26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 25-04-2012, 20:43, ნანახია: 864

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

კურო - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

ტყუპები - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან დღევანდელ დღეს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის, ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში, შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

კირჩხიბი - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.

ლომი - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

ქალწული - დღევანდელი დღე საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის საშუალებას მოგცემთ. ამასთან წარსულის ჯეროვნად გადაფასებას და სამომავლოდ, ახალი გეგმების დასახვასაც მოახერხებთ. დღეს ენერგიის საოცარ მოზღვავებასთან ერთად, გარშემომყოფთა უშუალო და დადებით დამოკიდებულებასაც იგრძნობთ თქვენს მიმართ. შეეცადეთ ყურადღების არეალში მოაქციოთ, ნებისმიერი უმნიშვნელო მოვლენაც კი. შესაძლოა ამგვარმა დაკვირვებამ, მომავალში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე მიგანიშნოთ. ამიტომ და თუ სამომავლოდ რაიმეს ინანებთ, მხოლოდ თქვენს დღევანდელ დაუკვირვებლობას დააბრალეთ.

სასწორი - დღევანდელი დღე ინტელექტუარ განვითარებას დაუთმეთ, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამომავლოდ, ახალი პერსპექტივების დასახვაშიც დაგეხმარებათ. პოზიტიური და დადებითი მუხტი, სავარაუდოდ სარისკო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ, რაც საბოლოო ჯამში, მოულოდნელ და თქვენთვის ძალზე სასიამოვნო სიახლეებს გამოიწვევს. შესაძლოა ისეთი მიზნების მიღწევის შანსი გაგიჩნდეთ, რის შესახებაც აქამდე, ოცნებაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. აქდან გამომდინარე, შეგიძლიათ ხელი თამამად მოჰკიდოთ ნებისმიერ ახალ საქმეს.

ღრიანკალი(მორიელი) - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

მშვილდოსანი - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თხის რქა - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

მერწყული - დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულ ჭრილში დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების, სწრაფად და ოსტატურად მოგვარების გზებიც იპოვნოთ. თუმცა ნებისყოფის დაძაბვისა და მაქსიმალური შრომისუნარიანობის გამოჩენის გარეშე, წარმატების შანსი, რომელსაც დღევანდელი დღე იძლევა, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ. განსაკუთრებული წარმატება ელოდება სამეცნიერო და საგამომცემლო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს.

თევზები - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews