29 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 29 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

29 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 28-04-2012, 21:37, ნანახია: 838

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

29 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

კურო - დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქედან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

ტყუპები - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები, ბასრი ხანჯალის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს, მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის მომტანია. თქვენში გაძლიერებული შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.

ლომი - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.

ქალწული - დღევანდელი დღე წარსულში, თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომების გააზრებას და მათ გამოსასწორებლად, გზების ინტენსიურ ძიებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება ზოგიერთი სიტუაციიდან, გამოსავალი უკვე ვეღარც იპოვნოთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ქმედებების გადაფასებას ასე გულმოდგინეთ ცდილობთ, გარშემომყოფთა თვალში, რეპუტაციას აგიმაღლებთ და შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ.

სასწორი - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

მშვილდოსანი - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან დღევანდელ დღეს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის, ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში, შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

თხის რქა - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადბითად იმოქმედებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და შესაძლოა, რომელიმე მათგანს, რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით.

მერწყული - დღევანდელ დღეს თქვენში ემოციური განწყობა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა სამსახურში დაგროვილ, მომაბეზრებელ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდეთ და ისინი უბრალოდ ხვალისთვის გადადოთ. სამაგიეროდ შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება. შესაძლოა დღის ბოლოს, ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობაც დაარეგულიროთ და დაათბოთ.

თევზები - თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ემოციებს ნაკლებად აჰყვებით და საღად განსჯის უნარს არ დაკარგავთ. გადამეტებული ამბიციურობის გამოჩენის გამო, შესაძლოა გარშემომყოფებმა ეგოიზმში დაგდონ ბრალი. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც თქვენი მხრიდან კომპრომისზე წასვლის აუცილებლობა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. დღეს თქვენ საამისოდ ნამდვილად არ ხართ მზად.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews