და სხავადასხვა სახის ბრიფინგების მოსაწყობად

ლომი - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

ქალწული - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

სასწორი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ამას თქვენთვის ჩვეული, კრიტიკული ტონის თანხლების გარეშეც კი გააკეთებთ. დღევანდელ დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

ღრიანკალი(მორიელი) - მართალია დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ, საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ, საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.

მშვილდოსანი - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თხის რქა - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ხნიერი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ, ასაკით უფროს კოლეგებთან, ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

მერწყული - დღევანდელი დღე იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ, გამორიცხული არ არის, სარფიანი გარიგება დადოთ ან შემოსავლის ახალი, სოლიდური წყარო გაიჩინოთ. საღამოს თქვენი ამაღლებული განწყობა და ლიბერალური მიდგომა, პირად ურთიერთობებზეც პოზიტიურად აისახება და საყვარელ ადამიანთანაც მოახერხებთ ურთიერთობის გარკვევას.

თევზები - დღეს თქვენში მომატებულმა მგრძნობელობამ და შინაგანმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოდროინდელი გადაღლისა და ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგია, გამორიცხული არაა, თქვენი მხრიდან გარშემომყოფებთან მიმართებაში, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების კუთხით, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დღე, ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ ან ძველი, გადადებული საქმეების მოგვარებით დაკავდეთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: --
22 აპრილი 2012 21:04

treli

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 10.04.2012
 
es dzvelebia txis rqaze :X dadet ra axali :X

<
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: --
23 აპრილი 2012 15:28

dano

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 26.03.2012
 
treli,
შესწორებულია boss

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: nan6
25 აპრილი 2012 18:55

tiko yazarashvili

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 25.04.2012
 
magadia

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews