7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 6-05-2012, 17:39, ნანახია: 1033

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

7 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კურო - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

ტყუპები - დღევანდელ დღეს თქვენში ემოციური განწყობა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა სამსახურში დაგროვილ, მომაბეზრებელ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდეთ და ისინი უბრალოდ ხვალისთვის გადადოთ. სამაგიეროდ შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება. შესაძლოა დღის ბოლოს, ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობაც დაარეგულიროთ და დაათბოთ.

კირჩხიბი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

ლომი - დრო დადგა ოჯახური ურთიერთობების მოგვარებას დაუთმოთ ყურადღება. გამორიცხული არ არის, გარკვეული სახის მატერიალური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ. თუმცა ფინანსურ სიძნელეებს, დღის ბოლოს საკმაოდ უმტკივნეულოდ მოაგვარებთ. შეეცადეთ დრო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც დაუთმოთ. ამგვარმა დაკვირვებამ შესაძლოა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებიც კი გიკარნახოთ.

ქალწული - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

სასწორი - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

ღრიანკალი(მორიელი) - საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს თქვენში მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოა წარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ და პირველივე შემხვედრთან პაემაზე წასვლა გადაგაწყვეტინოთ. თუმცა ნამდვილად ღირს კი იმაზე დაფიქრება, ცეცხლს ხომ არ ეთამაშებით? უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

მშვილდოსანი - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ხნიერი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ, ასაკით უფროს კოლეგებთან, ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

თხის რქა - გამომდინარე იქედან, რომ დღეს შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მომატებული ემოციურობისა და კონფლიქტურობის გამომჟღავნებისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული, ნებისმიერი ოპერაციის წარმოებისას. საერთოდაც, თუ ამით თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სერიოზული ზიანი არ მიადგება, აჯობებს მატერიალური საკითხების მოგვარება, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მერწყული - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

თევზები - დღევანდელი დღე წარსულში, თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომების გააზრებას და მათ გამოსასწორებლად, გზების ინტენსიურ ძიებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება ზოგიერთი სიტუაციიდან, გამოსავალი უკვე ვეღარც იპოვნოთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ქმედებების გადაფასებას ასე გულმოდგინეთ ცდილობთ, გარშემომყოფთა თვალში, რეპუტაციას აგიმაღლებთ და შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews