25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 24-04-2012, 21:24, ნანახია: 922

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

ტყუპები - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადბითად იმოქმედებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და შესაძლოა, რომელიმე მათგანს, რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით.

კირჩხიბი - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

ლომი - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

ქალწული - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

სასწორი - დღევანდელ დღეს თქვენში ემოციური განწყობა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა სამსახურში დაგროვილ, მომაბეზრებელ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდეთ და ისინი უბრალოდ ხვალისთვის გადადოთ. სამაგიეროდ შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება. შესაძლოა დღის ბოლოს, ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობაც დაარეგულიროთ და დაათბოთ.

ღრიანკალი(მორიელი) - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

მშვილდოსანი - დრო დადგა თქვენი ნაცნობ-მეგობრების წრე, ახალი ადამიანებით გააფართოვოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და სპორტული აქტივობისათვის.

თხის რქა - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

მერწყული - დღეს თავი უნდა შიკავოთ ნებისმიერი სახის, სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. აჯობებს დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მით უმეტეს რომ, დღეს თქვენ ღრუბელივით ისრუტავთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა ესაჭიროება, მათი გულწრფელი მადლიერება და სითბო, განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს შერყეულ, საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

თევზები - დღევენდელი დღე, პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის. ამიტომ მაქსიმალურად დადებითი კუთხით უნდა შესძლოთ, როგორც პროფესიული ისე პიროვნული თვისებების წარმოჩენა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს შორის ზღვარი, ძალზე მცირეა და დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით. თუ სამოგზაუროდ ან მივლინებაში მიდიხართ, წინ არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
  • სკაიპი: --
25 აპრილი 2012 14:03

miqia

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 25.04.2012
 
http://www.youtube.com/watch?v=t4A4KxYkS-w&feature=plcp&context=C4c4b557VDvjVQa1
PpcFOqY1pvISFQUPJC6Qc2uTX9aLhFqecUTR4%3D

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews