24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 23-04-2012, 20:09, ნანახია: 1046

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელი დღე ინტელექტუარ განვითარებას დაუთმეთ, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამომავლოდ, ახალი პერსპექტივების დასახვაშიც დაგეხმარებათ. პოზიტიური და დადებითი მუხტი, სავარაუდოდ სარისკო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ, რაც საბოლოო ჯამში, მოულოდნელ და თქვენთვის ძალზე სასიამოვნო სიახლეებს გამოიწვევს. შესაძლოა ისეთი მიზნების მიღწევის შანსი გაგიჩნდეთ, რის შესახებაც აქამდე, ოცნებაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. აქდან გამომდინარე, შეგიძლიათ ხელი თამამად მოჰკიდოთ ნებისმიერ ახალ საქმეს.

კურო - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

ტყუპები - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

კირჩხიბი - დღის პირველ ნახევარში შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. არც ისაა გამორიცხული, საქმიანი პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელმა ან ფინანსურმა მაქინაციამ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში, ყოველგვარი სახის გაუგებრობისა და პრობლემის წარმატებით მოგვარებას შესძლებთ. ისე რომ საღამოს თავისუფალი დროის, მეგობრების წრეში გასატარებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებადაც კი გექნებათ შესანიშნავი განწყობა.

ლომი - საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს თქვენში მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოა წარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ და პირველივე შემხვედრთან პაემაზე წასვლა გადაგაწყვეტინოთ. თუმცა ნამდვილად ღირს კი იმაზე დაფიქრება, ცეცხლს ხომ არ ეთამაშებით? უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

ქალწული - დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ ობიექტურად გადააფასოთ, თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა. სამომავლოდ დასახულ მიზნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებთ წრამატებით, თუ მათ ახლებურად მიუდგებით. დღეს ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან მომავალში ამ დანაპირების ვერშესრულების ალბათობა ძალზე დიდი იქნება.

სასწორი - დრო დადგა ოჯახური ურთიერთობების მოგვარებას დაუთმოთ ყურადღება. გამორიცხული არ არის, გარკვეული სახის მატერიალური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ. თუმცა ფინანსურ სიძნელეებს, დღის ბოლოს საკმაოდ უმტკივნეულოდ მოაგვარებთ. შეეცადეთ დრო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც დაუთმოთ. ამგვარმა დაკვირვებამ შესაძლოა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებიც კი გიკარნახოთ.

ღრიანკალი(მორიელი) - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

მშვილდოსანი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

თხის რქა - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

მერწყული - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები, ბასრი ხანჯალის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს, მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.

თევზები - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: --
23 აპრილი 2012 20:58

treli

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 10.04.2012
 
es horoskopi txis rqaze yoveltvis amartlebss magadia

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews