2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 1-05-2012, 19:43, ნანახია: 1522

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

2 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კურო - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.

ტყუპები - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

კირჩხიბი - დღეს თავი უნდა შიკავოთ ნებისმიერი სახის, სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. აჯობებს დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მით უმეტეს რომ, დღეს თქვენ ღრუბელივით ისრუტავთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა ესაჭიროება, მათი გულწრფელი მადლიერება და სითბო, განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს შერყეულ, საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

ლომი - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

ქალწული - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.

სასწორი - გამომდინარე იქედან, რომ დღეს შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მომატებული ემოციურობისა და კონფლიქტურობის გამომჟღავნებისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული, ნებისმიერი ოპერაციის წარმოებისას. საერთოდაც, თუ ამით თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სერიოზული ზიანი არ მიადგება, აჯობებს მატერიალური საკითხების მოგვარება, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ღრიანკალი(მორიელი) - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

მშვილდოსანი - დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

თხის რქა - დღეს თქვენი გონება და ემოციები, გასაოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად ლიკვიდირებაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება თუ, ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს შეეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. კარგი დღეა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სპორტული აქტივობისათვის. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

მერწყული - დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ ობიექტურად გადააფასოთ, თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა. სამომავლოდ დასახულ მიზნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებთ წრამატებით, თუ მათ ახლებურად მიუდგებით. დღეს ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან მომავალში ამ დანაპირების ვერშესრულების ალბათობა ძალზე დიდი იქნება.

თევზები - მართალია დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ, საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ, საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews