6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 5-05-2012, 17:13, ნანახია: 936

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

6 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელ დღეს ნაკლებად უნდა იქონიოთ, ნაცნობ-მეგობრების ან თუნდაც ოჯახის წევრების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იმოქმედეთ და გააკეთეთ ის, რასაც თავად ჩათვლით საჭიროდ. შესაძლოა ბავშვებთან დაკავშირებულმა, მოულოდნელმა ფინანსურმა დანახარჯმა ან საქმეების გაჭიანურებამ გაგაღიზიანოთ. თუმცა თქვენი წარუმატებლობა, დროებითია და სულ მალე ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება. აქედან გამომდინარე, აჯობებს დღევანდელი ცუდი განწყობა, სპორტული აქტივობით ან ცეკვით დაამრცხოთ.

კურო - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

ტყუპები - თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ემოციებს ნაკლებად აჰყვებით და საღად განსჯის უნარს არ დაკარგავთ. გადამეტებული ამბიციურობის გამოჩენის გამო, შესაძლოა გარშემომყოფებმა ეგოიზმში დაგდონ ბრალი. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც თქვენი მხრიდან კომპრომისზე წასვლის აუცილებლობა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. დღეს თქვენ საამისოდ ნამდვილად არ ხართ მზად.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე თქვენგან, პროფესიული თვალსაზრისით ნებისყოფისა და პრინციპულობის მაქსიმალურ გამოვლენას მოითხოვს. პლანეტების არასასურველი გავლენის შედეგად, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი გულუბრყვილობით ბოროტად ისარგებლონ და ერთობ საეჭვო გარიგებაშიც კი ჩაგითრიონ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, სანამ ახალ პროექტზე მუშაობას ან ბიზნეს-შემოთავაზებას დასთანხმდებოდეთ.

ლომი - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

ქალწული - დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქედან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

სასწორი - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ღრიანკალი(მორიელი) - დრო დადგა თქვენი ნაცნობ-მეგობრების წრე, ახალი ადამიანებით გააფართოვოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და სპორტული აქტივობისათვის.

მშვილდოსანი - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

თხის რქა - დღეს თქვენში მომატებულმა მგრძნობელობამ და შინაგანმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოდროინდელი გადაღლისა და ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგია, გამორიცხული არაა, თქვენი მხრიდან გარშემომყოფებთან მიმართებაში, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების კუთხით, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დღე, ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ ან ძველი, გადადებული საქმეების მოგვარებით დაკავდეთ.

მერწყული - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

თევზები - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews