4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano თარიღი 3-05-2012, 21:10, ნანახია: 1326

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

4 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

ტყუპები - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

კირჩხიბი - ოჯახური ვალდებულებები დღეს აუტანელი და დამღლელი მოგეჩვენებათ. თუმცა თუ ყველაფერს იუმორით მიუდგებით, შესაძლოა ყოფითი პრობლემების მოგვარებამ გაგახალისოთ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, იქნება ეს იდუმალებით მოცული უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილი წერილი თუ ოჯახის, რომელიმე წევრის ნათქვამი უხეში და მკვეთრი კრიტიკა. შეეცადეთ სიმშვიდე შინარჩუნოთ, მაქსიმალურად აარიდოთ კონფლიქტს თავი და მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით გაარკვიოთ ურთიერთობები.

ლომი - დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული შედეგებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუკი შესძლებთ ამბიციები დაიოკოთ და სხვათა მითითებებს, დროებით მაინც დაემორჩილოთ. ამგვარი საქციელით, სამომავლო საქმიანობისთვის, მძლავრ მოკავშირეებს შეიძენთ და კონკურენტებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით. თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას და გადაუმოწმებლად, ბრმად ნუ ენდობით მას.

ქალწული - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები, ბასრი ხანჯალის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს, მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.

სასწორი - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

ღრიანკალი(მორიელი) - გამომდინარე იქედან, რომ დღეს შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მომატებული ემოციურობისა და კონფლიქტურობის გამომჟღავნებისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული, ნებისმიერი ოპერაციის წარმოებისას. საერთოდაც, თუ ამით თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სერიოზული ზიანი არ მიადგება, აჯობებს მატერიალური საკითხების მოგვარება, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მშვილდოსანი - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

თხის რქა - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

მერწყული - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

თევზები - ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews