8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 7-05-2012, 21:16, ნანახია: 956

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

8 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელი დღე გაატარეთ ოჯახთან ერთად და დაკავდით სპორტით. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ. კომერციული ოპერაციებისათვის შესანიშნავი დღეა.

კურო - ეს დღე პოზიტიური იქნება სასწორთა უმრავლესობისათვის მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. დღის დასაწყისი სამუშაოს მიუძღვენით, ხოლო მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ მგზავრობისაგან, ვინაიდან დიდია შეფერხებებისა და ტრავმების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობის მოწესრიგებას.

ტყუპები - დღეს დანახარჯი გექნებათ, როგორც დაგეგმილ, ისე დაუგეგმავ საქმეებში. ეცადეთ სითბო გამოავლინოთ საყვარელი ადამიანისადმი, ის ნამდვილად ელოდება ამას თქვენგან. მიაქციეთ ოჯახს ყურადღება.

კირჩხიბი - ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა. ცხოვრებას დადებითად უყურეთ და საკუთარი სურვილების გზით იარეთ. რისკს ნუ მოერიდებით. ნუ შეგეშინდებათ მომავლის, ნუ იტყვით უარს ახალ გეგმებზე, ნუ იქნებით გულხელდაკრეფილნი.

ლომი - მსუბუქ ფლირტსა და მგზნებარე ვნებებს ნუ ელოდებით. თქვენთვის ყველაზე მთავარი ერთგულება და გულწრფელი სიყვარულია. დღის მეორე ნახევრისთვის მომზადებული შეხვდით უსიამოვნო სიახლეს. დინჯად აწონ-დაწონეთ ყველაფერი და დაინახეთ მოვლენები ისე, როგორც სინამდვილეშია.

ქალწული - თუ შეძლებთ და საკუთარ თავს კონცენტრაციას გაუკეთებთ, ამასთან არ აჰყვებით უსაფუძვლო ეჭვს, მაშინ ადვილად მოახერხებთ ყველა კუთხით წინ წაწევას. კარგი იქნება, თუ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ, ეს თქვენ ჯანმრთელობას დადებით სტიმულს შეუქმნის.

სასწორი - დღეს ფულის შოვნის არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ. ნუ გაუშვებთ მას ხელიდან, კარგი დროა საჭირო ხალხთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების მოსაგვარებლადაც. თქვენს წარმატებულ კარიერას მხოლოდ გაუწონასწორებელმა ხასიათმა შეიძლება შეუშალოს ხელი. თუ ემოციებს ვერ იმორჩილებთ, ჯობს ხელმძღვანელობასთან პოლემიკას მოერიდოთ.

ღრიანკალი(მორიელი) - თუ ვერ მიიღებთ შედეგს, რომლის მიღწევისთვისაც დიდი ხანია იღწვით,ფარ-ხმალს ნუ დაყრით. თქვენი მიზანსწრაფულობა დღეს შეუმჩნეველი არ დარჩება და შემოგთავაზებენ პროექტს, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება. ბობოქარი პერიოდი დამთავრდა. დროა, მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებაზე იფიქროთ. მოაწესრიგეთ სასიყვარულო ურთიერთობები და მოემზადეთ სასიამოვნო ადამიანებთან შესახვედრად.

მშვილდოსანი - სამსახურებრივ და ოჯახურ საქმეებს აქტიურ დასვენებასა და თავგადასავლებსაც ჩინებულად შეუხამებთ.

თხის რქა - დღეს მოსალოდნელია თქვენ აღმოაჩინოთ კავშირებისა და ნაცნობობის საუკეთესოდ გამოყენების გზები. მაქსიმალურ წარმატებებს მიაღწევთ თუ შეეცდებით მოერგოთ გარემოებებს.

მერწყული - შეეცადეთ დღეს საკუთარ პოზიციებზე მყარად იდგეთ. ნუ შეიცვლით გადაწყვეტილებას გარშემომყოფების, თუნდაც თქვენი კეთილმოსურნეების ზეგავლენით. გახსოვდეთ-ეს თქვენი ცხოვრებაა და სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორ წარმართოთ იგი.

თევზები - დღეს ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე იქნებით რითიც ადვილად შეძლებთ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენას. მოიმატებს შემოსავლები და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews