27 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 27 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

27 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 26-04-2012, 21:05, ნანახია: 868

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

27 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.

კურო - საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს თქვენში მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოა წარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ და პირველივე შემხვედრთან პაემაზე წასვლა გადაგაწყვეტინოთ. თუმცა ნამდვილად ღირს კი იმაზე დაფიქრება, ცეცხლს ხომ არ ეთამაშებით? უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

ტყუპები - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე წარმოქმნილი სიტუაციდან გამომდინარე, იძულებით კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. თუმცა სამომავლოდ თქვენი ამგვარი საქციელი, უფროსობის მხრიდან დადებითად შეფასდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, თქვენ შორის გაუცხოვების მიზეზი, შესაძლოა ძველი წყენა იყოს, რომლის პატიებაც თქვენ ძალიან გიჭირთ. უმჯობესია თუ განაწყენების რეალურ მიზეზებზე, გულახდილად ისაუბრებთ პარტნიორთან, ერთობლივი კომპრომისის გზით, გაცილებით უმტკივნეულოდ მოაგვარებთ ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებს.

კირჩხიბი - ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

ლომი - დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქედან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

ქალწული - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

სასწორი - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

ღრიანკალი(მორიელი) - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

მშვილდოსანი - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ხნიერი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ, ასაკით უფროს კოლეგებთან, ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

თხის რქა - დღევანდელი დღე იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ, გამორიცხული არ არის, სარფიანი გარიგება დადოთ ან შემოსავლის ახალი, სოლიდური წყარო გაიჩინოთ. საღამოს თქვენი ამაღლებული განწყობა და ლიბერალური მიდგომა, პირად ურთიერთობებზეც პოზიტიურად აისახება და საყვარელ ადამიანთანაც მოახერხებთ ურთიერთობის გარკვევას.

მერწყული - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

თევზები - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews