28 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 28 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

28 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 27-04-2012, 21:20, ნანახია: 871

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

28 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

კურო - დღეს თქვენი გონება და ემოციები, გასაოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად ლიკვიდირებაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება თუ, ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს შეეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. კარგი დღეა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სპორტული აქტივობისათვის. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

ტყუპები - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

კირჩხიბი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ამას თქვენთვის ჩვეული, კრიტიკული ტონის თანხლების გარეშეც კი გააკეთებთ. დღევანდელ დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

ლომი - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით

ქალწული - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

სასწორი - დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ თამამდ მოითხოვოთ სამსახურში, კუთვნილი დაწინაურება ან სულაც ხელფასის გაორმაგება. თქვენში გაძლიერებული ინტუიცია და გარშემომყოფთა მიმართ თანადგომის სურვილი, თქვენვე მოგიტანთ წარმატებას, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა სახელოვნებო ან სათეატრო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.

მშვილდოსანი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

თხის რქა - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

მერწყული - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თევზები - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews